

ავჭალა - შენი მშვიდი და უსაფრთხო გარემო
ავჭალა თბილისის ერთ-ერთი გარეუბანია, რომელიც მდებარეობს თბილისის ჩრდილოეთით, საგურამოს ქედის მთისწინეთისა და გარე კახეთის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირის ტერასაზე, ზღვის დონიდან 440 მეტრზე. ბევრმა არ იცის ავჭალის ყოველდღიური ცხოვრების, დაგეგმარების, არქიტექტურის, ხიდების, გამწვანების და ბევრი ძალიან საინტერესო დეტალის შესახებ. ამ ბლოგში კი ვისაუბრებთ ავჭალაზე და მის მახასიათებლებზე.
ავჭალის საცხოვრებელი რაიონის ფართობი დაგეგმილია 450 ჰექტარზე და დღევანდელი მდგომარეობით 60 ათასამდე ადამიანის დასახლებაა შესაძლებელი. დასავლეთიდან ტერიტორიას საზღვრავს ავჭალის გზატკეცილი, ჩრდილოეთიდან – ხევი, „ხევძმარა“, ჩრდილო–აღმოსავლეთიდან- „მშრალი ხევი“, ხოლო სამხრეთიდან – მწვანე ზონა ესაზღვრება.
ავჭალა ერთმანეთისგან გამოიყოფა რელიეფის თავისებურებებით და იყოფა სამ ზონად:
ავჭალა პირველი ( 210 ჰექტარი) - კომპოზიციურ ღერძს წარმოადგენს საპარკო ზონა, რომელსაც საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქცია დაეკისრება. მწვანე ზოლის ორივე მხარეს საცხოვრებელი მიკრორაიონებია განლაგებული.
- პირველი მიკრორაიონი განაშენიანებულია 5 სართულიანი სახლებით;
- მეორე და მესამე მიკრორაიონი 8 სართულიანი მსხვილბლოკური სახლებით;
- მეოთხე მიკრორაიონი მთლიანად განაშენიანდება ცხრასართულიანი მსხვილპანელოვანი და მსხვილბლოკური სახლებით.
ავჭალა მეორე (180 ჰექტარი) - ტერიტორია დაყოფილია ოთხ მიკრორაიონად, რომლის ცენტრალური ნაწილი დათმობილია ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი მწვანე ზონისათვის. ხეივნების ორივე მხარე დაპროექტებულია საცხოვრებელი სახლების ორ–ორი ჯგუფი, რომლებიც გაერთიანებული არიან შიდა ეზოების სივრცეებით. ყოველი მიკრორაიონის შუა ნაწილში, შენობების პირველ სართულებში, განთავსდება მოსახლეობის პირველადი მომსახურების დაწესებულებები. მიკრორაიონებში დაპროექტებულია აგრეთვე რაიონული დანიშნულების ობიექტები – კლუბები, კინოთეატრები.
რაიონის ცენტრი (150 ჰექტარი) - მთავარ ღერძს კულტურულ–საყოფაცხოვრებო და ადმინისტრაციული შენობით განაშენიანებული ხეივანი ქმნის. განაშენიანების პროექტი ამ ადგილზე საპარკო ზონის და წყალსატევის შექმნას გულისხმობს. ცენტრის განაშენიანება გათვალისწინებულია ინდივიდუალური პროექტის საფუძველზე.
“სოლუმ დეველოპმენტი" ავჭალაში თქვენთვის ქმნის საცხოვრებელ სივრცეს, რომელიც სრულად მორგებულია თქვენ სურვილებსა და საჭიროებაზე და გთავაზობთ:
- მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით შექმნილ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მოიცავს 3 კორპუსს;
- მაქსიმალურად დაცულ უსაფრთხოების სტანდარტებს;
- გადახდის მოქნილ გრაფიკს;
- ხელმისაწვდომ ფასს;
- ეზოს ტერიტორიაზე 37 მანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, რომელიც მოიცავს როგორც ჩვეულებრივ, ასევე სპეციალურ საჭიროებათა მქონე პირთათვის განკუთვნილ სადგომს;
- კორპუსის მიმდებარედ გენერალური გეგმის და დენდროპროექტის მიხედვით მოწყობილ სივრცეს ბავშვებისთვის. ეზოს ტერიტორიაზე განთავსებულ განათებას, მოსასვენებელი სკამებს, ნაგვის ურნებს და მცენარეებს.
- ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი ოცნებების განხორციელებას, გაძლევთ შესაძლებლობას გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები და იცხოვროთ მშვიდ და სასიამოვნო გარემოში.
სოლუმ დეველოპმენტის საცხოვრებელი კომპლექსი ავჭალაში იქმნება შენთვის!