დაგვიტოვე ნომერი
🚀 დაგვიტოვე ნომერი, აქ ოცნებები ხდება 🥰 ჩვენ დაგეხმარებით არჩევანის გაკეთებაში 💙
როგორ შევარჩიოთ ავეჯი - 8 მთავარი წესი
10.08.2022

როგორ შევარჩიოთ ავეჯი - 8 მთავარი წესი

ინტერიერისთვის ავეჯის შერჩევა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის, ეს უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ცარიელი სივრცის ყურებისას ადამიანები ფიქრობენ, რომ უამრავი ნივთი სჭირდებათ, მაგრამ ეს ასე არ არის. გთავაზობთ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომლის წარმატებით განხორციელება დაგეხმარებათ შეარჩიოთ ავეჯი სწორად, დაზოგოთ დრო და აირიდოთ ზედმეტი ხარჯები თავიდან. ამ რჩევების გათვალისწინებით ყველას შუძლია იქცეს ინტერიერის ნამდვილ ექსპერტად.

კომპოზიციის ცენტრი

მნიშვნელოვანია კომპოზიციის ცენტრის სწორად შერჩევა, რომელიც სულაც არ ნიშნავს ოთახის ცენტრს. როცა სახლში შევდივართ ყველაზე თვალში საცემი ადგილი, ფოკუსის ვიზუალური წერტილია, რომელსაც კომპოზიციის ცენტრი ეწოდება. ეს შეიძლება იყოს მაგიდა მკვეთრი აქცენტით, უჩვეულო სკამებით ან ულამაზესი ფარდით გაფორმებული ფანჯარა. სწორედ ამ კომპოზიციის ირგვლივ უნდა გააფორმოთ მთელო ოთახი დეკორით.

კედლები და ავეჯი

ავეჯს და კედლებს შორის დაიცავით დისტანცია, ოთახის ფართობი თავად გიკარნახებთ, რა როგორ უნდა გააკეთოთ. ყველაზე პატარა ზომის ოთახში კედელსა და ავეჯს შორის დაშორება 10-15 სმ უნდა იყოს. ასეთ დროს არ გექნებათ რთულად მისადგომი ადგილები, მტვერი და ჭუჭყი ნაკლებად დაგროვდება და ოთახის ყველა კუთხის დასუფთავება მარტივი და მოსახერხებელი იქნება. 

ურთიერთობის ზონა

ავეჯი განათავსეთ ისე, რომ მასზე მოკალათებისას ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია მაქსიმალურად კომფორტული იყოს. მაგალითად სავარძელი და დივანი ერთმანეთთან ძალიან არ დააშოროთ და არც მიატყუპოთ, რომ საუბრისას ყვირილი არ დაგჭირდეთ და არც ერთმანეთის კალთაში აღმოჩნდეთ. თუ დიდი ოთახი გაქვთ, არჩევანი მასიურ ავეჯზე გააკეთეთ. 

დაიცავით ბალანსი

ოთახის მოწყობისას მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა. თქვენ შეგიძლიათ მასიური ავეჯი მცირე ზომის ავეჯს შეუხამოთ, შექმნათ სხვადასხვა კომბინაცია ისე, რომ დაიცვათ ვიზუალური ბალანსი. არ გადატვირთოთ ოთახი მკვეთრი ფერებით და განსხვავებული ტექსტილით. მაგალითად მისაღები ოთახის მოწყობის შეიძინეთ მაქსიმალურად კომფორტული დივანი და სავარძლები ღია ფერებში, რომ ნებისმიერი სტილის ინტერიერს მარტივად მოუხდეს. 

შემოსასვლელი

ხშირად გვავიწყდება, რომ შემოსასვლელი ეს არის ადგილი, რომელიც პირველ რიგში ახდენს სტუმარზე გავლენას და უქმნის წარმოდგენას სახლზე. ამიტომ ის ისეთი უნდა იყოს, რომ მისი დანახვა გსიამოვნებდეთ.

სახლში ავეჯი ისე უნდა განალაგოთ, რომ გადაადგილება თავისუფლად შეძლოთ და არაფერს დაეჯახოთ. თუ მცირე სივრცე გაქვთ მაშინ არჩევანი ტრანსფორმერ ავეჯზე გააკეთეთ, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გაშლით და აკეცავთ.

ხალიჩა

ხალიჩის შერჩევა ერთი შეხედვით მარტივი საკითხია, მაგრამ ეს ასე არ არის. არასწორი ზომის და ფორმის ხალიჩა დაარღვევს სიმეტრიას და ოთახის მთლიანობას. 

სიმაღლის მნიშვნელობა

სივრცის მოწყობისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ავეჯის სიმაღლე და ზომები. მაგალითად დივანსა თუ სავარძლეზე ჯდომისას თავისუფლად უნდა შეგეძლოთ მაგიდასთან წვდომა. მაგიდა დაახლოებით სავარძლის სახელურის გასწვრივ უნდა იყოს ან ცოტა დაბალა, არავითარ შემთხვევაში უფრო მაღალი.

დეკორი

სახლში განთავსებული დეკორი, ეს იქნება სარკე, ნახატი თუ ვაზა უნდა კრავდეს სივრცის საერთო სურათს და მაქსიმალურად უხდებოდეს ინტერიერს. ამავდროულად არ უნდა გადატვირთოს ოთახი და უნდა ქონდეს ფუნქციური დატვირთვა.