სოლუმის ისტორია

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სოლუმ დეველოპმენტში, სადაც კომპანიის საქმიანობას 2012 წლიდან სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები წარმოადგენს. 2016 წლიდან კი კომპანიამ დეველოპერული პროექტების განხორციელება დაიწყო. ჩვენ უკვე 12 წელია ვზრუნავთ ადამიანებისთვის ახალი სახლის გასაღების შექმნაზე.

რას ნიშნავს სოლუმი?

სიტყვა სოლუმი მყარ ფუნდამეტს ნიშნავს, რომელზეც მდგრადი საძირკველი შენდება. ჩვენი ისტორია თავიდანვე ძლიერ საფუძველზეა აგებული. სოლუმი წარმოადგენს ახალ მიდგომას მდებარეობის, ფასთან ხელმისაწვდომობისა და ხარისხის მიმართ. ჩვენი პროექტები იქმნება იქ, სადაც არქიტექტურა, ეკომეგობრული გარემო და ინოვაცია ერთმანეთს ერწყმის პერსპექტიული, ნათელი მომავლის შესაქმნელად. ჩვენ გვჯერა საზღვრების გადალახვისა და ახალი ჰორიზონტების შესწავლის.

დღეს სოლუმ დეველოპმენტი მომხმარებელს 10 დასრულებულ და 2 მიმდინარე პროექტს სთავაზობს. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა რამდენიმე ფაქტორითაა წარმოდგენილი: განსაკუთრებული ლოკაციები, ხელმისაწვდომი ფასები და ახალი ურბანული განაშენიანებისა და ინფრასტრუქტურის შექმნა თბილისსა და მის შემოგარენში. ჩვენი მოგზაურობა ამ სფეროში დაიწყო მარტივი იდეით- ყველასთვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი საცხოვრებელი.

კომპანია სოლუმ დეველოპმენტის დამფუძნებლები დასავლური განათლების, სამშენებლო და საბანკო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები არიან, სამშენებლო და დეველოპერული მიმართულებით წარმატებული განვითარების ისტორიით. ჩვენთან ერთად ვითარდებოდა ქართული სამშენებლო ბაზარი. ვაკვირდებოდით და ვსწავლობდით მომხმარებელთა ქცევას. სწორედ მრავალწლიანმა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ მომხმარებლის კომფორტი და უსაფრთხოება ჩვენი ინდუსტრიის მთავარი ღირებულებაა.

ადამიანების მოთხოვნილებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით ზედმიწევნით ვამუშავებთ ჩვენი პროექტების თითოეულ ასპექტს, ვაახლებთ ყველა საკანონმდებლო რეგულაციასა და სამშენებლო სტანდარტს. ზედმიწევნით დაგეგმილი დიზაინიდან დაწყებული, უსაფრთხოების მკაცრი პროტოკოლის დაცვით დამთავრებული, ჩვენ უპირატესობას ყველაზე მეტად მომხმარებლის კეთილდღეობას ვანიჭებთ. თქვენი ნდობა ჩვენი მთავარი აქტივია და გვაქვს პატივი, გავამართლოთ იგი ყოველ ნაბიჯზე.

მადლობა, რომ უძრავი ქონების შერჩევისას, შედარების პროცესში, პრიორიტეტად განიხილავთ სოლუმს. ჩვენი გუნდი მზად არის რომ ყველა მომხმარებელს მიუდგეს ინდივიდუალურად. მოუთმენლად ველით ვიყოთ თქვენი მეგზური ბინის შერჩევასა და საინტერესო მოგზაურობის დაწყებაში.

ჩვენი

ჩვენი

მისია

ჩვენი მთავარი მამოძრავებელია ხელმისაწვდომობა, მდგრადობა და ინოვაციურობა. ვქმნით სამშენებლო სტანდარტებს, სადაც არქიტექტურა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და დახვეწილი დიზაინი ერთმანეთს ემთხვევა ნათელი მომავლის ასაშენებლად.

მიზანი

ჩვენი მიზანია განვაგრძოთ განსაკუთრებული პროექტების შექმნა, რომლებიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს, არამედ აღემატება მომხმარებლების მოლოდინებს. მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით მიზნად ვისახავთ გავაფართოვოთ პროექტების პორტფელი, შევინარჩუნოთ ბაზარზე სანდოობა და გემსახუროთ, როგორც სანდო მეგზური თქვენი იდეალური სახლის პოვნისკენ.

ღირებულება

ჩვენი მთავარი ღირებულებაა მომხმარებლებს მივაწოდოთ ხელმისაწვდომი პროექტები, რომლებიც აკმაყოფილებს ინდუსტრიის სტანდარტებს და უზრუნველყოფს თქვენს კომფორტსა და უსაფრთხოებას.