უძრავი ქონება - მომგებიანი საინვესტიციო აქტივი
31.01.2024

უძრავი ქონება - მომგებიანი საინვესტიციო აქტივი

უძრავი ქონების შეძენა ფულის ინვესტირების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, რომლის ყიდვისას თქვენ ერთჯერადად იხდით ქონების ღირებულებას და შემდეგ თუ მისი გაყიდვა არ გადაწყვიტეთ მთელი ცხოვრება იღებთ მისგან სარგებელს. დღეს ბაზარზე უძრავი ქონების ღირებულება მუდმივად იზრდება, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეტაპზე, შესაძლოა ფასების მცირედი დაეცემა, მაგრამ თუ ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, უძრავი ქონების ფასი მუდმივად მზარდია. აბ ბლოგში განვიხილავთ იმ ძირითად მახასიათებლებს, რაც უძრავ ქონებას მიმზიდველობას უნარჩუნებს. 

ფინანსების მოძიების საუკეთესო საშუალება 

უძრავი ქონების შეძენისას ბანკიდან სესხია აღება საოცრად მარტივია. იპოთეკური სესხების პროცენტი დაბალ დონეს ინარჩუნებს, უძრავი ქონება მყარი აქტივია, რაც ბანკების მიერ მაღალ სანდოობას და სესხების გაცემის მზადყოფნას განაპირობებს. დღეს თუ ბინის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი და საჭირო რაოდენობის თანხა არ გაქვთ, მარტივად შეგიძლიათ ისარგებლოთ გამარტივებული იპოთეკური სესხით. 

სამზარეულო

გრძელვადიანი ინვესტიცია 

საქართველოში უძრავი ქონების შეძენა ეს გრძელვადიანი ინვესტიცია, რომელიც ყველაზე დაბალ რისკებთანაა დაკავშირებული. უძრავი ქონების ღირებულება მუდმივად იზრდება და სარგებლის მიღება შესაძლებელია, როგორც მოკლევადიანი პერსპექტივით ანუ მისი გაყიდვით, ასევე გრძელვადიანი-ქირის საფუძველზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი და გავრცელებული მეთოდია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ბინა ამოიღებს საკუთარი ღირებულების საფასურს და კვლავ თქვენ საკუთრებაში დარჩება.  

მზარდი შემოსავლები 

ეკონომიკის განვითარებასთან ერთად უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება და ფასები მუდმივად მყარდება. პასიური ეკონომიკური მდგომარეობისა და კრიზისის დროსაც კი ფასის კლება უძრავ ქონებაზე ყველაზე ნაკლებად აისახება. გრძელვადიან პერიოდში თქვენი უძრავი ქონების ფასები სტაბილურად იზრდება, რაც საბოლოოდ დაბალი რისკის და მაღალი შემოსავლის გარანტიას გაძლევთ. 

საძინებელი

აქტივი, რომელიც თქვენ საკუთრებაშია 

უძრავი ქონების შეძენა სრულიად თქვენ სურვილსა და ნებაზეა დამოკიდებული. ბინას შეიძენთ თუ კომერციულ ფართს, რა ადგილზე შეაჩერებთ არჩევანს ეს თქვენზეა დამოკიდებულია. არსებული უძრავი ქონება თქვენი აქტივია, რომლის მართვა აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული და ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ გაყიდოთ, გააქირაოდ და ამოიღოთ ჩადებული ინვესტიცია.