დაგვიტოვე ნომერი
🚀 დაგვიტოვე ნომერი, აქ ოცნებები ხდება 🥰 ჩვენ დაგეხმარებით არჩევანის გაკეთებაში 💙
ეფექტური ფერები თქვენი ბინის ინტერიერისთვის
06.07.2022

ეფექტური ფერები თქვენი ბინის ინტერიერისთვის

შავი და თეთრი

შავი და თეთრი – კლასიკური ფერებია, რომელიც ყოველთვის იყო არის და იქნება აქტუალური. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მათ სინთეზზეც – მაგალითად  თეთრი ავეჯი და კედლები და  შავი იატაკი. მუქი და ღია ფერები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. თეთრი კედლები, ბუნებრივი სინათლე და მშვენიერი ფონი ნებისმიერი ტიპის ავეჯისა და დეკორისთვის. მუქი იატაკი და შავი დეტალები კი ინტერიერს ძალიან დახვეწილს გახდის. 

ნეიტრალური ფერი- მკვეთრი აქცენტებით

მთელი ბინის ნეიტრალურ ფერებში მართლაც მოსაწყენი იქნება, თუმცა მკვეთრი აქცენტები ინტერიერში ძლიერ ხასიათს ქმნიან , ხაზს უსვამენ საინტერესო დეტალებს და სივრცეს მეტ სიღრმეს სძენს.  

ცისფერი და ყავისფერი

ამ ფერთა სინთეზი ქმნის ჰარმონიულ და მდიდრულ ინტერიერს. შოკოლადის და ყავისფერის თბილი ტონები ათბობს და ამდიდრებს ერთი შეხედვით ცივ ცისფერს. ინტერიერის ჩაბნელების თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ მოცემული ფერების ღია ტონები, კრემისფერი და ღია ცისფერი ძალიან კარგ კომბინაციას ქმნის.

კრემისფერი ტონალობა

ოთახისთვის სრულყოფილი ნეიტრალური ფერის პოვნა არც ისე მარტივია, რადგან ფერის არჩევისას უამრავი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო- რა ზომისაა ოთახი, რამდენი ბუნებრივი სინათლე არის იქ, როგორია ხელოვნური განათება, რა ფერის ავეჯია და სხვა. მაგრამ თუ თქვენ არჩევანს კრემის ფერზე შეაჩერებთ ნამდვილად არ ინანებთ, რადგან  ეს ფერი ინტერიერის დიზაინერების მიერ კლასიკად არის აღიარებული და ამიტომაც ამ ფერის ინტერიერი ყოველთვის აქტუალური, ლამაზი და დახვეწილი იქნება.