დაგვიტოვე ნომერი
🚀 დაგვიტოვე ნომერი, აქ ოცნებები ხდება 🥰 ჩვენ დაგეხმარებით არჩევანის გაკეთებაში 💙
9 ოთახის მცენარე, რომელსაც თქვენც კი ვერ მოკლავთ
15.09.2022

9 ოთახის მცენარე, რომელსაც თქვენც კი ვერ მოკლავთ

მოდით, დასაწყისშივე შევთანხმდეთ: თქვენ მაინც მოგიწევთ მინიმალური ძალისხმევის დახარჯვა ამ სახლის მცენარეების მოსავლელად. 

მინიმუმი რაც უნდა გააკეთოთ:

  • მოუძებნეთ მცენარეს ნათელი ადგილი;
  • გადარგეთ ის შესაფერის ქოთანში;
  • მორწყეთ მცენარის საჭიროებიდან გამომდინარე.

საერთოდ არ არის რთული, არა? თუ თქვენ შეძლებთ ამ სამი ნაბიჯის შესრულებას, მაშინ აღნიშნული მცენარეები თქვენ სახლში თავს კომფორტულად იგრძნობენ.

1. ალოე 

სამეცნიერო სახელი: Aloe vera.

სინათლე: არაპირდაპირი ან პირდაპირი მზის სხივები.

მორწყვა: მორწყვიდან მორწყვამდე ნიადაგი უნდა გაშრეს.

რატომ ალოე ვერა: ალოეს მოკვლა ძალიან რთულია და თუ მას სწორად მოუვლით, დაჯილდოვდებით პატარა ალოეს შვილებით. 

2. ზამიოკულკას ზამიელიფოლიას (დოლარის ხე)

სამეცნიერო სახელი: Zamioculcas zamiifolia.

სინათლე: ნათელი ან ზომიერი მზის შუქი საუკეთესოა მისთვის, მაგრამ სუსტი შუქიც გამოდგებათ.

მორწყვა: მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როცა მიწა გაუშრება.

რატომ ზამიოკულკა: ის იზრდება უფრო კარგად მაშინ, როცა "მივიწყებულია". 

3. სანსევიერია (ცილინდრული)

სამეცნიერო სახელი: Sansevieria cylindrica.

სინათლე: ნათელი ან ზომიერი.

მორწყვა: მორწყეთ ზომიერად - ამ სანსევიერას წყლის გარეშე ძალიან დიდხანს შეუძლია იცხოვრება.

რატომ სანსევიერია: თუ დაგავიწყდათ მისი მორწყვა რამდენიმე კვირითაც კი ის არ მოკვდება და არც მოიწყენს. ის ძალიან ადვილი მოსავლელია. 

4. ეპიპრემნუმი (ოქროსფერი)

სამეცნიერო სახელი: Epipremnum aureum.

სინათლე: კარგად იზრდება ნებისმიერ შუქზე - დაბალ, ირიბი ან კაშკაშა.

მორწყვა: მორწყვას შორის ნიადაგი მთლიანად  უნდა გაშრეს.

რატომ ეპიპრემნუმი: ძალიან უპრეტენზიო და ადვილად მოსავლელი მცენარე: რაც უფრო მეტ მზესა და წყალს მიიღებს მით უფრო დიდი იზრდება. 

5. ქლოროფიტუმი 

სამეცნიერო სახელი: Chlorophytum comosum.

სინათლე: ქლოროფიტუმს ურჩევნია ნათელი შუქი ინტენსიური ზრდისთვის, მაგრამ ის ასევე კარგად ეგუება არაპირდაპირ და საკმაოდ დაბალი განათებასაც.

მორწყვა: რეგულარული, არ დაუშვათ ნიადაგი ზედმეტად გაჟღენთვა (თორემ ფესვები ლპება).

რატომ  ქლოროფიტუმი : ქლოროფიტუმის მოვლა მარტივია და თუ ამას სწორად გააკეთებთ, ის გამოიყრის ახალ ყლორტებს, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი მცენარეების გასაშენებლად ან მეგობრებისთვის საჩუქებლად.

6. ფიტონია

სამეცნიერო სახელი: Fittonia argyroneura.

სინათლე: ნათელი არაპირდაპირი მზის შუქი.

მორწყვა: შეინარჩუნეთ ნიადაგი ნესტიან, მაგრამ არა სველ მდგომარეობაში.

რატომ ფიტონია: ეს მცენარე უპრეტენზიოა და უყვარს მაღალი ტენიანობა, ამიტომ აბაზანა მისთვის იდეალური ადგილია.

7. შეფლერის

სამეცნიერო სახელი: Schefflera arboricola.

სინათლე: ნათელი, არაპირდაპირი მზის შუქი.

მორწყვა: მორწყვას შორის დაელოდეთ სანამ მიწა მთლიანად გაშრება.

რატომ შეფლერის: შეფლერა გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და ხშირ მორწყვას.

8. სანდერის დრაცენა

სამეცნიერო სახელი: Dracaena sanderiana.

სინათლე: ნათელი, არაპირდაპირი შუქი.

მორწყვა: გამოუცვალეთ წყალი რამდენიმე თვეში ერთხელ. სასუქის წვეთი ყოველი წყლის შეცვლაზე თქვენ დრაცენას ჯანმრთელად გაზრდაში დაეხმარება.

რატომ დრაცენა: ნორმალური ზრდისთვის საკმარისია დროდადრო შეცვალოთ წყალი და დარწმუნდეთ, რომ წყალი არ გამუქდება.

9. სპათიფილუმი

სამეცნიერო სახელი: Spathiphyllum.

სინათლე: არაპირდაპირი - არ დადოთ სპათიფილუმი მზეზე.

მორწყვა: მორწყეთ რეგულარულად და შეინახეთ ნიადაგი ტენიანი.

რატომ სპათიფილუმი : სპათიფილუმებს უყვართ ტენიანობა, ამიტომ ეს ზაფხულის იდეალური ყვავილია. თავად მცენარე თითქმის უკვდავია.