დაგვიტოვე ნომერი
🚀 დაგვიტოვე ნომერი, აქ ოცნებები ხდება 🥰 ჩვენ დაგეხმარებით არჩევანის გაკეთებაში 💙
როგორ ვაქციოთ სტუდიოს ტიპის ბინა ოცნების სახლად
10.10.2023

როგორ ვაქციოთ სტუდიოს ტიპის ბინა ოცნების სახლად

დღეს ყველა ვთანხმდებით, რომ ბინის კომფორტულობა, პრაქტიკულობა და სილამაზე, სულაც არ არის დამოკიდებულ კვადრატულობაზე. თანამედროვე დიზაინერული ხრიკებისა და რჩევეBის დახმარებით, პატარა ბინები თანდათან იქცევა მყუდრო და კომფორტულ საცხოვრებლად. სანამ უშუალოდ სტუდიოს ტიპის ბინის მოწყობაზე ვისაუბროთ, ავხსნათ რას ნიშნავს “სტუდიოს ტიპის ბინა”. 

ეს არის პატარა ფართის მქონე საცხოვრებელი სივრცე, სადაც მისაღები, საძინებელი და სამზარეულო ერთ ოთახშია გაერთიანებული.  არსებობს ისეთი სტუდიოს ტიპის ბინები, სადაც სამზარეულო ან საძინებელი იზოლირებულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში 2 ოთახიანი ბინაა, ის მაინც სტუდიოს ტიპად ითვლება, რადგან ერთ სივრცეში ორი ზონაა გაერთიანებული. ეს შეიძლება იყოს მისაღები და სამზარეულო ან საძინებელი და მისაღები. სტუდიოს ტიპის ბინის დიზაინის შექმნას სჭირდება როგორც კრეატიული, ასევე პრაქტიკული ხედვა. ეს არც ისე მარტივი პროცესია, თუმცა ჩვენი რჩევების დახმარებით, ეს პროცესი გაგიადვილდებათ.

სტუდიოგანსაზღვრეთ პრიორიტეტები

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გადაწყვიტოთ რისი მიღება გსურთ თქვენი სახლისგან და რას ელით. სტუდიოს ტიპის ბინაში თქვენ ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, თუ საკითხს სწორად და გულახდილად მიუდგებით. უნდა განსაზღვროთ დიდი სამზარეულო გირჩევნიათ, თუ სასადილო ზონა, ანუ კულინარია უფრო გიტაცებთ, თუ გიყვართ წვეულებების მოწყობა. თუ სწავლობთ, ან სახლიდან გიწევთ მუშაო, არ დაგავიწყდეთ, რომ სამუშაო მაგიდისთვის გამოყოთ სივრცე. რათქმაუნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეულ ზონებზე უარი უნდა თქვათ, აქ საუბარია თქვენ პრიორიტეტებზე, რა არის თქვენთვის ბინაში აუცილებელი. 

სტუდიოსწორი ზონირება

სივრცის ვიზუალურად აღსაქმელად ზონირება ძალიან მნიშვნელოვანია პროცესია. არსებობს ზონირების მრავალი სისტემა და მეთოდი, კარგად ჩამოყალიბდით, რომელიც ვარიანტი არის თქვენთვის ყველაზე შესაფერისი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. ყველაზე გავრცელებული ზონირების მეთოდებია:

  • წიგნების კარადის მეშვეობით; 
  • ფარდის დახმარებით;
  • ხალიჩების მეშვეობით;
  • შირმის დახმარებით;
  • ლოფტის ტიპის საძინებლის მეშვეობით; 
  • შუშის ტიხრით.

საძინებელი

ავეჯის გონივრული განლაგება

ყველას გონია, რომ პატარა სივრცისთვის პატარა გაბარიტების ავეჯი უნდა შეარჩიოს, რადგან თვლიან, რომ პატარა ავეჯი ოთახს ვიზუალურად ზრდის. ზოგჯერ პირიქით პატარა ნივთების დიდ რაოდენობა სივრცეში სიმძიმეს და ქაოსს ქმნის. მნიშვნელოვანია ავეჯსა და ინტერიერის დეტალებს შორის ბალანსი მოიძებნოს, რათა მყუდრო და მშვიდი გარემო შეიქმნას. კარგი იქნება თუ ავეჯს შეკვეთით დაამზადებინებთ, რათა ის ოთახის კონფიგურაციას მაქსიმალურად მოერგოს.

სტუდიო

მეტი შუშა და სარკე

ყველა მასალას განსხვავებული თავისებურებები და დატვირთვა აქვს. მაგალიტად ხე სივრცეს სითბოსა და მყუდროებას მატებს, ბუნებრივი ქვა სიმდიდრესა და ელეგანტურობასთან ასოცირდება, შუშა კი პატარა სივრცეების საუკეთესო მეგობარია. დიდი ფანჯრების, შუშის კარების და ტიხრების დახმარებით სივრცე უფრო ნათელი და ჰაეროვანი ხდება. ბინაში სარკეების სწორი განაწილებით ვიზუალურად დიდი სივრცის ილუზია იქმნება.