დაგვიტოვე ნომერი
🚀 დაგვიტოვე ნომერი, აქ ოცნებები ხდება 🥰 ჩვენ დაგეხმარებით არჩევანის გაკეთებაში 💙
ახალი პროექტი ფონიჭალაში - რას გთავაზობთ "სოლუმ დეველოპმენტი" ?
10.05.2023

ახალი პროექტი ფონიჭალაში - რას გთავაზობთ "სოლუმ დეველოპმენტი" ?

დღეს ჩვენ გარშემო ყველაფერი სწრაფი ტემპით ვითარდება და გვაქვს შეგრძნება, რომ დროს ვერ ვეწევით. გარშემო მუდმივად ხმაური, დაძაბულობაა, სწორად ამიტომ ვცდილობთ ისეთი გარემო მოვძებნოთ სადაც თავს მყუდროდ და დაცულად ვიგრძნობთ.  "სოლუმ დეველოპმენტი" კი ფონიჭალაში თქვენთვის ქმნის თანამედროვე, მშვიდ და კომფორტულ საცხოვრებელს, რომელიც ჰარმონიული ცხოვრების შესაძლებლობებს გაძლევთ. საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს 2 (ორ) კორპუსს, რომელიც ორსადარბაზოიანია. 

ჩვენთვის ხარისხთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის სურვილი, ამიტომ ვცდილოთ მაქსიმალურად კომფორტული საცხოვრებელი შევქმნათ, რომელიც თქვენი ყოველდღიური ცხოვრების სტილზე იქნება მორგებული და სასიამოვნო მოგონებების შექმნაში დაგხმარებათ. პროექტის შეძენისას ბინა ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით, რაც გულისხმობს, რომ თქვენ მიერ არჩეულ საცხოვრებელ ფართს მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი დასჭირდება. საცხოვრებელი კორპუსის პირველს სართულზე განთავსებულია როგორც სავაჭრო და კომერციული, ასევე საცხოვრებელი ფართები. 

"სოლუმ დეველოპმენტი" როგორც ყოველთვის ცდილობს მაღალი სტანდარტებით მოწყობილი, მომხმარებლის მოთხოვნაზე ორიენტირებული მწვანე სივრცის შექმნას. სწორედ ამიტომ კორპუსის მიმდებარედ გენერალური გეგმის და დენდროპროექტის მიხედვით მოეწყობა მწვანე სივრცე, განთავსდება განათება, მოსასვენებელი სკამები, ნაგვის ურნები და დაირგვება მცენარეები (40 ძირი ტუია, 20 ძირი იტალიური ფიჭვი და 20 ნეკერჩხალი). ასევე -1 სართულზე განთავსებული 33 (ოცდაცამეტ) ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხი და 19 (ცხრამეტ) მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი ეზოს ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს როგორც ჩვეულებრივ ასევე სპეციალურ საჭიროებათა მქონე პირთათვის განკუთვნილ სადგომს. 

სოლუმ დეველოპმენტის პროექტი ფონიჭალაში იქმნება შენი უკეთესი მომავლისთვის!