დაგვიტოვე ნომერი
🚀 დაგვიტოვე ნომერი, აქ ოცნებები ხდება 🥰 ჩვენ დაგეხმარებით არჩევანის გაკეთებაში 💙
საშხაპე აბაზანის ნაცვლად
10.08.2022

საშხაპე აბაზანის ნაცვლად

პატარა ზომის სააბაზანო ოთახის მოწყობის დროს კარგად დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა აბაზანა? თუ მის გარეშეც შეგიძლიათ, მაშინ მის ალტერნატივად კუთხის საშხაპე გამოგადგებათ, ის ძალიან ეფექტურადაც გამოიყურება და თნ მოსახერხებელიცაა. 

ასევე თუ ვერ ამბობთ უარს აბაზანაზე შეგიძლიათ მისი საშხაპესთან გაერთიანებაც შეგიძლიათ. დღეს ბაზარზე თქვენ უამრავი ფორმის და ზომის სააბაზანოს შერჩევა შეგიძლიათ, რაც ინტერიერის მოწყობისას დამატებით შესაძლებლობებს გაძლევთ. 

აბაზანა

დასაკიდი უნიტაზი

არასტანდარტულ და ვიწრო ოთახებში კედელზე ჩამოკიდებული ან ჩამონტაჟებული ტუალეტი ბევრად უფრო მცირეა ადგილს იკავებს. 

მიუხედავად იმისა, რომ დასაკიდი უნიტაზი ბევრად ეფექტურად გამოიყურება და ადგილის მხრივაც შედარებით მოხერხებულია, გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ ჩვენს რეალობაში შედარებით პრობლემატურია. უნდა შეარჩიოთ პროფესიონალი ხელოსნები, რომლებიც მათზე დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად შეასრულებენ და საქმეს ხარისხიანად გაგიკეთებენ, მოგცემენ გარანტიას, რომ სამომავლოდ პრობლემები არ შეგექმნებათ.  

აბაზანა

განათება

როგორც წესი, სააბაზანოში ერთი ცენტრალური ნათურა გვაქვს, მაგრამ ხშირად ეს საკმარისი არ არის, რადგან ასეთ განათებაზე რთულია წვერის გაპარსვა, მაკიაჟის გაკეთება და ხანდახან ელემენტარულად სარკეში თავის სრულყოფილად დათვალიერებაც კი. ამ პრობელემების თავიდან ასაცილებლად კარგია ტი აბაზანაში სინათლის რამდენიმე წყარო გექნებათ.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ცივ და თბილ ფერებს- ყველაზე სადა, ცივი ეფექტის მქონე სააბაზანოშიც კი შეგვიძლია შევქმნათ განსაკუთრებულად თბილი გარემო, თუ პერიმეტრის მთელ გაყოლებაზე თბილ LED განათებებს ჩავმალავთ.