

2024 წლის მთავარი ტენდეციები ინტერიერის დიზაინში
ინტერიერში ცვლილებების შეტანა და განახლება ყოველთვის დადებითად აისახება ადამიანის განწყობაზე. გაზაფხულის მოახლოება კი ინტერიერის შესაცვლელად ყველაზე კარგი მიზეზია. დიზაინერები ხშირად გვირჩევენ, წელიწადის ამ დროს ახალი იდეებით შთაგონებულებმა ვიზრუნოთ ჩვენს საცხოვრებელი სივრცის ახალ ხასიათზე. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ 2024 წლის გაზაფხულის სეზონის განსაკუთრებულ ტენდენციებს, რომელსაც თვალი უნდა ადევნოთ.
ვარდისფერი - სეზონის აქტუალური ფერი
ვარდისფერი დიდი ხანია რაც გამოიყენება ინტერიერში და ნეიტრალურ ტონებს ერთიან და დასრულებულ ელფერს სძენს. ეს ფერი სახლში თბილ და მიმზიდველ შეგრძნებებს აღვიძებს. ვარდისფერთან კარგია ატმისფერის, ტერაკოტას და მსგავსი ტონალობების გამოყენებას, რომლებიც დახვეწილ, ელეგანტურ და მიმზიდველ ჩრდილებს ქმნის. ამ კომბინაციების დახმარებით სივრცე თანამედროვე და უფრო ორიგინალურია.
ტექსტურირებული კედლები
სახლის კედლები მაქსიმალურად დახვეწილი და მიმზიდველი უნდა იყოს, რაშიც ტექსტურირებული კედლები დაგეხმარებათ. უმჯობესია თუ გამოიყენებთ სხვადასხვა მასალას, მაგალითად, ვენეციურ თაბაშირსა და სპეციალურად დამუშავებულ შპალერს, რომელიც იდეალურად ერგება ყველა ადამიანის გემოვნებას და უნიკალურ ინტერიერს ქმნის.
თამამი ფერები სამზარეულოში
დღეს ნაცრისფერი, თეთრი ან ხისფერი კარადები უფრო და უფრო იშვიათად გამოიყენება სამზარეულოს მოსაწყობად. უფრო მეტად დღეს თამამ ფერებს ანიჭებენ უპირატესობას, როგორიცაა მუქი ლურჯი, მწვანე და ყვითელი, ეს ტონალობები გამორჩეულ ხასიათს და ინდივიდუალიზმს ქმნის სივრცეში.
მრგვალი ფორმის ავეჯი
2024 წელს მინიმალისტური, მრგვალი სტილის მქონე ავეჯი დიზაინის ერთ-ერთ მთავარ აქცენტად იქცა, რომლიც ქმნის დახვეწილ ატმოსფეროს და სივრცეს ვიზუალურად უფრო ზრდის. კარგი იქნება თუ სივრცეს შეავსებთ პატარა აქსესუარებით, რომელსაც შეუხამებთ მრგვალი ფორმის დივნებსა სავარძლებს, შეგიძლიათ თაღოვანი ფორმის სარკეები, ოთკუთხედი ჩარჩოები და სანათები გამოიყენოთ.