

2023 წლის ინტერიერის დიზაინის ტენდეციები
ინტერიერის ტენდეციები სწრაფად იცვლება, ის ყოველწლიურად განიცდის ტრანსფორმაციას იცვლება ძველი და თავს იჩენს ახალი. ბინაში რემონტის დროს აქტუალური საკითხია 2023 წლის ინტერიერის დიზაინის ტრენდები. ფერები, ავეჯი, განლაგება და დეტალების ერთმანეთთან შეხამება მნიშვნელოვანი ფაქტორებია და ყველას სურს, რომ საკუთარი ბინის ინტერიერი თანხვედრაში იყოს მიმდინარე წლის ტენდენციებთან. 2023 წელი შავი კურდღლის წელია, დიზაინერები ხშირად ითვალისწინებენ ჩინურ კალენდარს და იმას, თუ რომელი ფერი იქნება წარმატების, სიყვარულისა თუ ოჯახური ჰარმონიის მომტანი.
სტილი
2023 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრიობაა. სასურველია ყველაფერი მინიმალისტური და პრაქტიკული იყოს. სახლის დიზაინი უნდა აჩვენებდეს ადამიანის საკუთარ თავთან და ბუნებასთან კავშირს. შესაბამისად ყველაზე ტრენდული ინტერიერის სტილი არის:
სკანდინავიური - ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილია, რომელიც ხასიათდება ლაკონურობით, ფუნქციურობითა და სუფთა ხაზებით. ძირითადი ფერებია: თეთრი, ცისფერი და პასტელური ფერები. ბინაში ავეჯი ჰაეროვნებას ქმნის, რომელიც ორგანული ფორმებით, გრძელი ფეხებით და სუფთა ხაზებით გამოირჩევა.
მინიმალიზმი - ამ სტილის დამახასიათებელი თვისებებია ლაკონურობა, სიმარტივე, ფუნქციურობა, მონოქრომული ფერები. ყველა ნივთსა და დეკორატიულ ელემენტს თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს, შესაბამისად, დიდი, თავისუფალი სივრცე რჩება და ბინა უფრო ნათელი და ნაკლებად გადატვირთულია.
ინდუსტრიული - გამორჩეულია და განსაკუთრებული სტილია. ამ ინტერიერით შექმნილ სახლში შეგხვდებათ რკინაბეტონი, აგური, მეტალი, მკვეთრი აქცენტები, რაც ამ სტილის სახლს ყველასგან გამოარჩევს. მეტალის და რკინაბეტონის ელემენტებს აქტიურად ვხვდებით, რომელის დასაბალანსებლად გამოყენებული დაჭრილი ხე, ბუხრის დაბლა, რაც საკმაოდ ორიგინალურ ელფერს სძენს სივრცეს.
ქანთრი - მყუდრო და კომფორტული სტილია, რომელშიც გამოიყენება ბუნებრივი მასალები, ბუნებრიობის და უბრალოების გამოხატულობით, ხელით დამუშავებული სპილენძის და ბრინჯაოს ელემენტები, რომლის ირგვლივ განთავსებულია დაწნული ავეჯი ბევრი ბალიშით. მეტი სითბოს და სიმყუდროვის დასამატებლად კედლებზე და ბუხრის თაროებზე თავსდება ჩარჩოში ჩადებული ფოტოები, სურათები და ძველი წიგნები.
ფერები
2023 წლის წამყვანი ფერებია: შავი, მწვანე, მუქი წითელი, ლავანდისფერი, შინდისფერი, ნაცრისფერი, ყვითელი, ლურჯი და ვერცხლისფერი. ინტერიერში სწორედ ამ ფერთა პალიტრის გამოყენებაა რეკომენდებული.
ჭკვიანი სახლი
თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ძნელია დაეწიო ყველა ინოვაციას. თუმცა ეს ტექნოლოგიები ნელ-ნელა უნდა შემოვუშვათ ჩვენს საცხოვრებელ სახლებში, რაც ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაგვიმარტივებს. წელს განსაკუთრებით მოთხოვნადი ე.წ. "ჭკვიანი სახლია", რაც გულისხმობს იმას, რომ მობინადრეებს ბინის მართვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეეძლებათ. ეს კი, თავის მხრივ, მეტი უსაფრთხოებისა და კომფორტის განცდას შექმნის.
მასალა
2023 წელს განსაკუთრებული ყურადღება მასალებს ექცევა. ჩვენ ქაოტურ რეალობაში მნიშვნელოვანია სიმშვიდე და ჰარმონია, რომელსაც ბუნება გვაძლევს. შესაბამისად, ბუნებრივი მასალები და ბუნების ტონები აქტუალურია, რაც ზრდის მოთხოვნას ბუნებრივ ქვებზე, მცენარეებზე, ხესა და ვინტაჟურ აქსესუარებზე. წელს ბუნებრივი აქცენტები, უსაფრთხო და ჯანსაღი მასალები, მცენარეები თქვენ საცხოვრებელს ბუნებასთან დააახლოებენ და მყუდრო გარემოს შეგიქმნიან.