როგორ შევიძინოთ ბინა საქართველოში დისტანციურად? - რჩევები ემიგრანტებს
27.01.2025

როგორ შევიძინოთ ბინა საქართველოში დისტანციურად? - რჩევები ემიგრანტებს

საქართველოში ბინის ყიდვა ემიგრანტებისთვის შეიძლება გარკვეულ გამოწვევებს წარმოადგენს, რადგან ისინი არ იმყოფებიან ქვეყანაში და მათ წინაშე იურიდიული, ფინანსური და სხვა სახის გამოწვევები დგება.

ბინის შეძენა, დისტანციურად, სულ რამდენიმე წლის წინ, წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, თუმცა ეს ხდება, თანაც საკმაოდ ხშირად.

ემიგრანტებმა კარგად იციან, რომ უძრავ ქონებაში ინვესტირება მომგებიანი, თუმცა რთული გადაწყვეტილებაა. ყველაზე რთული ეტაპი ალბათ უშუალოდ ბინის ყიდვისას იწყება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რომლის დროსაც ყველა წვრილმან დეტალსაც კი გათვალისწინება სჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ იმყოფებით.

რა უნდა გაითვალისწინო ბინის ყიდვისას?

  • უნდა ვიცოდეთ, რა გამოცდილება აქვს სამშენებლო კომპანიას;
  • აქვს თუ არა დასრულებული ან მიმდინარე პროექტები, რათა შევაფასოთ ხარისხი;
  • რა გამოცდილება აქვს გუნდს, რომელიც პროექტებზე მუშაობს;
  • რა მდგომარეობით ბარდება ბინა - შავი, თეთრი თუ მწვანე კარკასი;
  • გადახდის რა ფორმითა და პირობებით სარგებლობა შეგვიძლია.

"სოლუმის" მიმდინარე პროექტი გლდანის V მ/რ-ში

გარდა იმისა, რომ ბინის ყიდვა ემიგრანტებისთვის შეიძლება რთული პროცესი იყოს, საქართველოში არსებული საბანკო სისტემა და სამართლებრივი ბაზა საკმაოდ მოქნილია, რაც ემიგრანტებს დაეხმარებათ საკუთარი უძრავი ქონების შეძენაში.

როგორც წესი ემიგრანტები უპირატესობას ანიჭებენ მშენებარე პროექტებს, რადგან არ ეჩქარებათ ბინაში გადასვლა. ამ გზით ისინი ზოგავენ თანხებს და აკეთებენ გონივრულ ინვესტიციას. 

კომპანია "სოლუმ დეველოპმენტი" გაძლევთ შესაძლებლობას, დისტანციურად, ონლაინ ჩართვის მეშვეობით გაისაუბროთ გაყიდვების მენეჯერთან და ყველა კითხვაზე მიიღოთ ამომწურავი პასუხი. ნუ შეგაშინებს ინვესტირება შენს კეთილდღეობაში! დაათვალიერე პროექტები საიტზე და ჩანიშნე შეხვედრა სოლუმის გაყიდვების მენეჯერთან!