თბილისის ურბანული სახე
04.06.2024

თბილისის ურბანული სახე

თბილისი ურბანულად ყველაზე მჭიდრო ადგილია საქართველოში. უახლესი მონაცემებით დედაქალაქში 1.2 მლნ.-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 33%-ს შეადგენს. თბილისის ურბანული ფორმა საკამოდ უცნაურია - მდინარის გასწვრივ, გრძივადაა განლაგებული. 

თბილისი, ამავე სახელწოდების ქვაბულში მდებარეობს, როგორც ცალკე ტერიტორიული ერთეული. თბილისის რელიეფი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მისი ისტორია. დედაქალაქი 2014 წლიდან ოფიციალურად 10 ადმინისტრაციულ ერთეულად, რაიონად იყოფა:

  • მთაწმინდა;
  • ვაკე;
  • საბურთალო;
  • კრწანისი;
  • ისანი;
  • სამგორი;
  • ჩუღურეთი;
  • დიდუბე;
  • ნაძალადევი;
  • გლდანი.

თბილისის მასობრივი განაშენიანება და ახალი უბნებისა წარმოქმნა გასულ საუკუნეში, საბჭოთა პერიოდს უკავშირდება. 1950-იანი წლების მეორე ნახევარში ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა კომუნალურ სახლებში ცხოვრობდა, რამაც უბიძგა ხელისუფლებას მასობრივი სოციალური საცხოვრისების მშენებლობის პროგრამა დაეწყო. ამ პერიოდში ჩნდება ქალაქში ე.წ. "ხრუშჩოვკები", რომელიც გამოხატავდა საბჭოთა ურბანული ესთეტიკას იყო ცივი და სტანდარტული.

თბილისის ისტორიაში ყველაზე მეტი შენობა 1971-1980 წლებს შორის აშენდა. საქართველოს ერთადერთი მეტროპოლიტენი თბილისში 1950-იანი წლებიდან შენდებოდა და ამოქმედდა 1966 წელს. 

1990-იან წლებში საბჭოთა დროს აშენებული შენობები თვითნებურმა მიშენებებმა მოიცვა, რამაც თბილისის იერსახე დაამახინჯა. ბოლო 20 წელია დედაქალაქში აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ახალი ტიპის მონოლითური კორპუსებისა და კომპლექსების სახით. სამშენებლო სექტორის სწრაფმა ზრდამ გააჩინა საჭიროება სათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს გაჩენის, რასაც 2015 წელს 41-ე დადგენილების მიღება მოჰყვა. ამ დადგენილებიდან გამომდინარე დღეს მშენებლობები მკაცრად კონტროლდება.

საქართველოსთვის დამახასიათებელი სწრაფი ურბანიზაციის პროცესი დედაქალაქის გარეუბნების განვითარებას უწყობს ხელს. ახალ მშენებლობებს შეხვდებით ავჭალასა და ფონიჭალაში. ავჭალა თბილისს 1939 წელს შემოუერთდა. დასახლებაში ჩამოყალიბდა სამრეწველო ობიექტები. დღეს ამ უბანში მცხოვრებთა რიცხი 10,000-ს აჭარბებს. მოსახლობისთვის ზედმეტი სირთულის გარეშეა შესაძლებელი სწრაფად აღმოჩნდნენ, მეტროსადგურ სარაჯიშვილთან და ქალაქის ცენტრს დაუკავშირდენ. ფონიჭალა თბილისი-რუსთავისა და ერევნისკენ მიმავალი გზის საკვანძო ნაწილში მდებარეობს. 1980-იან წლებში იყო ხედვა აქ ახალი მასივის შექმნისა, რომელიც 18 ათას ადამიანზე უნდა ყოფილიყო გათვლილი. აშენდა საცხოვრებელი კორპუსები, ეს პროცესი დღესაც გრძელდება. სწრაფად მზარდი ქალაქის ხმაურისგან თავდაცვის კარგ საშუალებად სწორედ ეს უბანი იქცა, თავის მშვიდი ატმოსფეროთინ.