დაგვიტოვე ნომერი
🚀 დაგვიტოვე ნომერი, აქ ოცნებები ხდება 🥰 ჩვენ დაგეხმარებით არჩევანის გაკეთებაში 💙
როგორ მოვაწყოთ ბავშვის ოთახი - მთავარი წესები
20.10.2023

როგორ მოვაწყოთ ბავშვის ოთახი - მთავარი წესები

საბავშვო ოთახის ეს განსაკუთრებული ადგილია, სადაც მუდმივად დადებითი ემოცია და ატმოსფერო ტრიალებს. ყველა მშობლისთვის ოთახის მოწყობა ძალიან ამაღელვებელი პროცესია, რადგან ქმნის სივრცეს საკუთარი შვილისთვის, რომელიც მათ სოციალიზაციას და სამყაროს შეცნობაში დაეხმარებათ. დღევანდელი ტენდენციებს გავითვალისწინებთ, თანამედროვე დიზაინში საკმაოდ პოპულარულია გენდერულად ნეიტრალური ბავშვთა ოთახები. ეს არის დიზაინი, რომელიც პირდაპირ არ მიანიშნებს ბავშვის სქესზე, შესაბამისად ინტერი ბევრად საინტერესო და დახვეწილი გამოდის, ვიდრე სტანდარტული “გოგოს” ან “ბიჭის” ოთახი, რომელიც მხოლოდ ვარდისფერ ან ლურჯ ფერს მოიცავს. იმისთვის რომ ოთახის მოწყობის პროცესი გაგიადვილდეთ საჭიროა იცოდეთ მთავარი წესები და რჩევები რომელიც უნდა დაიცვათ. 

საძინებელი

ნეიტრალური სტილი

ოთახის საერთო სურათი უნდა იყოს ნეიტრალური, ეს ბიუჯეტის დაზოგვის კარგი საშუალებაა,  ამავდროულად ოთახის ინტერიერს გახდის უფრო მყუდროს, თამანედროვეს და მარტივს. მთელი ოთახი: ჭერი, იატაკი, კედლები და განათება უნდა იყოს ნეიტრალურ ფერებში, კომფორტული რომელზეც უნდა გაამახვილოთ ძირითადი ყურადღება. დეკორი, რომელიც მოიცავს საწოლებს, ბალიშებს, ფარდები, სტიკერები, სათამაშოები, მაგიდა მარტივად შესაცვლელია და შესაძლებელია მისი დახმარებით ფერები შემოიტანოთ ან შვილის გემოვნებისამებრ შეცვალოთ. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ბავშვების გემოვნება ზრდასთან ერთად სულ იცვლება, შესაბამისად მათ სივრცე საკუთარი შეხედულებისამებრ, უნდა მოაწყონ რათა იგრძნონ თავისუფლება და სიმშვიდე.

საძინებელი 

ზონირება

ზონირება ბავშვთა ოთახში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვს სჭირდება ადგილი სწავლისთვის, თამაშისა და ძილისთვის, შესაბამისად უნდა მოხდეს სივრცის სწორი ზონირება, სადაც ყველა ნივთს ექნება ფუნქციური დატვირთვა. მთავარი მიზანი რაც არის შეძლებისდაგვარად სათამაშო და სამუშაო ადგილის გაფართოებაა. ბავშვებს ზოგჯერ სურთ ჰქონდეთ მხოლოდ საკუთარი მყუდრო თავშესაფარი, სადაც იოცნებებენ და ამავდროულად ადგილი სადაც ახალ ცოდნას შეიძენენ. 

საძინებელი

სტილი

ყველაზე კარგი იქნება თუ არჩევანს მინიმალიზმზე ან სკანდინავიურ სტილზე შეაჩერებთ, რომელიც შესაფერისია ორივე სქესისათვის საინტერესო და დახვეწილია. თუ გადაწყვეტთ შეინარჩუნოთ ერთ -ერთი სტილის ჩარჩო, მაშინ თეთრი ფერის გამოყენება საუკეთესო არჩევანია. მაგალითად თუ სკანდინავიური სტილი თქვენთვის უფრო მისაღებია უნდა გამოიყენოთ მხოლოდ პასტელური აქცენტის ფერები, რომელიც ერწყმის ხის ავეჯს. 

საძინებელი

ავეჯი 

ბაშვის ოთახში ავეჯი უნდა იყოს ნეიტრალური, თეთრი ან ყავისფერი, რათა მარტივად შეერწყას ფერად კედლებს ან ფერად დეკორს. არ არის საჭირო მინიატურული კაბინეტების, მაგიდების ან სხვა არასაჭირო ავეჯის ყიდვა. ეს არის ზედმეტი ხარჯი, უმჯობესია იატაკზე ღია თაროების განყოფილებები და სათამაშოების კალათები მოათავსოთ, რათა ნივთებს მიუჩინოთ თავისი ადგილი.