დაგვიტოვე ნომერი
🚀 დაგვიტოვე ნომერი, აქ ოცნებები ხდება 🥰 ჩვენ დაგეხმარებით არჩევანის გაკეთებაში 💙
რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ ბინის შერჩევისას?
01.12.2023

რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ ბინის შერჩევისას?

ბინის შეძენა ახალი ცხოვრების დასაწყისს ჰგავს, როცა ყველაფერს ცარიელი ფურცლიდან იწყებ. ეს ერთგვარი თავგადასავალია, რომელიც საკუთარი ინტერესის და გემოვნების გამოხატვის საშუალებას გაძლევთ. ბინის შერჩევისას თავში უამრავი აზრი გიტრიალბეთ, ფიქრობთ როგორი ფართის და ტიპის საცხოვრებელი შეარჩიოთ, რომელ უბანზე გააკეთოთ არჩევანი ან რა არის თქვენთვის პრიორიტეტული. ამ ბლოგში ვისაუბრებთ და განვიხილავთ იმ ძირითად ფაქტორებს, რაზეც ბინის შეძენისას უნდა გაამახვილოთ ყურადღება. 

საცხოვრებელი უბანი და ქუჩა

ადგილის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, კარგად დაფიქრდით და გაარკვიეთ, თუ სად და რატომ გსურთ ცხოვრება.  ქალაქის ცენტრში გირჩევნიათ თუ გარეუბანში ყოფნა, ოჯახთან ერთად აპირებთ გადასვლას თუ მარტო, რათა წინასწარ განსაზღვროთ რამდენად ხელსაყრელია მიმდებარე ტერიტორია თქვენთვის. ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: 

  • სიმშვიდე და უსაფრთხოება;
  • ინფრასტრუქტურა;
  • გადაადგილების სიმარტივე;
  • მწვანე სივრცე;
  • ეკოლოგია.

ბიუჯეტის განსაზღვრა 

ბინის შერჩევის დროს მნიშვნელოვანია ბიუჯეტის განსაზღვრა, ეს იქნება პირადი დანაზოგი, ბანკის დახმარებით მოძიებული ფინანსები თუ სხვა ნებისმიერი წყარო. თქვენი ფინანსების სწორად შეფასებით ბინის შერჩევის პროცესი გაგიადვილდებათ, ამავდროულად თქვენი ფინანსური შესაძლებლობების განსაზღვრით არ გაგიგრძელდებათ რემონტი, არ აღმონჩდებით ფინანსურ ჩიხში და არ მოგიწიოთ მისი დაკარგვა.

საჭიროების დადგენა

ბინა ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორად განსაზღვროთ თქვენი საჭიროება და პრიორიტეტები. ფართის შერჩევისას გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების რაოდენობა, აუცილებლად უნდა განსაზღვრეთ თუ რა კვადრატულობის და ტიპის ბინა იქნება თქვენთვის საჭირო მინიმუმ 5 წლის პერსპექტივაში.

დასვით კითხვები

ბინის შერჩევის პროცესში უნდა დასვათ უამრავი კითხვა, რათა მიიღოთ საჭირო პასუხები და დარწმუნდეთ, რომ სწორ ინვესტიციას ანხორციელებთ. წარმოგიდგენთ იმ ძირითად კითხვებს, რომელიც აუცილებლად უნდა დასვათ:

  • ნათელია თუ არა ბინა?
  • შეიძლება თუ არა შეიცვალოს ხედი ?
  • რა კონდიციით ბარდება ბინა (შავი, თეთრი თუ მწვანე კარკასი) ?
  • რა მდგომარეობიშია შენობა (მშენებარე, ძველი თუ ახალი აშენებული)?
  • მარტივია თუ არა მანქანის პარკირება?
  • რამდენად სწრაფად მიმდინარეობს ბინის გადაფორმების პროცესი?

სარგებელი

ბინის შეძენისას, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მაქსიმალურ სარგებელს და მოგებას ნახავთ ამ შენაძენით. უნდა გაითვალისწინოთ  ხომ არ დაეცემა ქონების ფასი, მის გაქირავების ან გაყიდვის შემთხვევაში შეძლებთ თუ არა ჩადებული ინვესტიციის სრულად ამოღებას. გახსოვდეთ ყველაზე მეტად ფასში იმატებს გამოცდილი კომპანიის მიერ აშენებული ხარისხიანი უძრავი ქონება, რომელიც არ ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და უზრუნველყოფილია მწვანე სივრცით. 

ნუ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღებას

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. თუ ბინის ყიდვისას მცირედით ყოყმანობთ, არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება. დარწმუნდით, რომ ეს თქვენი ოცნების ბინაა, რომელიც მუდამ გინდოდათ და ისე გააფორმეთ ხელშეკრულება. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ დიდხანს ფიქრი შეიძლება გახდეს შესაფერისი ბინის ხელიდან გაშვების მიზეზი.