

როგორ გავაცოცხლოთ ინტერიერი მარტივი აქცენტებით
სახლი ეს არ ადგილი სადაც ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილს ვატარებთ, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის მაქსიმალურად კომფორტული და ჰარმონიული გარემო შევქმნათ. ინტერიერის შექმნაში დიდი მნიშვნელობა არამხოლოდ განსხვავებულ კომპოზიციებს, ჰარმონიულად შეხამებული ფერებსა და გემოვნებით შერჩეული ტექსტურებ ენიჭება, ასევე მნიშვნელოვანია დეკორი და მცირე დეტალები, რომელზე აქცენტებიც სივრცეს გამოაცოცხლებს და ინდივიდუალიზმს შესძენს.
უჩვეულო ფორმები
მინიმალისტურ ინტერიერში მცირე აქცენტი რომელიც წარმოდგენილი იქნება დეკორის ან გეომეტრიული ფიგურით, გაანეიტრალებს მინიმალიზმის სიმკაცრესა და სივრცეს სისადავეს შესძენს. აქცენტად შესაძლებელია გამოვიყენოთ სანათი, ჭაღი, სურათი ან სხვა ნებისმიერი ელემენტი, რომელიც მოგწონთ.
მცენარეები
ყველა ადამიანს უნდა ბუნებასთან სიახლოვე და ამისთვის ხშირად იყენებენ სახლის მცენარეებს. მათ არამხოლოდ სივრცის გახალისება და ჰაერის გასუფთავება შეუძლიათ, არამედ ოთახში მშვიდი, მსუბუქი ატმოსფერო შემოაქვთ. მცენარეების დახმარებით ჰაერის ტოქსინებისგან გაწმენდა შეგიძლიათ და ამავდროულად სივრცეს აცოცხლებთ.
ფაქტურა და რელიეფი
დეკორაციად გამოყენებულა მკვეთრმა ფერადმა სკამმა ძალიან მარტივად შეიძლება დაალაგოს საჭირო აქცენტები თავის ადგილას და შექმნას ინდივიდუალური ხასიათი და გარემო. კარგი იქნება თუ გამოიყენებთ რელიეფური ზედაპირის და ფერთა პალიტრის კომბინაციას, რომელიც საოცარი გარემოს შექმნის წინაპირობაა.
სარკე
სარკეები ინტერიერის დიზაინის განუყოფელი ნაწილია, რომლის გამოყენება ინტერიერში სხვადასხვა გზითა და დანიშნულებითაა შესაძლებელი. ამ ლამაზ დეტალს იმიტომ ამატებენ, რომ ოთახის ცარიელი ნაწილი გამოცოცხლდეს და ინტერიერა სიღრმე შეიძინოს.
კონტრასტები
ინტერიერს ორიგინალურობა და ხიბლი შესაძლოა ერთი თემატიკიდან ამოვარდნილი ელემნტის ან ელემენტების დახმარებით შესძინოთ. ამ მეთოდს დიზაინერები ხშირად იყენებენ, რომელიც ნებისბიერი სტილისა და მოცულობის სივრცეშია შესაძლებელი.