ფერებთან მუშაობის ძირითადი პრინციპები
25.01.2024

ფერებთან მუშაობის ძირითადი პრინციპები

ყველა ვთანხმდებით, რომ ფერებს დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინტერიერის შექმნაში. შესაბამისად სწორი კომბინაციის და სასურველი განწყობის შესაქმნელად მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ სასურველი ფერები, რომელიც ჩვენ პიროვნებას სრულად გამოხატავს და დადებით ატმოსფეროს შექმნის სახლში. სწორედ ამიტომ ამ ბლოგში ვისაუბრებთ ფერებთან მუშაობის სხვადასხვა გზებზე, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ. 

მუქი/მკვეთრი ფერი, როგორც პალიტრის საფუძველი 

თუ გინდათ, რომ თქვენი ოთახის ინტერიერი განსაკუთრებული და განსხვავებული იყოს გამოიყენეთ არასტანდარტული ფერები. ყველაზე კარგი ვარიანტია  პალიტრა, რომელიც  60/30/10 პროპორციით იქმნება რომელშიც ოთახის ზედაპირის 60% და 30% ნეიტრალური ფერებითაა გაფორმებული, დანარჩენი 10% კი აქცენტებია. საბაზისო ფერებს მიეკუთვნება ნეიტრალური ფერები: კრემისფერი, თეთრი და ნაცრისფერი, რომლის დახმარებით არასდროს არის ინტერიერი მოსაწყენი. აქცენტის ფერები სივრცეს ცოცხალს და საინტერესოს ხდის, თუმცა საერთო აღქმაზე ნაკლებად მოქმედებს. შეგიძლიათ სხვადასხვა ფერების დამატება, რომელიც თქვენს პიროვნებას გამოხატავს და ინტერიერს გაახალისებს.  

მისაღებიფერთა აღქმა

ფერებს ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს, ამიტომ სასურველი ინტერიერის შესაქმნელად დაფიქრდით, რომელი კომბინაციები იწვევს თქვენში დადებით ემოციას, რა ფერები განიჭებთ ბედნიერებას და სიმყუდროვეს. განსაზღვრეთ თითოეული სივრცის ფუნქცია, რათა იცოდეთ რომლის გაფორმებას აპირებთ. შეარჩიეთ სწორი ელფერი და თამამად გამოიყენეთ დეკორაციის, ავეჯის, ტექსტილისა და აქსესუარების სახით.

ნათელი ფერები და კარგი განათება

სინათლე და მზის სხივები განწყობის ამაღლების საუკეთესო გზაა.  ამიტომ აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ფერადი ზედაპირები კარგადაა განათებული. სიბნელეში ყველაზე თბილი და ხალისიანი ელფერიც კი არც ისე კარგად გამოიყურება და კარგავს ხალისს.  დაამატეთ ხელოვნური სინათლის რამდენიმე წყარო, რათა სივრცე ღამით ან ცუდი ამინდის დროს საკმარისად განათებული და ნათელი იყოს.

მისაღები

ფერთა არაშაბლონური კომბინაციები

თუ გსურთ, თქვენი ინტერიერი ორიგინალური და დასამახსოვრებელი იყოს, მოერიდეთ შაბლონურ, გაცვეთილ კომბინაციებს, როგორიცაა: თეთრი და ლურჯი, ყვითელი და მწვანე, თეთრი და ნაცრისფერი. ჩართეთ თქვენი ფანტაზია, გაცდით საზღვრებს. გამოიყენეთ ნარინჯისფერი, ლაჟვარდის ან იასამნისფრის კომბინაცია. ეს ელფერები უფრო ღრმა, კომპლექსური და ორიგინალურია, რადგან მათ კომბინაციებს ხშირად ვერ შეხვდებით.

ფერადი ნიმუშები და გეომეტრიული ფორმები

ოთახში საინტერესო და განსხვავებული ინტერიერის შექმნაში დაგეხმარებათ, მუქი, გაჯერებული ფერების გამოყენებაა. თუმცა,  პალიტრის საფუძვლად მათი გამოყენება სივრცის გადატვირთვის გარეშე რთულია, ამიტომ ბალანსის დაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია. სასურველია  გამოიყენეთ ორნამენტები და მკაცრი გეომეტრიული ფორმები – სწორი ხაზები, სამკუთხედები და წრეები, რომელზეც აქცენტს გააკეთებთ და ინტერიერს გამოაცოცხლებთ.