ახალი პროექტი, ახალი შესაძლებლობები - სოლუმი გლდანში
26.12.2024

ახალი პროექტი, ახალი შესაძლებლობები - სოლუმი გლდანში

საქართველოში ურბანიზაცია სწრაფი ტემპებით გრძელდება, დედაქალაქში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ბინა იყიდება. გაყიდვების განსაკუთრებული ზრდა - გარეუბნებზე მოდის. მოთხოვნის პარალელურად, სტაბილურად იზრდება ფასებიც. ერთდროს ნაკლებად პოპულარული გარეუბანი, თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში - გლდანი, დღეს დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბნებს შორისაა. ეს ფაქტი გასაკვირი სულაც არაა, უკანასკნელ წლებში უბანი მეტად განვითარდა და პრაქტიკულად ქალაქი-ქალაქში ტიპის ურბანულ დასახლებად იქცა.

10 მიკრორაიონისგან (I-VIII, A და IIIa მ/რ) შემდგარი გლდანის მოსახლეობა 100,000-ს აჭარბებს, ხოლო რაიონის მოსახლეობა 200,000-ს უტოლდება. უბანს კენტ და ლუწ მიკრორაიონებად ყოფს 2.5 კილომეტრიანი საზოგადოებრივი ზოლი, რომელშიც განთავსებულია მთავარი ინფრასტრუქტურული ობიექტები. განაშენიანდა გასული საუკუნის 70-80-იან წლებში. ამბიციური პროექტი 1968 წელს არქიტექტორმა თემურ ბოჭორიშვილმა მოამზადა. წარსულში ამ ტიპის დასახლებებს "საძილე რაიონებად" მოიხსენიბდნენ, რადგან მიიჩნეოდა რომ სტანდარტულ კორპუსებში ადამიანები მხოლოდ ღამით - ძილისთვის ბრუნდებოდენ. მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და გლდანმაც ახალი სიცოცხლე შეიძინა - ის პრაქტიკულად ქალქია-ქალაქში.

gldani district

ახმეტელის თეატრი და მისი სახელობის მეტროსადგური უბნის ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ცენტრია. მოქალაქეები ბინის შეძენას სწორედ მის სიახლოვეს ირჩევენ, განსაკუთრებით კი ე.წ. კენტ მიკრორაიონებში.

სამშენებლო კომპანია "სოლუმ დეველოპმენტი" გთავაზობთ ახალ პროექტს გლდანის V მ/რ-ში, ახმეტელის მეტროდან 10 წუთში. პროექტი ერთი 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება, მინიმალური ფართი 42 კვ.მ.-დან იწყება. კორპუსი აღჭურვილი იქნება 41-ე დადგენილების შესაბამისად, თანამედროვე სამშენებლო მასალებითა და თბოიზოლაციის საშუალებებით, რომელიც 20%-ით ამცირებს გათბობა-გაგრილებაზე გასაწევ გაზისა და ელ. ენერგიის დანახარჯებს. კორპუსის გარშემო გამართული ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ, საზ. ტრანსპორტის გაჩერება, გლდანის საფეხბურთო ცენტრი და სავაჭრო ობიექტები.