დაგვიტოვე ნომერი 🚀
სად მიმდინარეობს მშენებლობა?
მშენებლობა მიმდინარეობს ქალაქ თბილისში, ფონიჭალა, ლევან ღოღობერიძის N9. ზუსტი მდებარეობის დასადგენად შეგიძლიათ იხილოთ რუკა.
რას გთავაზობთ ჩვენი პროექტი?
თანამედროვე ცხოვრება დაჩქარებული ტემპით, ხმაურითა და დაძაბულობით გამოირჩევა, მით უფრო ქალაქში, რომლის მოსახლეობა მილიონს აჭარბებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახლი, რომელიც სიმყუდროვითა და სასიამოვნო გარემოთი გამოირჩევა, სადაც მშვიდად და ნეგატიური გავლენებისგან მაქსიმალურად დაცული იქნებით.
ჩვენ ყველა დეტალს მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით ვქმნით და ვაშენებთ თანამედროვე, მშვიდ და კომფორტულ საცხოვრებელს ფონიჭალაში, რომელიც ჰარმონიული ცხოვრების შესაძლებლობებს გაძლევთ. საცხოვრებელი კომპლექსი 12068 კვ.მ მიწაზე შენდება, მოიცავს სამ კორპუსს ( A, B და C ბლოკი), რომელიც აერთიანებს 25565.7 კვ.მ. საცხოვრებელ და კომერციულ ფართს.
სულ რამდენი კორპუსი შენდება?
ფონიჭალაში მიმდინარეობს 3 (სამი) კორპუსის მშენებლობა:
- A ბლოკი - 12 სართული;
- B ბლოკი - 12 სართული;
- C ბლოკი - 12 სართულიანი.
სულ რამდენი ბინაა კორპუსში?
ფონიჭალაში მიმდინარეობს 2 (ორი) კორპუსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს:
- A ბლოკი - 159 ბინა და 6 დუპლექსი;
- B ბლოკი - 143 ბინა;
- C ბლოკი - 154 ბინა და 5 დუპლექსი.
სულ რამდენი ბინაა სართულზე?
A ბლოკი - პირველ სართულზე განთავსებულია, როგორც სავაჭრო და კომერციული ფართები, ასევე დუპლექსები. პირველ სართულზე 7 ( შვიდი) ბინაა, მეთორმეტე სართულზე 13 (ცამეტი). მეორე სართულიდან მეთერთმეტე სართულის ჩათვლით კი განლაგებულია 14 (თოთხმეტი) ბინა.
B ბლოკი - პირველ სართულზე განთავსებულია სავაჭრო და კომერციული ფართები. საცხოვრებელი ბინები 2 (მეორე) სართულიდან იწყება, თითოეულ სართულზე არის 13 (ცამეტი) ბინა.
C ბლოკი - პირველ სართულზე განთავსებულია, როგორც სავაჭრო და კომერციული ფართები, ასევე ბინები. პირველ სართულზე 5 ( ხუთი) ბინაა. მეორე სართულიდან მეთერთმეტე სართულის ჩათვლით კი განლაგებულია 14 (თოთხმეტი) ბინა.
რამდენი კვადრატული მეტრია ყველაზე პატარა ბინა?
A ბლოკი - ყველაზე მცირე ფართის ბინა 38.7 კვადრატული მეტრია. ეს არის სტუდიოს ტიპის ოროთახიანი ბინა 1 (ერთი) საძინებლით.
B ბლოკი - ყველაზე მცირე ფართის ბინა 41.2 კვადრატული მეტრია. ეს არის სტუდიოს ტიპის ოროთახიანი ბინა 1 (ერთი) საძინებლით.
C ბლოკი - ყველაზე მცირე ფართის ბინა 43.8 კვადრატული მეტრია. ეს არის სტუდიოს ტიპის ოროთახიანი ბინა 1 (ერთი) საძინებლით.
რამდენი კვადრატული მეტრია ყველაზე დიდი ბინა?
A ბლოკი - ყველაზე დიდი ფართის ბინა 164.2 კვადრატული მეტრია. ბინას აქვს იზოლირებული სამზარეულო და 3 (სამი) საძინებელი.
B ბლოკი - ყველაზე დიდი ფართის ბინა 111.9 კვადრატული მეტრია. ბინას აქვს იზოლირებული სამზარეულო და 3 (სამი) საძინებელი.
C ბლოკი - ყველაზე დიდი ფართის ბინა 82.6 კვადრატული მეტრია. ბინას აქვს სტუდიოს ტიპის სამზარეულო და 2 (ორი) საძინებელი.
როდის სრულდება მშენებლობა?
ფონიჭალაში მშენებლობის პროცესი სრულდება:
- A ბლოკი - მშენებლობა დასრულებულია;
- B ბლოკი - 2027 წლის 31 მარტი;
- C ბლოკი - 2027 წლის 1 სექტემბერი.
ეტევით თუ არა დაგეგმილ ვადაში?
A ბლოკი - მერიის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 იანვარს ბრძანება № 6286194 შეთანხმდა მოცემული პროექტი. კალენდარული გრაფიკის შესაბამისად მშენებლობის ვადა განისაზღვრება 3 წლით 2026 წლის მარტის ჩათვლით. ჩვენი სამოქმედო გეგმით პროექტი სრულად უნდა დავასრულოთ 24 თვეში, 2025 წლის 30 ივნისს. პროექტის დეველოპერი ბანკია ბაზისბანკი, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის ფარგლებში ბინის შეძენის დაფინანსების შესაძლებლობას.
B ბლოკი - მერიის არქიტექტურის სამსახურის წლის ბრძანება № 7225006 შეთანხმდა მოცემული პროექტი. კალენდარული გრაფიკის შესაბამისად მშენებლობის ვადა განისაზღვრება 3 წლით 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით. პროექტის დეველოპერი ბანკია კრედო ბანკი, რომლის მეშვეობითაც ბინის შეძენით დაინტერესებულ მომხმარებლებს პროექტის ფარგლებში დაფინანსების შესაძლებლობა ეძლევათ.
C ბლოკი - მერიის არქიტექტურის სამსახურის წლის ბრძანება № 7530672 შეთანხმდა მოცემული პროექტი. ბრძანება № 7543983 ის მიხედვით მიღებულია მშენებლობის ნებართვა. კალენდარული გრაფიკის შესაბამისად მშენებლობის ვადა განისაზღვრება 2028 წლის 07 ივლისის ჩათვოით. ჩვენი სამოქმედო გეგმით პროექტი სრულად უნდა დავასრულოთ 24 თვეში, 2027 წლის 1 სექტემბერს. პროექტის დეველოპერი ბანკია თიბისი ბანკი, რომელიც პროექტის ფარგლებში ბინის შეძენის დაფინანსების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
სამუშაოები სრულდება გამოცდილი სამშენებლო ბრიგადის მიერ, რომელსაც მკაცრ ზედამხედველობას უწევს კომპანიის გამოცდილი ტექნიკური ჯგუფი. სამშენებლო პროცესი შრომის უსაფრთხოებისა და სამშენებლო სტანდარტების მოთხოვნების სრული დაცვით ხორციელდება, რაც, თავისთავად გამორიცხავს ამ მიზეზით მშენებლობის პროცესის შეჩერებასა და პროექტის ჩაბარების ვადების გადაცილებას.
რამდენად სანდოა მშენებლობა?
A ბლოკი - პროექტის მშენებლობაში გამოყენებულა ჯეოსტილის ქარხნის А500 С მარკის 754 ტონა არმატურა. ბეტონისთვის ვიყენებთ "ჰეიდელბერგცემენტის" 400 მარკის ცემენტს, ჯამში 5 535 მ3 B-25 მარკის ბეტონს. პროექტი თანამედროვე სახანძრო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით არის დაპროექტებული და წარმატებით გაიარა სახანძრო უსაფრთხოების ექსპერტიზა განახლებული #41-ე დადგენილების მიხედვით.
C ბლოკი - პროექტის მშენებლობაში გამოყენებული იქნება ჯეოსტილის ქარხნის B500B მარკის 828 ტონა არმატურა. ბეტონისთვის ვიყენებთ "ჰეიდელბერგცემენტის" 400 მარკის ცემენტს, ჯამში 6228 მ3 B-25 მარკის ბეტონს. პროექტი თანამედროვე სახანძრო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით არის დაპროექტებული და წარმატებით გაიარა სახანძრო უსაფრთხოების ექსპერტიზა განახლებული #41-ე დადგენილების მიხედვით.
თანამედროვე სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტები გულისხმობს კიბის უჯრედებსა და ლიფტებში ცეცხლგამძლე კარებისა და გამწოვი სისტემების, მიწისქვეშა პარკინგზე ნამწვისა და კვამლის დეტექტორების მონტაჟს წყლის გამფრქვევი სისტემებით. ცეცხლმედეგობაზე გამოსაყენებელი საცხოვრებელი ბინის რკინის კარები, ელექტროგაყვანილობის, ბუნებრივი აირის მილების, ფიტინგებისა და სხვა სპეციფიკური მასალების სტანდარტი და ხარისხი აბსოლუტურ თანხვედრაშია სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებთან.
პროექტის მშენებლობისას ვიყენებთ თანამედროვე ენერგოეფექტურ თბოსაიზოლაციო მასალებს. საფასადე ბლოკი, რომელიც მინიმუმ 20%-ით ამცირებს გათბობა-გაგრილებაზე გასაწევ გაზისა და ელექტროენერგიის დანახარჯებს.
შემიძლია თუ არა თვალყური ვადევნო მშენებლობის პროცესს?
ჩვენთვის პრიორიტეტულია გამჭვირვალობა და მომხმარებლის ინფორმირებულობა, თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ პროექტის მშენებლობის პროცესს ჩვენი საიტის მეშვეობით, რომელიც ახლდება ეტაპობრივად. ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ თქვენი სურილისამებრ სამშენებლო ტერიტორიის დათვალიერება უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
როგორ რეგულირდება მშენებლობის პროცესი?
“სოლუმ დეველოპმენტისთვის” მნიშვნელოვანია მიმდინარე პროექტი დაგეგმოს - არქიტექტორებთან, მშენებლებთან, ინჟინრებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით. ეს მოიცავს დეტალური განრიგის შექმნას, რესურსების განაწილებასა და შესყიდვების დაგეგმვას, რათა სამშენებლო პროცესი გამარტივდეს. კომპანიას სრულად ესმის მერიის მიერ დაწესებული ვადების პასუხისმგებლობა და გეგმა-გრაფიკის სრული დაცვით ასრულებს სამშენებლო პროცესს. პროექტის მენეჯერი აკონტროლებს ყოველდღიურ ოპერაციებს, რაც უზრუნველყოფს განსაზღვრულ დროში ამოცანების ეფექტურად შესრულებას.
სეისმურად რამდენად მდგარდია პროექტი?
ფონიჭალაში პროექტი გათვლილია 8 (რვა) ბალიან მიწისძვრაზე. მიწის ნაკვეთზე შესრულებულმა გეოლოგიურმა კვლევებმა გამოავლინა მისაღები მკვრივი ქანების არსებობა, რაც არ საჭიროებს კორპუსის სიმყარისთვის დამატებითი ხიმინჯების ან გრუნტის გამაგრების სხვა სპეციფიკური სამუშაოების შესრულებას. .
რა მასალით არის მოპირკეთებული ფასადი?
A ბლოკის გარე ფასადი:
- გარე ფასადები შელესილი და შეღებილი უმაღლესი ხარისხის ღია რუხი დეკორატიული ლესვით და ხის ფაქტურის, კომპაქტ ლამინატის “HPL’’ ფილებით;
- აივნებზე განთავსებული შავი ფერის ლითონის მოაჯირები და ალუმინის ვიტრაჟები;
- პირველი სართული მოპირკეთებულია ხის ფაქტურის, კომპაქტ ლამინატის “HPL’’ ფილებითა და ნაცრისფერი ალუმინის ვიტრაჟებით;
- სახურავი - ე.წ. ბრტყელი გადახურვა.
B ბლოკის გარე ფასადი:
- გარე ფასადები შელესილი და შეღებილი უმაღლესი ხარისხის სპილოს ძვლის ფერი ( RAL 9011) დეკორატიული ლესვით და ხის ფაქტურის, კომპაქტ ლამინატის “HPL’’ ფილებით;
- აივნებზე განთავებული შავი ფერის ლითონის მოაჯირები და ნაცრისფერი მეტალო-პლასტმასის ვიტრაჟები;
- პირველი სართული შეღებილი უმაღლესი ხარისხის ღია რუხი ( RAL 9022 ) დეკორატიული ლესვით, მოპირკეთებული ხის ფაქტურის კომპაქტ ლამინატის “HPL’’ ფილებით და ნაცრისფერი ალუმინის ვიტრაჟებით;
- სახურავი - ე.წ. ბრტყელი გადახურვა.
C ბლოკის გარე ფასადი:
- გარე ფასადი მოპირკეთებულია კრემისფერი (RAL 9001), ნაცრისფერი (RAL 9004) და ყავისფერი (RAL 8011) დეკორატიული კომპაქტლამინატის ფილით, ასევე შელესილი და შეღებილი უმაღლესი ხარისხის ნაცრისფერი დეკორეტიული ლესვით;
- აივნებზე განთავსებული ნაცრისფერი მეტალის მოაჯირები;
- სახურავი - ე.წ. ბრტყელი გადახურვა.
აქვს თუ არა ავტოფარეხი?
A ბლოკი - კორპუსს აქვს -1 სართულზე განთავსებული 33 (ოცდაცამეტი) ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხი და 19 (ცხრამეტი) მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი ეზოს ტერიტორიაზე, რომელიც ასევე მოიცავს სპეციალურ საჭიროებათა მქონე პირთათვის განკუთვნილ სადგომს.
B ბლოკი - კორპუსს აქვს -1 სართულზე განთავსებული 38 (ოცდათვრამეტი) ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხი და 31 (ოცდათერთმეტი) მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი ეზოს ტერიტორიაზე, რომელიც ასევე მოიცავს სპეციალურ საჭიროებათა მქონე პირთათვის განკუთვნილ სადგომს. გათვალისწინებულია რამდენიმე ღია ავტოსადგომზე ელექტრომობილების დამტენი დანადგარების მონტაჟი, რომელთა გამოყენება შეეძლებათ მობინადრეებს შესაბამისი ფასიანი აპლიკაციის ჩამოტვირთვის გზით.
C ბლოკი - კორპუსს აქვს -1 სართულზე განთავსებული 42 (ორმოცდაორი) ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხი და 2 (ორი) მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი ეზოს ტერიტორიაზე, რომელიც ასევე მოიცავს სპეციალურ საჭიროებათა მქონე პირთათვის განკუთვნილ სადგომს.
როგორ გამოიყურება პროექტის მიმდებარე ტერიტორია?
ფონიჭალაში საცხოვრებელი კოპლექსის მიმდებარედ გენერალური გეგმისა და დენდროპროექტის მიხედვით:
- A და B ბლოკი - 1056.8 კვ.მ-ზე მოეწყობა მწვანე სივრცე, 1 (ერთი) სტადიონი, განთავსდება განათება, მოსასვენებელი სკამები, ნაგვის ურნები და დაირგვება მცენარეები (ტუა - 103, იტალიური ფიჭვი - 29, ნეკერჩხალი - 29);
- C ბლოკი - მოეწყობა 1216 კვ.მ-ზე მწვანე სივრცე, 1 (ერთი) სტადიონი, განთავსდება განათება, მოსასვენებელი სკამები, ნაგვის ურნები და დაირგვება მცენარეები (ესპანური სოჭი - 17, იტალიური ფიჭვი - 16, ნეკერჩხალი - 16).