დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ ოცნების ბინას💙
ქალაქი ქალაქში: გლდანი, როგორც უძრავი ქონების საინვესტიციო ჰაბი
10.02.2025

ქალაქი ქალაქში: გლდანი, როგორც უძრავი ქონების საინვესტიციო ჰაბი

თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე გლდანი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და განვითარებადი უბანია. მისი უნიკალური დაგეგმარება, გამართული ინფრასტრუქტურა და მზარდი მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, მას საინვესტიციო თვალსაზრისით განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.

გლდანის ისტორიული ტრანსფორმაცია

გლდანის ისტორია 1968 წელს იწყება, როდესაც თბილისის კომუნისტურმა ხელისუფლებამ არქიტექტორ თემურ ბოჭორიშვილს უბნის პროექტის შექმნა დაავალა. 1969 წელს, მოსკოვის თანხმობის შემდეგ, დაიწყო მშენებლობა, ხოლო 1971 წლიდან პირველი მცხოვრებლების ჩასახლება. თავდაპირველად, გლდანი ერთ-ერთ „საძილე რაიონად“ მოიაზრებოდა, თუმცა მისი უნიკალური დაგეგმარება - ცენტრალური საზოგადოებრივი ხაზი და მასზე ორიენტირებული მიკრორაიონები - უბანს ფუნქციურ და თანამედროვე საცხოვრებელ გარემოდ აქცევდა.

ისტორიულ წყაროებში გლდანი პირველად ბასილი ეზოსმოძღვრის ჩანაწერებში გვხვდება, ხოლო 1975-76 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გაირკვა, რომ ეს ტერიტორია უძველესი პერიოდიდანვე დასახლებული იყო. დღეს კი გლდანი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ურბანიზებული რაიონია, სადაც 180,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ბოლო ათწლეულში გლდანმა არნახული ტრანსფორმაცია განიცადა. მასიური განაშენიანების შედეგად, აქ გაჩნდა თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები, საჯარო დაწესებულებები და რეკრეაციული ზონები. ამასთან, გლდანის რაიონს ორი მეტროსადგური ემსახურება - „ახმეტელი“ და „სარაჯიშვილი“, რაც კიდევ უფრო ზრდის მის მიმზიდველობას.

მშენებარე გლდანი, 1980 წელი.

უბანში ფუნქციონირებს 25-ზე მეტი საჯარო სკოლა, თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი (სანდრო ახმეტელის თეატრი), გლდანის პარკი და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები კი დღესაც გრძელდება - გამგეობის პრიორიტეტებს შორისაა გზებისა და საკანალიზაციო სისტემების განახლება, სკვერებისა და მწვანე ზონების რეაბილიტაცია.

უძრავი ქონების ბაზარზე გლდანი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უბანია. ბოლო წლებში აქ ბინების ფასები სწრაფად იზრდება და უკვე უახლოვდება ქალაქის ცენტრალურ უბნებს. ამის მიზეზია უბნის მზარდი პოპულარობა, გამართული ინფრასტრუქტურა და ახალი საცხოვრებელი პროექტები.

გლდანი მიმზიდველია როგორც ადგილობრივი მყიდველებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის, რომელთაც სურთ მომგებიანი ქონების შეძენა. მოთხოვნა ახალი საცხოვრებელი კომპლექსებისადმი მაღალია, რაც ბინების გაქირავების ბაზარსაც მეტად აძლიერებს. შესაბამისად, გლდანში ინვესტირება პერსპექტიული და სტაბილური სარგებლის მომტანია.

გლდანი დღეს თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული უბანია. მისი ურბანული განვითარება, მაღალი საინვესტიციო პოტენციალი და მზარდი მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, მას როგორც დეველოპერებისთვის, ისე მყიდველებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციად აქცევს.

სამშენებლო კომპანია "სოლუმ დეველოპმენტი" გთავაზობთ ახალ პროექტს გლდანის V მ/რ-ში, ახმეტელის მეტროდან 10 წუთში. პროექტი ერთი 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება, მინიმალური ფართი 42 კვ.მ.-დან იწყება. კორპუსი აღჭურვილი იქნება 41-ე დადგენილების შესაბამისად, თანამედროვე სამშენებლო მასალებითა და თბოიზოლაციის საშუალებებით, რომელიც 20%-ით ამცირებს გათბობა-გაგრილებაზე გასაწევ გაზისა და ელ. ენერგიის დანახარჯებს. კორპუსის გარშემო გამართული ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ, საზ. ტრანსპორტის გაჩერება, გლდანის საფეხბურთო ცენტრი და სავაჭრო ობიექტები.