ფერები ინტერიერში - თეთრი
18.03.2024

ფერები ინტერიერში - თეთრი

დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ფაქტია, რომ კედ­ლე­ბის ფერს შე­უძ­ლია რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს ადა­მი­ა­ნის გან­წყო­ბა, რო­გორც პო­ზი­ტი­უ­რი, ასე­ვე ნე­გა­ტი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამი­ტო­მაც ინ­ტე­რი­ერ­ში თქვენ მიერ შერჩეულ ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ფერს შე­უძ­ლია ხაზი გა­უს­ვას შე­ნო­ბის ძლი­ერ მხა­რე­ებს და და­ფა­როს ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი ან პი­რი­ქით. მა­გა­ლი­თად, ღია ფე­რის კედ­ლე­ბი პა­ტა­რა ზო­მის ფან­ჯრე­ბი­ან ოთახს უფრო დიდს გა­მო­ა­ჩენს.

თეთრი

სისუფთავისა და სიწმინდის ფერი. ის დოზირებულად ყველა ფერს უხდება. თუმცა, თეთრი ფერების სამყაროშიც კი უმნიშვნელო ვარიაციების წყალობით, უსასრულო რაოდენობის ტონი არსებობს.

სკანდინავიური დიზაინის პოპულარობის ზრდასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი დიზაინერი იყენებს თეთრს კედლებსა და ავეჯზე. ინტერიერში თეთრი თანამედროვეობასთან ასოცირდება, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება იყოს ძალიან ცივი, თუ სწორ კომბინაციაში არ გამოიყენებ.

სამზარეულო

რა უნდა გავითვალისწინოთ თეთრი ფერის არჩევისას:

თეთრი ფერი თავის თავში მთელ ფერთა გამას აერთიანებს, ამიტომაც თეთრი შეიძლება იყოს როგორც თბილი, ასევე ცივი. არ არის  კარგი როცა ინტერიერი ერთ ტონშია (ცივი ან თბილი). უკეთესი იქნება თუ თბილ თეთრ ფერს გამოვიყენებთ ავეჯისთვის, ხოლო ცივ ტონებს კედლებისთვის. 

ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ თეთრი ფერის შეცვლა შეუძლია განათებას. როდესაც ასეთ ინტერიერზე ვაჩერებთ არჩევანს, ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. უმჯობესია  გამოვიყენოთ ნეიტრალური განათების მქონე ლამპები.

საძინებელი

მატერია და ავეჯი

რადგან თეთრი ფერის ინტერიერზე ვსაუბრობთ სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს, რადგან ბევრი სითეთრე ან ბევრი სიჭრელე ინტერიერს უგემოვნო იერს სძენს.

გაითვალისწინეთ, რომ თეთრი ოთახის მოსაწყობად მატერიათა სხვადასხვაობაა საჭირო, რაც ოთხას მრავალფეროვნებას მატებს და თეთრთან ერთად სხვა ფერებს აჩენს ჰორიზონტზე.

ამ დროს გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ სხვა ყველა ფერი თეთრ ფონზე კიდევ უფრო მკვეთრი ხდება, ამიტომ არ შეარჩიოთ ძალიან აქტიური ფერის დეტალები. 

თეთრ ინტერიერის დიზაინში ყოველთვის ეფექტურად გამოიყურება დეკორატიული პანელები, ავეჯი, აქსესუარები, ნატურალური ხე და ქვა. ამ დეტალების შემოტანით მრავალფეროვნების გარდა საინტერესო იერს შესძენთ ოთახს და ცოტა სიძველისა და რეტრო სტილის განცდას  გააჩენთ.