დაგვიტოვე ნომერი
🚀 დაგვიტოვე ნომერი, აქ ოცნებები ხდება 🥰 ჩვენ დაგეხმარებით არჩევანის გაკეთებაში 💙
რა უნდა ვიცოდეთ მიწისძვის დროს - რჩევები
02.02.2023

რა უნდა ვიცოდეთ მიწისძვის დროს - რჩევები

მიწისძვრა ეს ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევაა, რომლის უმრავლესობა სუსტია, ხშირად შეუმჩნეველია, რომლიც ადამიანებისათვის არანაირ ზიანს არ იწვევს. ზოგ მათგანს კი დიდ ნგრევა მოჰყვება, რასაც თან ახლავს დიდი მსხვერპლი. 

მიწისძვრა ძირითადად ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული, რომლის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება. მიწისძვრის სიძლიერე მაგნიტუდით (ტალღების საერთო ენერგიით) და ბალებით ფასდება.

მიწისძვრის დროს საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია რამდენიმე ქმედება, რომელსაც ამ ბლოგში წარმოგიდგენთ.

როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს:

  • სუსტი მიწისძვრისას უმჯობესია, არ შეშინდეთ და დარჩეთ იქ, სადაც იმყოფებით.

როგორ მოვიქცეთ ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ შენობაში იმყოფებით:

  • დატოვეთ შენობა კიბით ან პირველი სართულის ფანჯრებიდან;
  • არ ისარგებლოთ ლიფტით;
  • დადექით შიდა კედელთან კუთხეში, კარის ჭრილში, საყრდენ სვეტთან;
  • თუ შენობა ძველია და კედლები არასაიმედო, უმჯობესია საწოლის ან მაგიდის ქვეშ შეაფაროთ თავი;
  • თავი შორს დაიჭირეთ ისეთი ნივთებისგან, რომლებიც შესაძლოა, ჩამოვარდეს, მაგალითად ჭაღი, კედლის კარადები.
  • არ გაიქცეთ კიბეებისკენ ან არ გავარდეთ გარეთ, ვიდრე ბიძგები არ შეჩერდება. როგორც კვლევებმა აჩვენა, ადამიანების დიდი ნაწილი დაზიანებებს ძირითადად შენობების დატოვების დროს იღებს.

როგორ მოვიქცეთ ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ ქუჩაში იმყოფებით:

  • გადით ღია ადგილზე და მოშორდით შენობებს;
  • ეცადეთ დისტანცია დაიცვათ და გაერიდოთ შუქნიშნებს, ელექტროგადამცემ კაბელებს და გადით ცარიელ სივრცეში;
  • თვალყური ადევნეთ მიმდებარედ არსებულ საგნებს, რომლებიც შეიძლება დაგეცეთ.

თუ საჭესთან ხართ:

  • თუ საჭესთან ხართ უმჯობესია მანქანა გააჩეროთ. შეეცადეთ, თქვენი მანქანა მოძრაობის ზონიდან რაც შეიძლება შორს გაიყვანოთ;
  • არ გაჩერდეთ ხიდზე ან მის ქვეშ, ესტაკადების, შუქნიშნების, ხეების, განათების ბოძებისა თუ საგზაო ნიშნების ქვეშ;
  • უმჯებესია დარჩეთ მანქანაში ბიძგების შეწყვეტამდე;
  • მოძრაობის გაგრძელებამდე გაეცანით ახალ ამბებს, რათა შეიტყოთ, რაიმე დაზიანება ხომ არ მოხდა გზის იმ მონაკვეთზე, რომელ მხარეს წასვლასაც აპირებთ.

თუ ნანგრევებში მოჰყევით:

  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაზოგეთ ენერგია;
  • იმოძრავეთ რაც შეიძლება ცოტა, რათა მტვერი არ გააჩინოთ;
  • არ აანთოთ ასანთი;
  • პირზე აიფარეთ ტანსაცმელი;
  • დააკაკუნეთ ახლომდებარე მილზე ან კედელზე, რათა გაიგონ თქვენი ხმა და მაშველებმა ადვილად მოგაგნონ. იყვირეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ დროს შესაძლოა მავნე მტვერი გადაგეყლაპოთ.