დაგვიტოვე ნომერი 🚀
ნდობა, რომელიც ციფრებში გამოიხატება - მშენებლობის 60% უკვე დასრულებულია და ბინების 97% გაყიდული
ხშირად ამბობენ, რომ ციფრები ყველაზე კარგად ყვებიან ისტორიას. ჩვენი გლდანის პროექტის ისტორია კი ასეთია - კორპუსი ჯერ ბოლომდე არ აშენებულა, მაგრამ თავისუფალი ბინები თითქმის აღარ დარჩა. როგორ ხდება ეს? რატომ იღებს ასობით ოჯახი გადაწყვეტილებას მაშინ, როცა მშენებლობა ჯერ კიდევ პროცესშია? მოდით, პირდაპირ ვთქვათ - ამას რეპუტაცია და დასტურებული ნდობა ჰქვია.
სამშენებლო სამუშაოების 60%-ის დასრულება ნიშნავს, რომ ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო ეტაპი უკვე დასრულებულია. კორპუსი უკვე დგას, მისი მასშტაბი ხილულია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი თვალით ნახოს ის ხარისხი, რომელსაც ვპირდებოდით.

საქართველოში უძრავი ქონების შეძენა ხშირად დიდ რისკთან და ნერვიულობასთან ასოცირდება, სწორედ ამიტომ, ამ პროცესში გადამწყვეტ როლს კომპანიის სახელი თამაშობს. გლდანის პროექტში ბინების 97%-ის გაყიდვა ჩვენთვის მხოლოდ სტატისტიკა არ არის - ეს იმის აღიარებაა, რომ ჩვენი სიტყვა ბეტონზე მყარი აღმოჩნდა. ჩვენ ზუსტად იმას ვაშენებთ, რასაც თავიდანვე ვამბობდით, სადაც ხარისხი არასდროს ყოფილა კომპრომისის საგანი. ენერგოეფექტურობა თუ გამოყენებული მასალები ზუსტად პასუხობს იმ სტანდარტებს, რაც პროექტის დასაწყისშივე დავაანონსეთ. საბოლოოდ, სწორედ ეს აძლევს მომხმარებელს იმ სიმშვიდეს, რომელიც დღეს ასეთი დეფიციტურია - მათ იციან, რომ მათ ინვესტიციასა და მომავალ სახლს გამოცდილი პროფესიონალები პატრონობენ.
რატომ გაიყიდა ბინები ასე სწრაფად?
სინამდვილეში, ფორმულა მარტივია - ადამიანებს დღეს ყველაზე მეტად სიმშვიდე და გარანტია სჭირდებათ. როდესაც ხედავ, რომ შენი მომავალი მეზობლების 97%-მა უკვე გააკეთა არჩევანი, ეს საუკეთესო დასტურია იმისა, ჩვენი მიზანი არა უბრალოდ მშენებლობა, არამედ საიმედო გარემოს შექმნაა. ჩვენთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ გაყიდული კვადრატული მეტრები არ არის - ეს ასობით ოჯახის ნდობაა, რაც ყოველდღიურად გვაძლევს მოტივაციას, რომ თითოეული დაპირება ბოლომდე და ხარისხიანად შევასრულოთ.
თუ თქვენთვის პრიორიტეტი საიმედო საცხოვრებელი გარემოა, ახლა სწორედ ის დროა, როცა მოქმედება აუცილებელია - დარჩენილია მხოლოდ 2 ბინა. ეს არის ბოლო შესაძლებლობა მათთვის, ვისაც უნდა ცხოვრება იქ, სადაც მშენებლობის ხარისხი და დეველოპერის პასუხისმგებლობა ერთმანეთს ემთხვევა.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. კორპუსი მალე დასრულდება, მაგრამ ის ურთიერთობა, რომელიც ამ მშენებლობის პროცესში თქვენთან ერთად ავაშენეთ, ჩვენი კომპანიის მთავარი აქტივი დარჩება.

