

როგორ მოვაწყოთ მყუდრო სამზარეულო - სივრცის მაქსიმალურად ათვისებით ?
მცირე ზომის ფართის მოწყობისას ყოველი მცირე დეტალი, როგორიცაა კედლის ფერი, სამზარეულოს ინვენტარი თუ მოწყობილობები, ერთმანეთს იმდენად უნდა ესადაგებოდეს, რომ სამზარეულოში ჰყოფნის დროს თქვენ თავს კომფორტულად გრძნობდეთ.
რაც უფრო პატარაა ფართი, მით უფრო გააზრებულ დიზაინს და დაპროექტებას მოითხოვს იგი. პირველ ადგილზე მაინც სამზარეულოს ფუნქციონალურობაა. ფართის სრულყოფილად ასათვისებლად საჭიროა.
დაგეგმარება
რემონტის დაწყებამდე გადახედეთ ბინის დაგეგმარებას. ხომ არ არის რაიმე ფართი, რომელიც სამზარეულოს თუნდაც ცოტათი გადიდების საშუალებას მოგცემთ. რომელიმე ოთახის ხარჯზე დამატებითი ერთი-ორი კვადრატული მეტრიც კი მნიშვნელოვანია. უკვე დიდი ხანია აპრობირებული ვარიანტია სამზარეულოს და მისაღები ოთახების გაერთიანება. მსგავსი საერთო სივრცის შემთხვევაში სამზარეულოს სჭირდება ვენტილაცია, ძლიერი გამწოვი, რათა მთელ სახლში სუნის გავრცელება არ მოხდეს.
ფერები
დღესდღეობით თეთრი ფერი სამზარეულოს განუყრელ ნაწილად ითვლება. ინტერიერი რომ ზედმეტად სტერილური არ გამოვიდეს, გამოიყენეთ თეთრის სხვადასხვა ტონალობა და კონტრასტული ტექსტურები. მაგალითად ხის სკამების, გამწვანება და განათება - ისევე, როგორც საძინებელსა და მისაღებს, ბუნებრივი განათება სამზარეულოსაც განსხვავებულ ელფერს სძენს.
ავეჯი
სამზარეულოში ყველა ნივთს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს თუ ის მცირე ზომისაა. ამიტომ დიზაინის შედგენამდე აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ჭურჭლისა და სამზარეულოს ნივთების სია შეადგინეთ. ასევე სამზარეულოს ზედაპირად არ გამოიყენოთ გრანიტი და ბუნებრივი ქვა, ის ზედმეტად მასიური და პომპეზურია პატარა სივრცისთვის. გამოიყენეთ აკრილი, მინა ან ხე.
ასევე სივრცის მაქსიმალურად ასათვისებლად დააკვირდით თქვენს სამზარეულოში ცარიელ ადგილებს, ეცადეთ, ნებისმიერი თავისუფალი სივრცე შეავსოთ ღია თაროებით, თუნდაც პატარა ზომის არატევადი დეკორატიული თაროებით და განალაგეთ მათზე მცენარეები, ხშირად გამოსაყენებელი ნივთები, დეკორაციები.