ახალაშენებული თუ ძველი ბინა - რომლის შეძენა სჯობს?
16.12.2024

ახალაშენებული თუ ძველი ბინა - რომლის შეძენა სჯობს?

სანამ ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, როგორიც ბინის შეძენაა, უპირველეს ყოვლისა საჭიროა გააკეთოთ არჩევანი ახალსა და ძველს შორის. ორივე მათგანს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. ყველაფერი თქვენს საჭიროებებსა და ინდივიდუალურ არჩევანზეა დამოკიდებული. 

ახალი ბინების უპირტესობები

  • თანამედროვე ინფრასტრუქტურა: ახალი ბინები ხშირად უზრუნველყოფილია უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის ენერგოეფექტურობით, თანამედროვე ელექტრო და წყალმომარაგების სისტემებით.
  • ნაკლები ენერგიისა და რესურსების დახარჯვა: ძველი ბინებისგან განსხვავებით, ახლები არ საჭიროებს კაპიტალურ რემონტს (საუბარია ე.წ. თეთრ და მწვანე კონდინციებზე). ასევე ახალაშენებული კორპუსები უფრო ესთეტიკური და გამართულია, განსხვავებით მაგალითად ამორტიზებული საბჭოთა კორპუსებისგან.
  • გარანტიები: ახალ ბინებზე, როგორც წესი, არსებობს შენობის ხარისხის გარანტიები, რაც უზრუნველყოფს ხელშეწყობას თუ ბინაში აღმოჩნდება რაიმე დეფექტი.
  • მეტი კომფორტი: გარდა იმისა, რომ ახალაშენებული ბინის რემონტი შესაბამისი კონდინციით შესაძლოა მეტად იაფი დაჯდეს, ისინი მეტად კომფორტულიცაა. ბინა და კორპუსი ტექნიკურად კარგად გამართულია და განთავსებულია თანამედროვე ინვენტარები. ასევე თითქმის ყველა ახალ კორპუსზე ზრუნავს მისი მენეჯმენტი და დაქირავებული სერვის კომპანია.

სოლუმ დეველოპმენტის მიმდინარე პროექტი ფონიჭალაში. ორი თანამედროვე ტიპის კორპუსი, რომელიც უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურითა და სტანდარტით.

ძველი ბინის შესახებ:

  • ძველი ბინები, შედარებით იაფია. მათი დიდი ნაწილი მდებარეობს გარეუბნებში. უახლესი ტენდენციების მიხედვით, ძველ ბინებზე მოთხოვნა მცირდება, რაც ასევე მოქმედებს მის ფასებზე.
  • ძველი ბინების დიდი ნაწილი ამორტიზებულ, საბჭოთა პერიოდის კორპუსებშია მოთავსებული. ამ ტიპის კორპუსები მასობრივად და უხარისხოდ შენდებოდა 1960-1980-იან წლებში. 
  • კორპუსები, სადაც ამ ტიპის ბინები გვხვდება ექსპლუატაციის ვადა გასული აქვთ ან მალე გასდით. გარდა არაესთეტიურობისა, ისინი ნაკლებად უსაფრთხოცაა. მათი მომავლის პერსპექტივა ბუნდოვანია, ამიტომ სჯობს გრძელვადიანი გეგმებისთვის ინვესტიცია ახალ ბინებში განახორციელოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ბინები უფრო თანამედროვე და კომფორტულია, ძველი ბინები შეიძლება იყოს შედარებით ხელსაყრელი ფინანსურად. არჩევანი დამოკიდებულია თქვენს პირად საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე. ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ ძველ ბინებს ხშირად მეტი სარემონტო ხარჯები სჭირდება და მათი ფასიც სამომავლოდ ნაკლებად იზრდება.