


რატომ არის ბინის შეძენა უკეთესი არჩევანი, ვიდრე ქირაობა?
ბინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება - შეიძინო საკუთარი ან იქირაო, სტრატეგიული არჩევანია. პირველ ეტაპზე შეიძლება ქირაობა უფრო იაფი ან მოქნილი გამოსავალი ჩანდეს, მაგრამ თუ ფინანსურ სურათს გრძელვადიან ჭრილში დავაკვირდებით, განსხვავება მკაფიო ხდება - ბინის შეძენა გაცილებით მომგებიანია, ვიდრე ქირაობა.
ვთქვათ, თბილისში, დიდ დიღომში, საშუალო ზომის (60-70 კვ.მ.) ბინის ქირა დღევანდელ პირობებში მინიმუმ 900-1000 ლარია თვეში.
ეს ნიშნავს:
წელიწადში ქირის გადახდა გამოდის 10,800 - 12,000 ლარი.
10 წლის განმავლობაში ბინაში ცხოვრება ქირით ჯდება მინიმუმ 108,000 - 120,000 ლარი.
20 წლის განმავლობაში უკვე 216,000 – 240,000 ლარი.
ეს არის თანხა, რომელიც სრულად ქირის მფლობელის ჯიბეში მიდის და თქვენთვის არაფერს აგროვებს.
ფინანსური პარალელი
ქირით - 20 წლის შემდეგ დახარჯული გაქვთ მინიმუმ 240,000 ლარი და მაინც სხვის ბინაში ცხოვრობთ.
შეძენით - 20 წლის განმავლობაში იხდით სესხს, მაგრამ საბოლოოდ ფლობთ ბინას, რომელიც შესაძლოა ღირდეს უკვე 500,000 ლარზე მეტი (უძრავი ქონების ფასების მუდმივი ზრდის ტემპის შესაბამისად)
ეს ნიშნავს, რომ ბინის ყიდვით არა მხოლოდ "გადასახადს იხდით", არამედ პარალელურად ქმნით აქტივს და კაპიტალს, რომელიც თქვენს მომავალს ქმნის და ოჯახს ეკუთვნის.
დამატებითი უპირატესობები
სტაბილურობა და უსაფრთხოება;
ინვესტიცია მომავლისთვის - უძრავი ქონება საქართველოში ბოლო 10 წელია წლიურად საშუალოდ 8-12%-ით ძვირდება.
თავისუფლება ინტერიერში - გაქვთ სრული უფლება გააკეთოთ რემონტი, როგორც გსურთ, განსხვავებით ქირით ცხოვრებისგან.
შემოსავლის წყარო მომავალში - სურვილის შემთხვევაში, ბინის გაქირავებით შეგიძლიათ თვითონვე მიიღოთ თვეში 800-1000 ლარი.
ქირაობა მოკლევადიანად შეიძლება უფრო მარტივად ჩანდეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ყველაზე დიდ ფინანსურ დანაკარგს ნიშნავს.
ბინის შეძენა კი, თუნდაც იპოთეკით არის ინვესტიცია საკუთარ მომავალში - თანხა, რომელსაც ყოველ თვე იხდით, საბოლოოდ თქვენს საკუთრებაში რჩება და ქმნის ფინანსურ სტაბილურობას.