 |
Lemons Group-ნოვატორი კომპანია მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან ფუნქციონირებს. ადგილი, სადაც მომხმარებლებსა და მათი ბიზნესის წარმატებაზე, ცნობადობაზე, განვითარებასა და წინსვლაზე ფიქრობენ, მსჯელობენ და ზრუნავენ: მარკეტოლოგები და პიარმენეჯერები, მაღალკვალიფიციური დეველოპერები, პროგრამისტები, დიზაინერები, კვლევისა და ანალიტიკის სპეციალისტები. |
 |
პროკრედიტ ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრი – საქართველოში 1999 წლიდან თანამშრომლობს ადამიანებთან და ბიზნესებთან, რომლებიც მომავალზე ფიქრობენ. ევროპული გამოცდილება, გამჭვირვალე პირობები და გარემოზე პასუხისმგებელი მიდგომა პროკრედიტს აქცევს სანდო ფინანსურ პარტნიორად მათთვის, ვინც განვითარებას და გრძელვადიან წარმატებას ირჩევს. |
 |
თიბისი ბანკი საქართველოს საბანკო სექტორის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ისტორია 1992 წლიდან იწყება. წლების განმავლობაში ბანკი მუდმივად ვითარდება და მომხმარებლებს თანამედროვე, მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ სერვისებს სთავაზობს.ინოვაციები, თანამედროვე ტექნოლოგიები და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა თიბისი ბანკის მთავარი მიმართულებებია, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო მარტივ, სწრაფ და კომფორტულს ხდის.
|