დაგვიტოვე ნომერი 🚀
ციფრული პლატფორმები თანამედროვე სერვისების მთავარი ნაწილია და უძრავი ქონების მართვაშიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მარტივი წვდომა, გამჭვირვალე ინფორმაცია და პროცესებზე სრული კონტროლი. სწორედ ამ პრინციპებზეა აგებული მობინადრეების პანელი - თანამედროვე ონლაინ სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი უძრავი ქონების ფინანსური და ადმინისტრაციული ინფორმაციის ერთ სივრცეში მართვას.
რა არის მობინადრეების პანელი?
მობინადრეების პანელი არის ონლაინ სისტემა, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიიღოთ სრული და განახლებული ინფორმაცია თქვენს შეძენილ უძრავ ქონებაზე - მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ.
პანელის საშუალებით შესაძლებელია:
- უძრავი ქონების მონაცემების გაცნობა;
- გადახდების კონტროლი და სტატუსის ნახვა;
- ფინანსური დოკუმენტების მიღება;
- კომუნიკაცია თქვენ პირად მენეჯერთან.
სად ვიპოვო და როგორ შევიდე მობინადრეების პანელში?
მობინადრეების პანელზე წვდომა შესაძლებელია "სოლუმ დეველოპმენტის" ოფიციალური ვებსაიტიდან. გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებულია ღილაკი "ავტორიზაცია" - მასზე დაჭერის შემდეგ გადახვალთ შესაბამის გვერდზე.

ავტორიზაციისთვის საჭიროა შემდეგი ნაბიჯების შესრულება:

- მიუთითოთ თქვენი პირადი ნომერი;
- შეიყვანოთ ის ტელეფონის ნომერი, რომელიც ხელშეკრულებაშია დაფიქსირებული;
- მიიღოთ ერთჯერადი დამადასტურებელი კოდი SMS-ით;
- კოდის შეყვანის შემდეგ დააჭიროთ ღილაკს "ავტორიზაცია" და შეხვიდეთ თქვენს პერსონალურ გვერდზე.
---------------
---------------
რა დამხვდება მობინადრეების პანელში?
თქვენს პერსონალურ პანელში შესვლისას, დაგხვდებათ შემდეგი ინფორმაცია:
1. შეძენილი უძრავი ქონება
პანელში ასახულია თქვენ მიერ შეძენილი უძრავი ქონება შესაბამისი პროექტების მიხედვით - როგორც მიმდინარე, ისე დასრულებული. თითოეულ ობიექტთან მითითებულია ძირითადი ინფორმაცია: ბინის ნომერი, ბლოკი და სართული.
2. მონაცემები და განახლება

პირველი თარიღი - ბოლო ბუღალტრული ჩანაწერის თარიღი, ანუ ჩარიცხული თანხების და გადახდების ბოლო განახლების თარიღი (გაითვალისწინეთ, რომ სისტემაში ჩანაწერები ახლდება ორ კვირაში ერთხე. მაგალითად, თუ 15 რიცხვში განახლდა ჩანაწერი, ხოლო 16 რიცხვში თქვენ ჩარიცხეთ დასაფარი თანხა, ეს ჯერ არ აისახება სისტემაში.);
მეორე თარიღი - მობინადრის მიერ ბოლო თანხის ჩარიცხვის თარიღი;
გამოიმუშავე თანხა - ჩვენ დავნერგეთ "რეფერალ სისტემა", ერთგვარი რეკომენდაციის მოდელი. თუ გყავთ მეგობარი, ნათესავი ან ახლობელი, რომელიც დაინტერესებულია ბინის შეძენით და ბინის შეძენისას მიუთითებს თქვენს ინდივიდუალურ რეფერალ კოდს წარმატებული გაყიდვის შემდეგ რეკომენდატორი იღებს 300 ლარს. ყველა მობინადრეს პანელში აქვს ღილაკი "გამოიმუშავე თანხა" რომელზე დაკლიკებითაც ამოდის პოპაპ ფანჯარა და ხედავთ თქვენს კოდს, სწორედ ეს კოდი უნდა უთხრათ თქვენს ახლობელს, რომ ბინის ყიდვისას დააფიქსიროს;
ბალანსი - თქვენი რეფერალ კოდის გამოყენების შემდეგ, როცა ახალი მყიდველი ბინის შეძენისას ასახელებს თქვენ ინდივიდუალურ კოდს ბალანსზე გერიცხებათ 300 ლარი, რომლის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ კორპუსის მოვლა პატრონობის ბალანსზე ჩარიცხვით;
მობინადრის მონაცემები და გადასახდელი თანხა - ღილაკზე დაკლიკებით ამოდის მობინადრის სახელი და გვარი, მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტა. ასევე ბინის ჯამური ღირებულებიდან დარჩენილი დასაფარი თანხა.
3. ინვოისი

ყოველთვიური ინვოისი - ნასყიდობის ხელშკრულებებით გათვალისწინებული ყოველთვიური გრაფიკით შემოსატანი თანხის ინვოისი, სადაც მითითებულია გადასახდელი თანხის რაოდენობა და კომპანიის რეკვიზიტები;
ბანკთან გასაგზავნი ინვოისი - მობინადრეს, როცა სურს ბანკზე გადასვლა და ასრულებს კომპანიასთან შიდა უპროცენტო განვადებას, ითხოვს ინვოისს, რომელშიც მითითებულია უძრავი ქონების სრული ღირებულება, დაფარული თანხის და დასაფარი თანხის რაოდენობა.
4. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ
პანელში არის ღილაკი "ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ" რომელზე დაკლიკებითაც ამოდის პოპაპ ფანჯარა და ხედავთ თქვენი პირადი მენეჯერის (ვისგანაც შეიძინეთ ბინა) და მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერის საკონტაქტო ინფორმაციას (სახელი/გვარი და ტელეფონის ნომერი).

---------------
---------------
5. უძრავი ქონების მონაცემები
თქვენს პანელში მითითებულია უძრავი ქონების მონაცემები:

- ბინის შეძენისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების თარიღი;
- უძრავი ქონების ტიპი - ბინა, დუპლექსი ან ავტოფარეხი;
- ბინის საერთო ფართი და აივნის კვადრატულობა;
- ნასყიდობის ხელშეკრულების PDF ფაილი;
- კვადრატული მეტრის ღირებულება;
- საჯარო რეესტრში რეგისტრაცია;
- უძრავი ქონების საერთო ღირებულება;
- უკვე დაფარული თანხა და მისი პროცენტული მაჩვენებელი;
- დარჩენილი გადასახდელი თანხა და შესაბამისი პროცენტი;
- დავალიანება, თუ დაფიქსირდა მობინადრის მხრიდან ხელშკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევა და თანხის შემოტანის რიცხვის გადაცილება, პანელში ავტომატურად ჩანს დავალიანების რაოდებონა და თვეები;
- ხელშეკრულებით განსაზღვრული საბოლოო გადახდის თარიღი.
6. გადახდის გრაფიკი
პანელის ქვედა ნაწილში იხილავთ თვეების მიხედვით დალაგებულ გრაფიკს, სადაც ჩანს რომელი თვეებია უკვე დაფარული და რომელია დასაფარი.
- გრაფიკი - ნასყიდობის ხელშეკრულების მოხედვით დადგენილი გადახდის გრაფიკი;
- ჩარიცხვები - მობინადრის მიერ ყოველთვიურად შემოტანილი თანხის თარიღი;
- ვადაგადაცილების სია - მობინადრის მხრიდან ყოველთვიური თანხის შემოტანის ვადაგადაცილების თარიღი და თანხის რაოდენობა.

მობინადრეების პანელი საშუალებას გაძლევთ მარტივად და უსაფრთხოდ მართოთ თქვენი უძრავი ქონება ერთ ციფრულ სივრცეში. პანელში ნახავთ გადახდებს, დარჩენილ თანხას, ინვოისებსა და მნიშვნელოვან დოკუმენტებს - ზედმეტი კომუნიკაციის გარეშე.
ეს არის გამჭვირვალე, სწრაფი და კომფორტული გადაწყვეტა, რომელიც უზრუნველყოფს სრულ კონტროლს და ამარტივებს ურთიერთობას კომპანიასთან.