ბინის შერჩევის პროცესში საკვანძო საკითხია მომხმარებელმა იცოდეს სამშენებლო კომპანიის მთავარი ღირებულებები და უპირატესობები. გარდა ფასისა და გადახდის პირობებისა, გადაწყვეტილების მიღების დროს, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბრენდის იმიჯს. სწორედ ამიტომ გაგაცნობთ ჩვენს პრიორიტეტებს, რომელმაც შექმნა კომპანიის გარანტირებული წარმატება.
გადახდის მოქნილი გრაფიკი
დაგროვილი გამოცდილებიდან და უძრავი ქონების ქართული ბაზრის კვლევიდან გამომდინარე, ვითვალისწინებთ მომხმარებლების განსხვავებულ ფინანსურ ინტერესებს და სწორედ ამიტომ გთავაზობთ მაქსიმალურად თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ინდივიდუალურ გადახდის მოქნილ გრაფიკს, რომელსაც გაყიდვების მრჩეველთან ერთად შეხვედრისას განიხილავთ. ჩვენს პროეექტებში ბინის შეძენისას მშენებლობის დასრულებამდე შეგიძლიათ ისარგებლოთ შიდა უპროცენტო განვადებით, ხოლო ჩვენი პატნიორი ბანკების (საქართველოსა და ბაზის ბანკი) მხარდაჭერით მშენებლობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძინოთ ბინა იპოთეკური სესხით და ისარგებლოთ ერთიანი გადახდის ფასდაკლებით.
ხელმისაწვდომი ფასი
უზრუნველვყოფთ ხარისხიან საცხოვრებელს ხელმისაწვდომ ფასად, რაც პირდაპირ დაკავშირებულია სოლუმის დიდ სამომხმარებლო აუდიტორიასთან და შედეგად სახლის მფლობელობას ვხდით მარტივად შესაძლებელს.
ბუნებასთან სიახლოვე
ჩვენი პროექტები მდებარეობს უბნებში, სადაც პრიორიტეტულია სიმშვიდე და მყუდროება - ბუნებასთან ახლოს, ქალაქის ცენტრის ხმაურისგან მოშორებით.
ხარისხიანი მშენებლობა
ვიცავთ მაღალ სტანდარტებს მშენებლობაში - ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამშენებლო მასალების გამოყენებით, რათა შევქმნათ თქვენთვის კომფორტული საცხოვრებელი გარემო. ასევე, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში უპირატესობას ვანიჭებთ საქართველოში წარმოებული მასალის მოხმარებას.
ინფრასტრუქტურა
მშენებლობის ხარისხის გარდა, კომფორტული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად ინფრასტრუქტურის გათვალისწინება პროექტის შექმნის ეტაპზე ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც მოიცავს კეთილმოწყობილ მწვანე სივრცეს, სტადიონს, განათებულ ეზოსა და მოსასვენებელ სკამებს.
ჯანსაღი ურთიერთობა მომხმარებელთან
ვითვალისწინებთ, რომ მომხმარებელი ჩვენი ბიზნესის მთავარი აქტივია და მათთან გრძელვადიან, ლოიალურ ურთიერთობებს ვამყარებთ.
თქვენი კმაყოფილებისთვის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დავნერგეთ გაყიდვების შემდგომი მომსახურება, რომელსაც მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერის მეშვეობით უზრუნველვყოფთ.
41-ე დადგენილება
რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვა ჩვენი მთავარი ვალდებულებაა, რომელსაც ჩვენ დაარსების დღიდან ვასრულებთ. სწორედ ამ ვალდებულებების გასამყარებლად, 2017 წლიდან ამოქმედდა მშენებლობის რეგულაცია( 41-ე დადგენილება ), რომლის მიზანია მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების მკაცრი გათვალისწინება, არქიტექტურულ-ექსპერტული დასკვნების გამოყენება და ტექნიკური რეგლამენტის დაცვა შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების შესახებ. განისაზღვრა მინიმალური მოთხოვნები სათანადო დაპროექტების, ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვისა და კიბეებისა და ლიფტების შესაბამისი წესებით მოწყობის.
2017 წლის შემდეგ გაცემულ ნებართვებზე სამშენებლო სტანდარტებმა დეველოპერებს საქმე არ გაგვიმარტივა, თუმცა განვლილი პერიოდის გამოცდილებიდან გამომდინარე, გარდაუვალი იყო რეგულაციების კრებულის სახელმწიფო დონეზე შექმნა და მათი მხრიდან შესრულებული სამუშაოების მონიტორინგისა თუ ექსპერტიზის წარმოება.
მშენებლობის პროცესში სოლუმ დეველოპმენტი 100%-ით იცავს დოკუმენტით გათვალისწინებულ სამშენებლო სტანდარტებს:
- სამშენებლო ტერიტორია შემოსაზღვრულია სულ მცირე 2,5მ სიმაღლის ზღუდეებით;
- ფეხით მოსიარულეთა და ავტომობილების უსაფრთხოებისთვის ვაწყობთ მიმართულების მიმცემ ბარიკადებს;
- სამშენებლო ტერიტორიაზე ვათავსებთ მასალებსა და ტექნიკას ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებასა და ახლომდებარე საკუთრებებს;
- ტერიტორიიდან ნარჩენი მასალები გაგვაქვს სტანდარტების დაცვით, ბუნების კეთილდღეობის შესანარჩუნებლად;
- აუცილებელია შენობა მარტივად მისადგომი იყოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფებისთვის, რათა დაუყონებლივ შეძლონ ევაკუაცია;
- მაცხოვრებელთა ევაკუაციისა და მარტივი გადაადგილებისთვის, კორპუსები მოწყობილია ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით;
- სახანძრო განგაშის სიგნალის სისტემები;
- უსაფრთხოების ინსტრუქციები და საევაკუაციო გეგმები, სპეციალურად მოწყობილი გასასვლელებით;
- კვამლის ავტომატურად აღმომჩენი სისტემები, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზეა განთასებული, მათ შორის საზოგადოებრივ დერეფნებსა და ლიფტის ფოიეებში;
- სართულის ცეცხლმედეგი, რკინის კარით ჩაკეტვის უზრუნველყოფა;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული საცხოვრებელი გარემოს შექმნა, რაც მოიცავს ბინებში ჩახაზულ ეტლის მოსატრიალებელ სივრცეებს, პანდუსებს, ლიფტს, მიწის ზედა და ქვედა ავტოსადგომს.
ამ და სხვა სტანდარტების დაცვა უზრუნველყოფს პირველ რიგში თანამშრომლების უსაფრთხოებას მშენებლობის პროცესში და აგრეთვე, მობინადრეების გარანტირებულად მშვიდ ცხოვრებას მრავალი წლის განმავლობაში. თუ თქვენი მთავარი მოთხოვნილება უსაფრთხოება და მყუდრო ცხოვრებაა, ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული საცხოვრებელი გარემო.