შენი მყუდრო და კომფორტული საცხოვრებელი
14.05.2024

შენი მყუდრო და კომფორტული საცხოვრებელი

თბი­ლის­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში შე­იმ­ჩნე­ვა ტენ­დენ­ცია, რომ უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე მო­თხოვ­ნა ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბი­დან გა­რე­უბ­ნებ­ზე გა­და­დის ცენ­ტრის ზედ­მე­ტად გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბის გამო. თუ კარ­გად და­ფიქ­რდე­ბით, გა­რე­უ­ბან­ში ბი­ნის ყიდ­ვა მარ­თლაც გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ყველა ვთანმხდებით, რომ ქალაქის ყოველდღიურობის თანმდევი მოვლენების, როგორიცაა: საცობი, ხმაური, გაუთავებელი მშენებლობა - თავიდან აცილების მიზნით ვეძებთ მშვიდ, წყნარ ადგილს, სადაც თავს თავისუფლად და ბედნიერად ვიგრძნობთ.

დღეს რეკრეაციული სივრცეების გაჩენითა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებით თბილისში მთელი რიგი უბნების პრესტიჟულობა შეიცვალა. ყველასთვის მნიშვნელოვანია სახლი, რომელიც სიმშვიდით და სასიამოვნო ატმოსფეროთი გამოირჩევა, სადაც დღის ბოლოს დაისვენებთ და თავს ნეგატიური გავლენისგან მაქსიმალურად დაცულად იგრძნობთ.

სწორედ ამიტომ, “სოლუმ დეველოპმენტი" ავჭალაში თქვენთვის ქმნის საცხოვრებელ სივრცეს, რომელიც სრულად მორგებულია მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებაზე და გთავაზობთ:

  • 3869 კვ.მ ფართობზე შექმნილ საცხოვრებელ კომპლექსს,  რომელიც მოიცავს 3 კორპუსს
    (A, B და C ბლოკი);
  • 6103.8 კვ.მ საცხოვრებელ და კომერციული ფართს;
  • პროექტში განთავსებულ სავაჭრო და კომერციულ ფართებს, ასევე 79 საცხოვრებელ ბინასა და 37 ავტოფარეხს; 
  • კორპუსის მიმდებარედ გენერალური გეგმის და დენდროპროექტის მიხედვით მოწყობილ სივრცეს ბავშვებისთვის;
  • ეზოს ტერიტორიაზე განთავსებულ განათებას, მოსასვენებელ სკამებს, ნაგვის ურნებსა და მცენარეებს;
  • მაქსიმალურად დაცულ უსაფრთხოების სტანდარტებს;
  • მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით შექმნილ საცხოვრებელ კომპლექსს.

ჩვენი პროექტი აკმაყოფილებს ინდუსტრიის სტანდარტებს და უზრუნველყოფს თქვენს კომფორტსა და უსაფრთხოებას. სამშენებლო პროცესი შრომის უსაფრთხოებისა და სამშენებლო სტანდარტების მოთხოვნების სრული დაცვით ხორციელდება. სამშენებლო პროცესი და გაყიდვები 2022 ივნისში დაიწყო, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის სრული დაცვით ხორციელდება და სამივე ბლოკის მშენებლობა 2024 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.

უძრავი ქონების ბაზრის ზომა და ფასები

2023 წლიდან 2024 წლის აპრილამდე ''გალტ & თაგარტი''-ს საინვესტიციო კვლევების მონაცემებით, თბილისში 49 452 ბინა გაიყიდა, რაც 2022 ბინების რაოდენობას 8%-ით ჩამორჩება. უძრავი ქონების ფასი კი ამ პერიოდში იზრდებოდა, რაც გამოწვეული იყო მშენებლობის გაზრდილი ხარჯებით და მიგრანტების მხრიდან მოთხოვნით, თუმცა ეს ორივე მაჩვენებელი ამ ეტაპზე დასტაბილურებულია. თბილისში გასაყიდი ბინის მინიმალური ფასი 2023 წელს 2412 ლარამდე დაფიქსირდა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის ბოლოსთვის 1608 ლარი იყო.

ავჭალის პროექტში მშენებლობის საწყის ეტაპზე კვადრატული მეტრის ღირებულება - 1742 ლარს შეადგენდა. პროექტის ფაზის ცვლილებასთან ერთად კვადრატული მეტრის ღირებულება სამ ეტაპად გაიზარდა:

  • კორპუსის ბინების ჯამური რაოდენობის გაყიდვების ან/და მშენებლობის პროცესის 20%-ის დასრულების შემდეგ ფასმა მოიმატა 5% -ით, გახდა - 1822 ლარი;
  • 50%-ის გაყიდვა/აშენებისას 10%-ით, გახდა - 1929 ლარი;  
  • ხოლო 80%-ის გაყიდვა/აშენებისას 12% -ით, რაც შედაგენს - 2090 ლარს.

„სოლუმ დეველოპმენტისთვის“ მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის უსაფრთხოება და კომფორტი. ჩვენი მიზანია განვაგრძოთ განსაკუთრებული პროექტების შექმნა, რომლებიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს, არამედ აღემატება თქვენ მოლოდინებს. მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით მიზნად ვისახავთ გავაფართოვოთ პროექტების პორტფელი, შევინარჩუნოთ ბაზარზე სანდოობა და გემსახუროთ, როგორც სანდო მეგზური თქვენი იდეალური სახლის პოვნისკენ. მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით დღეს ჩვენ უპირატესობად იქცა:

  • მომხმარებელთან ჯანსაღი ურთიერთობა;
  • მშენებლობის რეგულაციისა და სტანდარტების დაცვა;
  • ბუნებასთან სიახლოვე;
  • გადახდის მოქნილი გრაფიკი;
  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • ინფრასტრუქტურა.

პროექტის გაყიდვები პროცესი დასრულებულია, სოლუმ დეველოპმენტის საცხოვრებელი კომპლექსი ავჭალაში შეიქმნა შენთვის.