

რჩევები საძინებლის მოსაწყობად ფენ-შუის მიხედვით
ფენ-შუის თანახმად ინტერიერის დიზაინი ბევრად მეტ ენერგეტიკულ დატვირთვას ატარებს, ვიდრე უბრალოდ ავეჯის და ნივთების სწორი განლაგება. ფენ-შუის მთავარი ამოცანა სახლში დადებითი ენერგეტიკის, სისუფთავის და სიწმინდის შექმნაა.
ფენ-შუის მიხედვით, სახლში ნივთების განლაგება პირდაპირ კავშირშია ჰარმონიასთან, ის ზრდის ან ამცირებს ჩვენ ირგვლივ არსებულ პოზიტიურ ენერგიას.სახლში ადამიანებისთვის ყველაზე პირადი და ინტიმური სივრცე სწორედ საძინებელია, რომლის დიზაინის შექმნა, რომელშიც კარგად გამოიძინებთ – ეს ხელოვნებაა.
ავეჯი
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ავეჯის და ნივთების ოთახში სწორად განლაგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მოაშორეთ ყველა ნივთი ოთახიდან, რომელიც არეულობას იწვევს, ეს ხელს შეუწყობს ენერგიის დაბალანსებას.
ასევე გაიტანეთ საძინებელი ოთახიდან ნებისმიერი ტექნიკა. ისინი აქრობენ პოზიტიურ ენერგიას. იწვევენ სტრესს და ენერგიის გაქრობას, გამოფიტვას.
კიდევ უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ფენ-შუის მიხედვით, ფეხებით კარისკენ წოლა გვართმევს დადებით ენერგიას, ამიტომ საწოლი არ უნდ დადგათ კარის გასწვრივ. ასევე წოლისას არ უნდა იყურებოდეთ პირით სარკისკენ. ძილის დროს თქვენ ივსებით ახალი ენერგიით, სარკე კი ამის საშუალებას არ მოგცემთ.
ფერები საძინებლისთვის, ფენ-შუის მიხედვით
ფერების სწორად შერჩევა ერთ-ერთი მნიშნველოვანი თემაა. გამოიყენეთ მიწისფერი ტონები. კარგი იქნება თუ ამ ფერებს საწოლის მოპირდაპირედ მდებარე კედლისთვის გამოიყენებთ.
არ არის საჭირო მთელი კედლის ამ ფერებში მოხატვა. შეგიძლიათ უბრალოდ გააკეთოთ მცირე აქცენტები - დაამატოთ ამ ფერის აქსესუარები ან ხელოვნების ნიმუშები.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე 5 ელემენტის გათვალისწინება: მიწა, ცეცხლი, წყალი, მეტალი, ხე. თქვენ შეგიძლიათ ინტერიერში შემოიტანოთ, როგორც მათთვის დამახასიათებელი ფერის ასევე განვათავსოთ ამ ფერების შესაბამისი სიმბოლური ნივთებიც.
გახსოვდეთ, რომ ფენ-შუი არ ეხება ერთ კონკრეტულ ფერს, არამედ მიმართულია ოთახში ფერისა და ელემენტების ბალანსის დაცვისკენ. საუკეთესო კომბინაცია არის ის, რომელიც ხელს უწყობს თქვენში ჰარმონიის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის განცდას.
კიდევ რამდენიმე რჩევა ფენ-შუის მიხედვით:
- საწოლი ოთახი ხშირად უნდა გაანიავოთ და ასევე დაიძინოთ ჩამოფარებულ ფარდებში;
- არ დატოვოთ საძინებლის კარი ღია, რათა არ შემოვიდეს უარყოფითი ენერგია. ასევე უარყოფით ენერგიისგან თავის ასარიდებლად შეეცადეთ საძინებელში არ შემოუშვათ სტუმრები და არ დასვათ თქვენ საწოლზე;
- დადებითი განწყობის შესაქმნელად და დასასვენებლად გამოიყენეთ სანთლები ლავანდისა, სიტრუსისა და კატაბალახას სურნელით.