

როგორ შევარჩიოთ საწოლი სწორად?
ბინაში კომფორტისა და მყუდრო გარემოს შექმნა დიდწილად სწორად შერჩეულ ავეჯზეა დამოკიდებული. ბინაში განსაკუთრებით საყურადღებო საძინებელი ოთახის სივრცეა, რადგან სწორედ აქ უნდა დავისვენოთ და აღვიდგინოთ ძალები დამღლელი დღის შემდეგ.
ძილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ეხმარება ორგანიზმს ძალების აღდგენაში, ტვინს ნორმალურ ფუნქციონირებაში და ორგანიზმს რელაქსაციაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანი სიამოვნებით იძინებდეს და იღვიძებდეს. კარგ ძილში კი სწორად შერჩეული საწოლი უნდა დაგეხმაროთ.
როგორ უნდა შეარჩიოთ საწოლი, რომ ძილი მაქსიმალურად კომფორტული გახდეს, რაც აუცილებლად აისახება ჩვენ მომდევნო დღის განწყობაზე და პროდუქტიულობაზე - კარგად გამოძინებული ადამიანი ხომ ყოველთვის ენერგიული და ბედნიერია.
საწოლის მასალა
ავეჯისთვის საუკეთესო მასალად ნატურალური ხე მიიჩნევა. ავეჯის წარმოებაში, ძირითადად, იყენებენ მუხის, წიფელას, იფანის, კაკლის ხის მერქანს. მყარი ავეჯი, რომელიც ტექნოლოგიების სრული დაცვით არის დამზადებული, დიდხანს არ მოითხოვს გარემონტებას და ნახევარი საუკუნე მაინც მოგემსახურებათ.
საწოლის ზომა
შერჩევის დროს უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ საწოლის კარკასის ზომა, არამედ საწოლის ყველა თავისებურება.
თუ გსურთ მასიური საწოლის შეძენა მასიური თავით, მაშინ დაახლოებით 190 სმ მხოლოდ მატრასის სიგანე იქნება. ასეთ საწოლს საძინებლის დაახლოებით 220 სმ დასჭირდება. ეს ფაქტორი განსაკუთრებით იმ შემთხვევაშია გასათვალისწინებელი თუ ფართი შეზღუდული გაქვთ.
საწოლის ფორმა
დღეს ავეჯის მაღაზიებში სტანდარტულ, მართკუთხა საწოლების გარდა შეხვდებით: მრგვალი , გულის ფორმის, ოვალურ და მანქანის ფორმის ბავშვისთვის საწოლსაც კი.
გაითვალისწინეთ, რომ ასეთ საწოლებს უფრო მეტი ფართობი სჭირდება. თანაც, ამ ყველაფერთან ერთად, მოგიწევთ, თეთრეული ინდივიდუალურად შეაკერინოთ.
საწოლის მატრასი
მატრასის სიგრძე - ორიენტირად უნდა აიღოთ იმ ადამიანის სიმაღლე, ვისთვისაც განკუთვნილია საწოლის მატრასი.მატრასის სიგრძე 10 სმ-თი მაინც უნდა აჭარბებდეს საორიეტაციოდ აღებულ სიმაღლეს. მატრასის შიგთავსის მასალა და ზედაპირის სტრუქტურა - აქ არჩევანს უკვე ფინანსები და საჭიროებები გიკარნახებთ. კარგად შეარჩიეთ მატრასი შეძენამდე და დარწმუნდით, რომ ის კომფორტულია.