დაგვიტოვე ნომერი
🚀 დაგვიტოვე ნომერი, აქ ოცნებები ხდება 🥰 ჩვენ დაგეხმარებით არჩევანის გაკეთებაში 💙
ფერადი სამზარეულო - მარტივი იდეები შთაგონებისთვის
01.09.2023

ფერადი სამზარეულო - მარტივი იდეები შთაგონებისთვის

სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახია, სადაც ყოველდღიურად საათობით დროს ვატარებთ ჩვენ საყვარელი ადამიანებთან ერთად. ეს არის ადგილი, რომელიც სამ მთავარ ფაქტორს - ჰარმონიას, კომფორტს და სისუფთავეს უკავშირდება. შესაბამისად, სამზარეულოს დაგეგმარებისას მნიშვნელოვანია, ბევრი ვიფიქროთ, რომ ჩვენთვის კომფორტული და საოცნებო სივრცე შევქმნათ.

სამზარეულო 

სამზარეულოს ფუნქციონალურ და ეფექტურ სივრცედ შესაქმნელად მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ფერების და სასურველი სტილის არჩევა, არამედ ისეთი დეტალების წინასწარ გათვალისწინება, როგორიცაა სივრცის განლაგება, აღჭურვილობისა და აქსესუარების მდებარეობა.

სამზარეულო

ნაცრისფერი, თეთრი, ღია ტონები და ნატურალური ხის ფერები ყველაზე პოპულარულია სამზარეულოს დიზაინში. აღნიშნული ფერები ხშირად გამოიყენება, როგორც ერთგვარი ბაზა, რადგან ყველა დროში აქტუალურია და არასდროს გადადის მოდიდან. ეს მარტივი და გავრცელებული მეთოდია რომ დახვეწილი დიზაინი შექმნათ, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ მოსაწყენი და ერთფეროვანი შესაძლოა აღმოჩნდეს. სამზარეულო ხომ ის დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ გამორჩეულად მიმზიდველი და სასიამოვნო თვალისთვის, ამიტომ უმჯობესია აქცენტები მკვეთრ ფერებსა და განსხვავებულ დეკორაციაზე გააკეთოთ. 

სამზარეულო