თქვენი საუკეთესო არჩევანი - რას გთავაზობთ სოლუმ დეველოპმენტი?
მრავალწლიანი წარმატებული ოპერირების გამოცდილება - ქართული უძრავი ქონების ბაზარზე. ღირებულებები, რომლებიც წარმოადგენს ახალ მიდგომას მდებარეობის, ფასთან ხელმისაწვდომობისა და ხარისხის მიმართ.
სოლუმ დეველოპმენტმა (Solum Development) ახალი სიცოცხლე აჩუქა თბილისის ორ პერსპექტიულ გარეუბანს - ავჭალასა და ფონიჭალას, სადაც შექმნა ყველასთვის ხელმისაწვდომი პროექტები, რომლებიც აკმაყოფილებს ინდუსტრიის სტანდარტებს და უზრუნველყოფს მობინადრეთა კომფორტს.
კრწანისის რაიონის უბანი - ფონიჭალა არის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი და განვითარებადი უბანი, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ბოლო წლებში ფონიჭალაში აქტიური სამშენებლო პროცესები მიმდინარეობს, რაც უბნის სწრაფ ურბანულ განვითარებაზე მიუთითებს.
სოლუმ დეველოპმენტის დასრულებული პროექტი ავჭალაში
აღნიშნული მშენებლობები, ასევე გვაჩვენებს ინვესტორების მზარდ ინტერესზე, რაც მომავალში კიდევ უფრო გაზრდის ფონიჭალის განვითარების პოტენციალს. აქ შენდება, როგორც საცხოვრებელი კორპუსები, ასევე კომერციული ფართები. უბნის მიმზიდველობას ზრდის მისი სტრატეგიული მდებარეობა - ის მჭიდროდაა დაკავშირებული ქალაქის ცენტრსა და ქალაქ რუსთავთან (ამ მიზეზით ხშირად სტუდენტების არჩევანია).
ფონიჭალის უპირატესობებს შორისაა:
- მწვანე ზონები;
- შედარებით ხელმისაწვდომი ფასები უძრავ ქონებაზე;
- გამართული სატრანსპორტო კავშირი ქალაქის სხვა უბნებთან;
- სწრაფად განვითარებადი ინფრასტრუქტურა;
- ახალი სავაჭრო და გასართობი ცენტრების მშენებლობა:
სოლუმი გთავაზობთ გადახდის რამდენიმე მოსახერხებელ ვარიანტს: ერთიანი გადახდა და შიდა უპროცენტო განვადება (რისთვისაც მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი დაგჭირდებათ).
- პირველადი შენატანი - ბინის საერთო ღირებულების 20%;
- ყოველთვიური გადასახადი - თვეში 810 ლარიდან მშენებლობის დასრულებამდე;
- საბოლოო გადახდა - მშენებლობის დასრულებისას დარჩენილი თანხის დაფარვა;
სოლუმ დეველოპმენტის მიმდინარე პროექტი ფონიჭალაში
ინდივიდუალურ პირობებს კი გადიხართ შეხვედრაზე გაყიდვების მენეჯერთან. სოლუმ დეველოპმენტის პროექტებს აფინანსებენ წამყვანი ბანკები საქართველოში. ფონიჭალის პროექტის დამფინანსებელია ბაზის ბანკი. ეს პირობები საშუალებას გაძლევთ, თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებზე მორგებული გადახდის გრაფიკი აირჩიოთ და მარტივად შეიძინოთ სასურველი ბინა სოლუმის პროექტში.