მშენებლობის პროცესი

01
20 ნოემბერი -2024

B და C ბლოკი.

B ბლოკი - დასრულდა კიბის საფეხურების დაგება, ბინის შესასვლელი კარებისა და კარ-ფანჯრის მონტაჟი, გაკეთდა სახანძრო სისტემა და აივნის მოაჯირები. 

C ბლოკი - დასრულდა ფასადის სამუშაოები და კიბის მოაჯირების მონტაჟი, აივნებზე დაიგო კერამოგრანიტი. სახანძრო სისტემის და ბინის შესასვლელი კარების სამონტაჟოდ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. 

02
23 ოქტომბერი -2024

B და C ბლოკი

B ბლოკი - დამონტაჟდა გაზის მრიცხველები, დაიგო სადარბაზოსა და აივანზე კერამოგრანიტი, გაკეთდა სახანძრო სისტემა, მიმდინარეობს ბინის შესასვლელი კარების მონტაჟი;

C ბლოკი - სრულდება ფასადის მოპირკეთების სამუშაოები, დასრულდა სახურავის გადახურვა. მიმდინარეობს მოჭიმული იატაკის დაგება.

 

03
09 სექტემბერი -2024

შიდა სამუშაოები

A ბლოკი - დასრულებულია;

B ბლოკი - დასრულდა ფასადის მოპირკეთება და სადარბაზოს დეკორატიული ლესვა, დამონტაჟდა ლიფტი;

C ბლოკი - მიმდინარეობს შიდა ტიხრების ლესვა და გარე ფასადის მოპირკეთება, დამონტაჟდა ლიფტი.

04
15 ივლისი -2024

ლიფტის მონტაჟი

ავჭალაში მიმდინარეობს ლიფტის მონტაჟის სამუშაოები.

05
27 ივნისი -2024

სარემონტო სამუშაოები

ავჭალის A ბლოკში მობინადრეებმა დაიწყეს შიდა სარემონტო სამუშაოები.

06
30 აპრილი -2024

შიდა სამუშაოები

A ბლოკი - დასრულდა მოაჯირების მონტაჟი, კარების ჩასმა, ბინებში შიდა ტიხრების ამოყვანის სამუშაოები, აივნებისა და სადარბაზოს კერამოგრანიტით მოპირკეთება;

B ბლოკი - ბინებში დასრულდა შიდა ტიხრების ამოყვანის სამუშაოები, აივნებსა და კიბის უჯრედზე მოაჯირების მონტაჟი;

C ბლოკი - დასრულდა მონოლითის სამუშაოები და მიმდინარეობს შიდა ტიხრების ამოყვანა.

07
22 აპრილი -2024

შესახლება

ავჭალაში შიდა და გარე სამუშაოები დასრულებულია, მობინადრეებს ვისაც დაფარული აქვთ ბინის სრული ღირებულება იწყებენ სარემონტო სამუშაოებს.

08
03 აპრილი -2024

კარებების მონტაჟი

ავჭალაში მიმდინარეობს ბინებში შესასვლელი რკინის კარებების მონტაჟი, ასევე სადარბაზოებისა და აივნების მოპირკეთება. პარალელურად კი ფასადის ღებვის სამუშაოები.

09
25 იანვარი -2024

შიდა სამუშაოები

A ბლოკი - დასრულდა კარ-ფანჯრისა და სადარბაზოს კიბის მოაჯირების მონტაჟი. მიმდინარეობს ფასადის ლესვითი სამუშაოები;

B ბლოკი - მიმდინარეობს მე-8 სართულის ფილის დასხმა. მე-6 სართულის ჩათვლით დასრულდა შიდა ტიხრების ამოყვანის სამუშაოები;

C ბლოკი - მიმდინარეობს მე-4 სართულის ფილის დასხმა.

10
14 დეკემბერი -2023

ლესვა

ავჭალაში A ბლოკში მიმდინარეობს შიდა ლესვის სამუშაოები. ასევე ჩამოვიდა ბინებისთვის შესასვლელი რკინის კარები, რომელიც არის ქვაბამბის დათბუნებით.

11
29 ოქტომბერი -2023

გადახურვა

A სექტორში მიმდინარეობს: გადახურვითი სამუშაოები; კარ-ფანჯრის ჩასმა (ჩასმულია მე-3 სართულის ჩათვლით); საკანალიზაციო მილების მონტაჟი. B სექტორში მიმდინარეობს: მე-5 სართულის ფილის დასხმა და შიდა ტიხრების ამოყვანა. C სექტორში დასრულდა საძირკველის ჩასხმა.

12
25 აგვისტო -2023

მონოლითი

ავჭალაში A ბლოკის მონოლითის მშენებლობა დასრულდა. B ბლოკში დასხმულია მე-4 სართულის იატაკი, ასევე ამოშენებულია მე-2 და მე-3 სართულის ტიხრები.

13
29 ივნისი -2023

მე-7 სართული

დასრულდა A ბლოკზე მე-7 სართულის ფილის დასხმა. მიმდინარეობს B ბლოკზე მე-3 სართულის ფილის ყალიბების მოწყობა.

14
02 ივნისი -2023

მე-6 სართული

ავჭალაში A სექტორში დაისხა მე-6 სართულის ფილა და მიმდინარეობს კოლონებისათვის საჭირო არმატურის დაწვნა. ასევე, მობინადრეებთან შეთანხმებით შესრულდა შიდა ტიხრების ამოყვანის სამუშაოები მე-4 სართულზე და მიმდინარეობს მე-5 სართულის გარე ტიხრების ამოყვანა.

15
05 მაისი -2023

მე-5 სართული

ავჭალაში ჩაისხა А ბლოკზე მე-5 სართულის ფილა. აშენებულ სართულებზე მიმდინარეობს ბინების გატიხვრა და ფასადზე კედლების მოწყობა. ხოლო B ბლოკში მოეწყო მე-2 სართულზე კოლონა დიაფრაგმები.

16
03 აპრილი -2023

კოლონები

ავჭალაში A ბლოკში ამოვიდა კომერციული სართულის გარე და შიდა ტიხრები. ჩაისხა მეოთხე სართულის კოლონები. B ბლოკში ჩაისხა კომერციული სართულის კოლონები და მიმდინარეობს მზადება მეორე სართულის ფილის დასასხმელად.

17
15 მარტი -2023

მე-3 სართულის ფილა

ავჭალაში A სექტორში ჩაისხა მეორე სართულის კოლონები, ლიფტის შახტა და მოეწყო კიბეები. აგრეთვე ჩატარდა მესამე სართულის ფილისთვის მოსამზადებელი სამუშაოები და დაისხა ფილა. B სექტორში კომერციული სართულის კოლონებისთვის დაიწნა არმატურა, მომზადდა ლიფტის შახტა.

18
20 თებერვალი -2023

ამწე

მიმდინარეობს კოშკურა ამწის, СOMANSA NT 40100, მონტაჟი. მარტიდან დაგეგმილი B ბლოკის მშენებლობის დაწყება პარალელურ რეჟიმში.

19
10 თებერვალი -2023

მე-2 სართული

დასრულდა A ბლოკის კომერციული სართულის სახურავის ბეტონის ჩასხმა. მიმდინარეობს მე-2 საცხოვრებელი სართულის რკინის კონსტრუქციების დამზადება მონტაჟი.

20
24 იანვარი -2023

კომერციულის გადახურვა

მიმდინარეობს А ბლოკის კომერციული სართულის გადახურვის ფილის მოწყობა.

21
20 დეკემბერი -2022

კოლონები

A ბლოკში ჩაისხა კომერციული სართულის კოლონები და კედლები. B ბლოკში მიმდინარეობს კომერციული სართულის კოლონების დაწვნითი სამუშაოები.

22
01 ნოემბერი -2022

კომერციული სართული

A ბლოკში მიმდინარეობს კომერციული სართულის ფილის დასხმა, ხოლო B ბლოკში 0 სართულის კოლონის დაწვნითი სამუშაოები.

23
10 ოქტომბერი -2022

A ბლოკი

ჩაისხა A ბლოკის მიწისქვეშა სართულის კედლები. მომდევნო კვირაში მოხდება კედლების ჰიდროიზოლაციის მოწყობა და მიწის უკუჩაყრა საძირკველში.

24
04 ოქტომბერი -2022

კედლები

A ბლოკზე მზადდება ფუნდამენტის კედლები და კოლონები.B ბლოკზე ჩასხმულია რკინა ბეტონის ფილა, სარდაფის რკინა ბეტონის კედლები და დიაფრაგმები.

25
22 სექტემბერი -2022

მიწისქვეშა სართული

ჩასხმულია A ბლოკის საძირკველის ფილა. 440მ2-ზე. ჩასხმულია B ბლოკის მიწისქვეშა სართულის კედლები. თვის ბოლოსთვის იგეგმება A ბლოკის მიწისქვეშა სართულის კედლების ჩასხმას და მისი კედლების გარე პერიმეტრზე ჰიდროიზოლაციას.

26
01 სექტემბერი -2022

კედლები და კოლონები

A ბლოკში მზადდება ფუნდამენტის ფილა, ხოლო B ბლოკში მიმდინარეობს რკინაბეტონის კედლების და კოლონების ამოყვანა.

27
16 აგვისტო -2022

ფილის ჩასხმა

დაისხვა B ბლოკის საძირკველი. 80სმ სისქით -3.00 ნიშნულზე. ვიწყებთ მიწისქვეშა სართულის კედლების და გადახურვის კონსტრუქციების მოწყობას. ასევე A ბლოკის საძირკველის არმირებას.

28
03 აგვისტო -2022

საძირკველი

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საძირკველის ფილის არმირება.

29
16 ივლისი -2022

მიწის სამუშაოები

ავჭალაში მშენებლობა დაიწყო, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის მოჭრა საძირკველისთვის.

30
22 ივნისი -2022

მომზადება

მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება და მზადება მიწის სამუშაოებისთვის.