სრულყოფილი საძინებელი - რა უნდა ვიცოდეთ ?
02.12.2023

სრულყოფილი საძინებელი - რა უნდა ვიცოდეთ ?

საძინებელი - ეს ადგილია, სადაც იწყება და მთავრდება თქვენი დღე. ადგილი სადაც იღვიძებთ და ყოველ ღამე იძინებთ, ამიტომ ამ სივრცეში თავი კომფორტულად უნდა იგრძნოთ, რათა დასვენება და განტვირთვა ადვილად შეძლოთ. თუკი თქვენი საძინებელი სრულყოფილადაა მოწყობილი თქვენი ძილის რეჟიმი თანმიმდევრული და უწყვეტი იქნება.

გამოიყენეთ დამამშვიდებელი ფერები

თქვენი საძინებელი, უპირველეს ყოვლისა, დასვენების ადგილია. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადგილი უნდა იყოს ნათელი და ნაკლებად გადატვირთული. კედლების ფერისა და სტილის არჩევისას უმჯობესია არჩევანი დახვეწილ და დამამშვიდებელ ფერებზე შეაჩეროთ, როგორიცაა: პასტელი და მიწის ტონები, რადგან ისინი ხელს უწყობენ მშვიდ ძილს. 

შეამცირეთ ოთახში სინათლე

თქვენი ფანჯრებიდან შემოსულ დილის მზის თუ ცისფერ შუქს თქვენი სმარტფონის ეკრანიდან შეუძლია ზიანი მიაყენოს თქვენს ძილს. ჩვენი სხეულის ძილისთვის მზადების პროცესი არის მელატონინის გამოყოფა, რომელიც ჩვენს ტვინში ბუნებრივად წარმოქმნილი ჰორმონია. ის სიგნალს აძლევს ჩვენს სხეულს, რომ ძილის დროა. სინათლე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მელატონინის გამოთავისუფლების პროცესზე, რაც საბოლოოდ აძნელებს ძილის პროცესს.

საძინებელი

გამოიყენეთ კომფორტული მატრასი 

კომფორტული მატრასის გამოყენება მნიშვნელოვანია ღამის კარგი ძილისთვის. მაგალითად, თუ თქვენ ზურგზე გძინავთ, საშუალო სიმტკიცის მატრასი გჭირდებათ საიმისოდ, რომ ზურგი და მხრები არ დაიძაბოს. გვერდულ პოზაში მძინარეები თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ საშუალოდ რბილ მატრასში, რადგან სირბილე ხელს უწყობს მხრებთან და თეძოებთან წნევის შემცირებას.

შეამცირეთ ტემპერატურა

არავის სურს ძალიან ცხელი და ნოტიო ან ძალიან ცივი საძინებელი. თუმცა ზოგისთვის სასურველი და მისაღები ტემპერატურა განსხვავებულია. თუმცა, როგორც წესი, 15-23 გრადუსი ცელსიუსით მოზრდილების ძილისთვის იდეალურ ტემპერატურად ითვლება. თუკი საძინებელში არ გაქვთ კონდიციონერი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან დღესდღეობით ძალიან ბევრი ვენტილატორები და პორტატული კონდიციონერებია ხელმისაწვდომ ფასად. 

შემოიტანეთ სივრცეში მცენარეები

მცენარეებს არამხოლოდ სივრცის გახალისება და ჰაერის გასუფთავება შეუძლიათ, არამედ ოთახში მშვიდი, მსუბუქი ატმოსფერო შემოაქვთ. მათი ინტერიერში შემოტანით მარტივად შეგიძლიათ შეავსოთ სივრცე და დეკორის მნიშვნელობა მიანიჭოთ.

საძინებელი

მოერიდეთ არეულობას

არეულობა და სიმშვიდე ერთმანეთის სინონიმები ნამდვილად არ არის. ამიტომ თქვენი საძინებელში არ უნდა იყოს ქაოსი და არეულობა, ანუ საწოლის გვერდით მხოლოდ კომოდი, ტანსაცმლის შესანახი კარადა და მცირე მაგიდა უნდა მოათავსოთ. ნივთები და ავეჯი, რომელსაც ყოველდღე არ იყენებთ ამ სივრცეში არ უნდა გქონდეთ. 

გამოიყენეთ საძინებელი ძილისთვის

შეიძლება საძინებელი არის თქვენი ''პატარა ოფისი'', ხშირად ადგილი სადაც მიირთმევთ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ რეალურად, თქვენი საძინებლის გამოყენებამ ძილის საწინააღმდეგო მიზნით შეიძლება გაგირთულოთ ძილი. საძინებლის მთავარი იდეა და დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ ეს ადგილი თქვენთვის კომფორტისა და სიმშვიდის მომნიჭებელი იყოს და არა მრავალფუნქციური ადგილი.