დაგვიტოვე ნომერი
🚀 დაგვიტოვე ნომერი, აქ ოცნებები ხდება 🥰 ჩვენ დაგეხმარებით არჩევანის გაკეთებაში 💙
ეკლექტური სტილი
20.07.2023

ეკლექტური სტილი

თანამედროვე ეკლექტიკა – ეს არის სტილი შეუზღუდავი შესაძლებლობებით და უსაზღვრო ფანტაზიით. თუ თქვენ გადაწყვიტეთ ამ სტილის გამოყენება,  ამ საკითხს დიდი სერიოზულობით მოეკიდოთ და თქვენ მიიღებთ შესანიშნავ შედეგს დახვეწილ, ორიგინალურ და ექსკლუზიურ ინტერიერს.

მისაღები

ეკლექტიკა წარმოადგენს ერთმანეთის მსგავსი რამედნიმე განსხვავებული 2-3 სტილის ნაზავს, როგორიცაა მაგალითად კლასიციზმი, ამპირი, ბაროკო და მოდერნი. თუმცა ყველაზე მომხიბვლელად ეს სტილი იმის გამო მიიჩნევა, რომ აქვს არაჩვეულებრივი უნარი ჰარმონიულად გააერთიანოს ერთმანეთში ახალი და ძველი, აღმოსავლური და დასავლური სტილი.

საძინებელი

როგორ შევქმნათ ეკლექტიკა

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ სტლს ირჩევენ ადამიანები, რომელთაც ყველაფერში განსხვავებული და განსაკუთრებული ხედვა აქვთ, კრეატიულები არიან და საკუტა ფანტაზიას მიყვებიან. ასეთ ადამიანებს,  უყვართ მოგზაურობა და აფასებენ განსხვავებულ სტილს. თუ თქვენც თვლით რომ ადამიანების ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, მაშინ უნდა შემოიტანით აღნიშნული სტილის თქვენ ინტერიერში.

საძინებელი

ძირითადი მახასიათებლები:

  • განსხვავებული სტილისტური ელემენტი ერთმანეთს უნდა ეხამებოდეს ფაქტურით, ფერითა და დიზაინის საერთო სტილით;
  • კომფორტი და ფუნქციონალობა, რომელიც იქმნება თანამედროვე და ძველი დეკორის შერწყმით;
  • ავეჯზე ზიგზაგის ან ზოლების არსებობა და ფერადი ელემენტები;
  • ფიგურული ან ზოლებიანი შპალერი, პარკეტი, კერამიკული ფილები, ხის კარ-ფანჯარა;
  • ვერტიკალური ზოლები, ნიშები, მომრგვალებული კუთხეები;
  • აღმოსავლური გადასაფარებლები;
  • ფერადი დეკორატიული ბალიშები;
  • დეკორატული დეტალები.

სველი წერტილი