შენი გონივრული ინვესტიცია
16.04.2024

შენი გონივრული ინვესტიცია

უძრავი ქონების სწრაფად მზარდი ფასების ფონზე, ბევრი ინვესტორი სწორედ ამ ინდუსტრიისკენ მიმართავს ყურადღებას. უძრავ ქონებაში ინვესტირებას შეუძლია, თაობები უზრუნველყოს ფინანსურად — ვინაიდან ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება და ფასები მუდმივად მყარდება, კრიზისული პერიოდების მოკლევადიანი ეფექტი კი ყველაზე ნაკლებად აისახება მასზე. გასათვალისწინებელია უძრავი ქონების ინვესტიციის რამდენიმე სახეობა არსებობს:

  • საცხოვრებელი ბინის შეძენა - მშენებარე კორპუსში ბინის შეძენა და პროექტის დასრულების შემდეგ გადაყიდვა;
  • კომერციული ფართის შეძენა - საოფისე სივრცის და კომერციული ფართის ყიდვა გასაქირავებლად ან გასაყიდად;
  • სარემონტო კარკასის შეძენა - სარემონტო ბინის შეძენა და შემდეგ გარემონტება და მისი გაყიდვა;
  • საკურორტო ზონაში ბინის შეძენა - ტურისტულად მიმზიდველ ადგილას საკუთრების შეძენა.

იმისთვის, რომ გონივრული ინვესტიცია გააკეთოთ და შესაბამის დროს, სწორ ადგილას მოხვდეთ და  რაც მთავარია, მიხვდეთ, როგორ აქციოთ თქვენი ინვესტიცია შემოსავლის წყაროდ, რამდენიმე რჩევას წარმოგიდგენთ:

სანდო და თქვენს დახმარებაზე ორიენტირებული კომპანია

უძრავი ქონების შეძენისას აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ და დაზუსტოდ კომპანიის ასაკი, მისი სამუშაო გამოცდილება, მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მისი ოფიციალური ვებგვერდიდან შეგიძლიათ გადაამოწმოთ. თქვენ ასევე უნდა მოიძიოთ ინფორმაცია დასრულებული პროექტების შესახებ, რათა საკუთარი დასკვნები გამოიტანოთ კომპანიის საიმედოობისა და მის მიერ აშენებული  კორპუსების ხარისხზე. აულილებლად გაეცნით თქვენზე მორგებულ გადახდის პირობებს, როგორც საბანკო, ისე შიდა განვადების დეტალები გითვალისწინეთ.  

სამზარეულო

საცხოვრებელი უბანი 

უბნის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. თქვენ უნდა აირჩიოთ გარემო რომელშიც მუდამ მოგიწევთ ყოფნა, ცხოვრება და დიდი დროის გატარება, ამიტომ ყურადღება მიაქციოთ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა:

  • ღირებულება;
  • სიმშვიდე და უსაფრთხოება;
  • ინფრასტრუქტურა;
  • მანძილი ქალაქის ცენტრამდე;
  • მანძილი სამსახურამდე;
  • გადაადგილების სიმარტივე;
  • მწვანე სივრცე;
  • ეკოლოგია.

სწორ დროს დაბანდებული ინვესტიცია

ცალსახაა, რომ უძრავი ქონება სულ უფრო ძვირდება. ამას შესაბამისი სტატისტიკაც მოწმობს. ამასთან, კვლევითი ორგანიზაციები და დარგის სპეციალისტები გაზაფხულზე წლიურად უძრავი ქონების ფასის 20-დან 30%-მდე ზრდას ვარაუდობენ.

საძინებელი