რატომ იზრდება გარეუბნები თბილისში?
თბილისში გარეუბნების ზრდა და იმ ტერიტორიებს განვითარება, სადაც ბინების ყიდვა განსაკუთრებით პოპულარულია, სხვადასხვა ფაქტორებით არის განპირობებული: საცხოვრებელი ფასების ზრდა ქალაქის ცენტრში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და ადამიანების მიერ უფრო დიდ სივრცეზე მოთხოვნა. ამ მიზეზებმა გამოიწვია თბილისში გარეუბნების ზრდა და მათზე მოთხოვნის მუდმივი მატება. ერთდროს ნაკლებად სასურველი უბნები დღეს ლიდერობენ გაყიდვებში. მოთხოვნის პარალელურად იზრდება ფასებიც, ეს ჩანს სტატისტიკაშიც, გასულ წელს გარეუბნებში ბინის ფასი დაახლოებით 10%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც ცენტრში ზრდა გაცილებით მცირე იყო.
- საცხოვრებელის ფასების ზრდა თბილისში
თბილისში, ცენტრში, საცხოვრებელი ფართების ფასები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს გამოწვეულია გაზრდილი მოთხოვნით და მიწის შეზღუდული რესურსებით. გარეუბნები ხშირად გთავაზობთ უფრო დაბალ ფასებს და მეტ სივრცეს.
- ტრანსპორტის გაუმჯობესება
თბილისის გარეუბნებში გადასვლა უფრო კომფორტული გახდა ტრანსპორტის საშუალებების გაუმჯობესების შედეგად. ახალი მარშრუტების, ავტობუსებისა და მეტროს ხაზების განვითარებამ ქალაქის ცენტრთან კავშირი გაადვილა. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს გადაადგილებას და იწვევს მოთხოვნის ზრდას გარეუბნებში.
- ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
თბილისის გარეუბნებში ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათ პოპულარობაში. ბოლო წლების განმავლობაში, დიდი ინვესტიციები განახორციელდა სატრანსპორტო ქსელების, სკოლების, სუპერმარკეტების, რეკრეაციული პარკების და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარებაში. ამის შედეგად, გარეუბნები უფრო მომხიბვლელი და კომფორტული ადგილები გახდა საცხოვრებლად.
- უკეთესი და მშვიდი გარემო
თბილისის ცენტრი ხშირად ხმაურიანია, ხალხით სავსეა და საცობებით არის დატვირთული. ამ დროს გარეუბნებში ცხოვრება ბევრად უფრო მშვიდი და კომფორტულია. ოჯახები, განსაკუთრებით პატარა ბავშვებით, ხშირად არჩევენ გარეუბნებში ცხოვრებას რადგან აქ ბავშვებს აქვთ მეტი შესაძლებლობა თავისუფალი დროის უსაფრთხო გარემოში გატარებისთვის.
თბილისის მოსახლეობა 1.3 მილიონს აღწევს (საქართველოს მოსახლეობის თითქმის 35%) და ყოველდღიურად მატულობს, რაც განსაკუთრებით გარეუბნების ხარჯზე ხდება. სტუდენტები, შრომითი მიგრანტები თუ რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები საცხოვრებლად გარეუბნებს ირჩევენ (თბილისის მოსახლეობის ნახევარზე მეტი გარეუბნებშია თავმოყრილი). ინვესტორებისთვის ეს მესიჯია, რათა მეტად მიმართონ ძალები ამ ლოკაციებისკენ. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული დასახლებების განვითარება ჯერ არ დასრულებულა და ყველაფერი წინაა.