როგორ უნდა შევარჩიოთ სასურველი გეგმარების ბინა
17.01.2024

როგორ უნდა შევარჩიოთ სასურველი გეგმარების ბინა

ბინის გეგმარებას დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ხშირ შემთხვევაში ის განსაზღვრავს მშვიდი და კომფორტული ცხოვრების ხარისხს. ბინის შერჩევისას ყურადღება არამხოლოდ მდებარეობას, პროექტს და სართულს უნდა მიაქციოთ, ასევე უნდა გაითვალისწინოთ გემარება. ის ერთი შეხედვით შესაძლებელია მიმზიდველი და საინტერესო მოგეჩვენოთ, მაგრამ ბინაში ცხოვრების შემდეგ მიხვდებით, რომ სივრცე თქვენზე არ არის მორგებული. 

თქვენი მომავალი ბინის არჩევამდე, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, რა არის ბინაში თქვენთვის უმთავრესი, ამისთვის სწორად უნდა განსაზღვროთ პრიორიტეტები. თუ მარტო აპირებთ ცხოვრებას, სტუდიოს ტიპის ბინა ერთი იზოლირებული საძინებლით თქვენთვის იდეალური არჩევანი იქნება. თუ დიდი ოჯახი გყავთ სივრცეში რამდენიმე დამოუკიდებელი ოთახის არსებობა საჭირო და ხშირ შემთხვევაში აუცილებელიცაა. უნდა დაფიქრდეთ თუ სად ატარებთ დიდ დროს და რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. ასე მარტივად მიხვდებით დიდი მისაღები გჭირდებათ თუ გირჩევნიათ იზოლირებული სამზარეულო გქონდეთ. 

ახლა კი უნდა ვისაუბროთ კარგი გეგმარების კრიტერიუმებზე, რომელზეც ბინის არჩევისას უნდა გაამახვილოთ ყურადღება:

კედლები – სივრცეში, რაც უფრო ნაკლები მზიდი კედელია, ტიხრების ცვლილების მით უფრო მეტი შესაძლებლობაა. 

ზონირება – სივრცე როცა იზოლორებულია და ცალკეულ ოთახებად იყოფა, მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულო მისაღებ ოთახთან იყოს ახლოს. 

შემოსასვლელის განლაგება – კარგი იქნება თუ შემოსასვლელს კვადრატის ან წრის ფორმა ექნება, რომლიდანაც ნებისმიერ ოთახში მოხვედრა იქნება შესაძლებელი.

სამზარეულო

ფანჯრების რაოდენობა – ხშირ შემთხვევაში ფანჯრების რაოდენობა საცხოვრებელი ოთახების რაოდეობას განსაზღვრავს. კარგია, როცა ფანჯარა დიდია და ბინის სხვადასხვა მხარეს გადის, რადგან რაც უფრო მეტია სინათლე, მით უფრო მყუდრო და ნათელია ბინა. 

ოთახების ფორმა – პატარა და სტუდიოს ტიპის ბინის შეძენისას მნიშვნელოვანია სწორი გეომეტრიული ფორმის სივრცის არჩევა. სწორედ ასეთი გეგმარება გვაძლევს საშუალებას, სივრცე მაქსიმალურად ავითვისოთ და ავეჯს მაქსიმალური ფუნქციური დატვირთვა მივცეთ. 

სამზარეულო – დღეს ყველა უპირატესობას სტუდიო ტიპის მისაღებს ანიჭებს, რომელშიც სამზარეულო ერთიანდება. თუ სამზარეულოსა და მისაღებს შორის კედელი არა არის მზიდი, სურვილისამებრ, ამ ორი ოთახის გაერთიანება მარტივად არის შესაძლებელი.

 საძინებელი

სათავსოები – კარგია იქნება თუ სათავსო ზონებს წინასწარ განსაზღვრავთ. სათავსოები სივრცეს უფრო კომფორტულს გახდის და ყველა დეტალისთვის წინასწარ მოგიწევთ ადგილის განსაზღვრა, რაც საბოლოოდ ქაოსს თავიდან აგაცილებთ. 

სველი წერტილები – ცალკეული ოთახი ტუალეტისთვის და სააბაზანოსთვის ძალიან აუცილებელია. თუ სივრცე ამის საშუალებას გაძლევთ ორი სველი წერტილი პრაქტიკული და კომფორტული გადაწყვეტილებაა.