


მრავალფეროვანი და მოქნილი პირობები ბინის შეძენის მსურველთათვის - რა გზები არსებობს?
დედაქალაქში უძრავი ქონება ყოველდღიურად ძვირდება, ჩნდება ახალი კორპუსები და ვითარდება ერთ დროს ნაკლებად პოპულარული უბანი. სამშენებლო კომპანია "სოლუმ დეველოპმენტს" თავისი დიდი წვლილი შეაქვს პერსპექტიული გარეუბნის - ფონიჭალისთვის ახალი სიცოცხლის ჩუქებაში. სოლუმ ფონიჭალა მიმდინარე პროექტია, რომელიც ბინის შეძენის მრავალფეროვან და მომხმარებლებზე მორგებულ პირობებს გთავაზობთ.
ეს იდეალური შანსია ეკონომიური კლასის მყიდველებისთვის, რომ დროულად ჩაერთონ ბაზარზე, შეიძინონ ბინა და მომავალში მიიღონ საინვესტიციო სარგებელი.
პირველ 5 მყიდველს, დასრულებულ კორპუსში ბინის შეძენისას ერთიანი გადახდით შეუძლია ისარგებლოს 1 კვ.მ.-ზე 55 დოლარიანი ფასდაკლებით, რაც მას რამდენიმე ათასი დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს. თუმცა, უნდა იჩქაროთ, რადგან აქცია უკიდურესად შეზღუდულია.
დღეს მომხარებელთა დიდი ნაწილი ახალ ბინებს შიდა განვადების გზით ყიდულობს, რაც ძალზე ეფექტური გადაწყვეტილებაა. სოლუმ დეველოპმენტი გთავაზობთ გახანგრძლივებულ და უპროცენტო შიდა განვადებას ფონიჭალის პროექტში.
გარდა სტანდარტული ბინებისა, შეგიძლია აირჩიო ორიგინალური - დუპლექსის ტიპის პროექტი. კორპუსის ბოლო სართულზე, ანტრესორით გადატიხვრის გზით შეგიძლია მოაწყო კერძო სახლი ბინაში. კომპანია გთავაზობთ სრულ მომსახურებას, რომელიც ითვალისწინებს როგორც შიდა ტიხრების ისე ანტრესორის მოწყობას, რაც დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას.
რატომ აირჩიოთ სოლუმ დეველოპმენტი ფონიჭალაში?
- სწრაფად განვითარებადი უბანი;
- ფასები, რომლებიც მომავალში აუცილებლად გაიზრდება;
- მოქნილი გადახდის პირობები თითოეული მყიდველისთვის;
- დასრულებული ან სრული ინფრასტრუქტურით მომზადებული ბინები;
- ინვესტიცია, რომელიც თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას მოემსახურება.
მეტი დეტალისთვის დაუკავშირდი კომპანიას და ჩანიშნე შეხვედრა სოლუმის გაყიდვების მენეჯერთან.