ბინები მაღალ და დაბალ სართულებზე - უარყოფითი და დადებითი მხარეები
კორპუსში ცხოვრებისას, ბინის ინტერიერისა და შიდა კომფორტის გარდა, ასევე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს სართული, ხედი და კორპუსის გარე პერიმეტრი. სხვადასხვა მიზეზების გამო ადამიანები უპირატესობას დაბალ ან მაღალ სართულებს ანიჭებენ და ეს მიზეზები ყველასთვის ინდივიდუალურია.
ბევრი ადამიანისთვის ხშირად ხდება ბინა დაბალ სართულზე საუკეთესო არჩევანი სხვადასხვა მიზეზის გამო. ამის მიზეზი ზოგისთვის შეიძლება იყოს ხელმისაწვდომობა და კომფორტი, ზოგი კი ირჩევს უსაფრთხოებისა და მოსახერხებლობის გამო.
დადებითი მხარეები:
- დაბალ სართულზე მდებარე ბინები გამორჩეულად მოსახერხებელია მოხუცებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისა და ბავშვებისთვის;
- ხანძრის ან სხვა გადაუდებელი სიტუაციის შემთხვევაში დაბალ სართულზე მაცხოვრებლებს უფრო მარტივად შეუძლიათ შენობის დატოვება. ასევე, ტექნიკური თუ სარემონტო სამუშაოები უფრო ადვილად და სწრაფად შესრულებადია;
- დაბალ სართულზე მდებარე ბინებს ძირითადად უკეთესი იზოლაცია აქვს, რაც ზამთარში თბილს, ხოლო ზაფხულში გრილს ხდის შიდა სივრცეს.
უარყოფითი მხარეები:
- ხმაურის პრობლემა - დაბალი სართულის ბინებში ქუჩის ხმაური უფრო მეტად აღწევს, რაც შეიძლება დისკომფორტის შემქმნელი იყოს;
- შეზღუდული განათება - დაბალი სართულის ბინებში ბუნებრივი განათება ნაკლებად აღწევს, რაც ხშირ შემთხვევაში გავლენას ახდენს ბინის სიმყუდროვეზე;
- დაბალ სართულებზე ბინები უფრო ხელმისაწვდომია ქურდებისა და მძარცველებისთვის.
დაბალ სართულზე მდებარე ბინა ბევრი ადამიანისთვის კარგი არჩევანია, რადგან, არაერთი დადებითი მხარე აქვს. თუ გადაწყვეტთ დაბალ სართულზე ბინის შეძენას გაითვალისწინეთ რეკომენდაციები, რათა ბინა თქვენს საჭიროებებზე იყოს მორგებული.
ბინიდან გამოვლისთანავე მიწაზე გავლის შესაძლებლობა სახლებისა და აგარაკების ფუფუნებაა, მრავალსართულიან ბინებში კი ღრუბლებთან სიახლოვე უფრო ფასობს.
დადებითი მხარეები:
- მაღალ სართულზე ყოფნა გთავაზობთ ფართო და ლამაზ ხედს, რაც შეიძლება ძალიან სასიამოვნო და დამამშვიდებელი იყოს, განსაკუთრებით თუ ქალაქის ან ბინების ხედს უყურებთ;
- ბინაში მძარცველის ფანჯრიდან შეღწევა, როგორც ეს პირველ და მეორე სართულზეა შესაძლებელი, თითქმის წარმოუდგენელია მაღალ სართულებზე. ბინაში ვერც ცნობისმოყვარე გამვლელების მზერა შეაღწევს. მძარცველები როგორც წესი მაღალ სართულებს ერიდებიან, რადგან გამჟღავნების შემთხვევაში ასეთი ბინიდან თავის დაღწევა ძალიან რთულია;
- მაღალ სართულზე ყოფნა ხშირად ნიშნავს, რომ უკეთეს განათებასა და ბუნებრივ სინათლეს მიიღებთ, განსაკუთრებით მაშინ თუ სართულები არ არის გადახურული ან ბლოკირებული სხვა შენობებით.
უარყოფითი მხარეები:
- ხშირად მაღალ სართულებზე მდებარე ბინები უფრო ძვირია, როგორც ყიდვისას, ისე გაქირავების შემთხვევაში, ვინაიდან ის უფრო მოთხოვნადი და პრესტიჟულია;
- ლიფტის გაფუჭების შემთხვევაში, ბინაში მოხვედრის სირთულე.
მაღალ სართულზე ცხოვრება უამრავ სიკეთეს გვთავაზობს. ავტორიტეტული სამშენებლო კომპანიების შემთხვევაში მაღალ სართულზე ცხოვრება ძირითადად დადებით გამოცდილებასთან არის დაკავშირებული.