დაგვიტოვე ნომერი
🚀 დაგვიტოვე ნომერი, აქ ოცნებები ხდება 🥰 ჩვენ დაგეხმარებით არჩევანის გაკეთებაში 💙
სახლის მცენარეები - როგორ უნდა მოვუაროთ მათ?
10.02.2023

სახლის მცენარეები - როგორ უნდა მოვუაროთ მათ?

თუ სახლის მცენარე პირველად გაქვთ, მეგობრებმა ან ოჯახის წევრებმა გაჩუქეს და არ იცი მათი მოვლა, არ ინერვიულოთ არსებობს მარტივი წესები, რომელის დახმარებით თქვენი მცენარეები განვითარებას შეძლებენ და თქვენ საცხოვრებელ სივრცეს გაახალისებენ. ისინი დიდ ძალისხმევას და მუდმივ ყურადღებას არ საჭიროებენ, თუმცა არსებობს მოვლის პრინციპები, რომლებიც უნდა გაითვალისწინო.

მორწყვა

მორწყვა სავალდებულო და ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ სახლის მცენარეს განსხვავებული რაოდენობის წყალი სჭირდებათ. ზედმეტი წყალის რაოდენობა, ხშირ შემთხვევაში მცენარის დაჭკნობის ძირითადი მიზეზი ხდება, ამიტომ უმჯობესია მცენარე მოირწყას არა გრაფიკის მიხედვით, არამედ ნიადაგის სიმშრალის გათვალისწინებით. თუ მიწის ზედა ნაწილი სამ სანტიმეტრამდე იქნება მშრალი, მაშინ მცენარე მორწყვას საჭიროებს.

სასუქი

მცენარის განაყოფიერება დამოკიდებულია მცენარის ზრდის ტემპსა და წელიწადის დროზე. მცენარეს ხასხასა ფოთლები და ულამაზესი ყვავილები რომ ჰქონდეს, სასუქის სწორედ შერჩევა არის საჭირო. თუ მცენარე დიდი ხნის მანძილზე განიცდის მინერალების საჭიროებას, ის ავად ხდება, რადგან მის იმუნიტეტს დაავადებებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი ეკარგება. სახლის მცენარეების უმრავლესობა გაზაფხულზე და ზაფხულში იზრდება, ამიტომ ეს საუკეთესო პერიოდია სასუქის დასაყრელად. ყველა მცენარეს თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე განსხვავებული სასუქი სჭირდება. ყველა სასუქს ეტიკეტზე ინსტრუქცია აქვს, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცნოთ და გამოყენებისას გაითვალისწინოთ. 

გადარგვა 

მცენარის გადარგვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მასზეა დამოკიდებული განაგრძობს თუ არა ზრდას, საუკეთესო პერიოდად  გაზაფხული და ზაფხული მიიჩნევა. თუ მცენარე ქოთანში აღარ ეტევა ნიშნავს, რომ დროა გადარგოთ, ეს არის მცენარისთვის ერთგვარი ცვლილება, რომელის არასწორმა წარმართვამ შეიძლება ძალიან დაასუსტოს და მის ზრდას შეუშალოს ხელი. თუ იგივე ქოთანში გსურთ დატოვება, ბასრი დანით მოაჭერით ცოტა ფესვები და კვლავ იმავე ქოთანში ჩარგეთ. 

მტვრის მოცილება

მცენარეებს დიდი რაოდენობით მტვერი ედებათ, ამიტომ საჭიროებს ხშირ წმენდას. კარგი იქნება თუ გამოიყენებთ ოთახის ტემპერატურის წყალს, ნაზი შხაპით ან რბილი ფუნჯით გაწმენდთ. მცენარის გაწმენდა მხოლოდ სისუფთავისთვის და სილამაზისთვის არ არის, მტვრის მოცილებით მათ უკეთ შეუძლიათ მიიღონ სინათლე და ისუნთქონ. 

გასხვლა 

გასხვლა მცენარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესია, რომლის სხვადასხვა ხერხი არსებობს, რომელსაც განსხვავებული დანიშნულება აქვს. მცენარის გასხვლა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, მაგრამ უმჯობესია შემოდგომაზე, რადგან ზაფხულის შემდეგ ზრდა დასრულებული აქვს და ზედმეტი ნაწილები ექნება მოსაშორებელი. პირველ რიგში მოაჭერით გამხმარი და დაზიანებული ტოტები. მოაცილეთ ისეთი ტოტები, რომლებიც ხელს უშლიან ერთმანეთსა და მიმართულია მცენარის გულისკენ. მოაჭერით სუსტი, მოუმწიფებელი ტოტები და ზედა ფოთლები, რათა კვირტებს ზრდაში ხელი არ შეეშალოს.