


ბინის ყიდვა ხელოვნური ინტელექტით? - დიახ, ეს უკვე რეალურია!
ცხოვრების ტემპი იმდენად შეცვალა ტექნოლოგიამ, რომ დღეს სიჩქარე და სიზუსტე უბრალოდ კომფორტი კი არა - აუცილებლობაა. უძრავ ქონებაშიც მომხმარებელი ელოდება პასუხს აქ და ახლა - სწორი პასუხი, სწორი დროს.
იყო დრო, როცა ბინის ყიდვა ერთ დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ათობით ზარი, შეხვედრები, გაურკვეველი შეთავაზებები, შეკითხვებზე ზოგადი პასუხები და უსასრულო ლოდინი. დღეს ყველაფერი შეიცვალა. დღეს ბინის ყიდვა შეგიძლია ტელეფონით დაიწყო - ჩატბოტისთვის ერთი სიტყვის მიწერით: „გამარჯობა“ და სწორედ მერე იწყება ახალი თავგადასავალი უძრავ ქონებაში - ტექნოლოგიების ეპოქა, სადაც გადაწყვეტილებები აღარ გვღლის, არამედ გვიადვილებს ცხოვრებას.
დღეს ხელოვნური ინტელექტი და ჭკვიანი სისტემები უძრავი ქონების სფეროში მხოლოდ ტრენდული სიტყვები აღარ არის - ისინი ყოველდღიური პროცესის ნაწილია.
აი როგორ:
ჭკვიანი ძიება:
უძრავი ქონების პლატფორმებზე შენს ქცევას სისტემა სწავლობს - სად ეძებ ბინას, რა ბიუჯეტი გაქვს, რის გამო ტოვებ გვერდს და ამის მიხედვით გაჩვენებს შენზე მორგებულ ვარიანტებს.
ფასის პროგნოზირება და ბაზრის ანალიზი:
AI აანალიზებს ფასებს, ლოკაციებს, მოთხოვნას და გთავაზობს შესაფერის ფასს ან გაფრთხილებს, თუ რაღაც განსაკუთრებული ტენდენცია ხდება ბაზარზე.
ვირტუალური ტური:
ახლა შენ უკვე შეგიძლია ვირტუალურ სივრცეში მოიწყო სამშენებლო ობიექტის ტური და დაათვალიერო ყველაფერი, რაც შენს მომავალ ბინაზე გაინტერესებს.
ავტომატური კომუნიკაცია:
რაც ყველაზე მოსახერხებელია - ჩათბოტი. ის არ დაიღლება, არ დაავიწყდება და არ გეტყვის: “მოგწერ შემდგომში”. ის ავტომატურად გაგცემს პასუხებს შენი მოთხოვნების შესაბამისად.
გაიცანი სოლუმის ციფრული კონსულტანტი - ჩათბოტი, რომელიც არასდროს ისვენებს თუ ოდესმე გიცდია ბინის მოძებნა სოლუმ დეველოპმენტის პროექტებში, დიდი შანსია უკვე გესაუბრა ჩათბოტთან და მიხვდებოდი, რომ სოლუმის ჩათბოტი ამარტივებს ცხოვრებას.
რას აკეთებს სოლუმის ჩათბოტი?
- გეკითხება, რომელი პროექტი გაინტერესებს;
- გიხსნის ბინების ფართებს, ფასებს, სართულებს;
- გიგდებს განვადების ან თვიური გადახდების პირობებს;
- და რაც მთავარია - როცა საჭიროა, გაკავშირებს უძრავი ქონების ექსპერტთან.
ეს არ არის მარკეტინგული ინსტრუმენტი - ეს რეალური კომუნიკაციის ინსტრუმენტია, რომელიც დღეს უკვე ასობით ადამიანს ეხმარება სწორი არჩევანის მიღებაში.
შეიძლება იფიქრო „ჩათბოტს როგორ უნდა ვესაუბრო ბინის ყიდვისას და ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ხელოვნურ ინტელექტს ვანდო?“ და პასუხი მარტივია: შეგიძლიათ ინფორმაცია მიიღოთ ჩათბოტისგან, შემდეგ კი გადახვიდეთ გაყიდვების უძრავი ქონების ექსპერტთან და დაასრულოთ შეძენის პროცესი.
ეს ტექნოლოგია არ ანაცვლებს გაყიდვების მენეჯერს, ის გეხმარება მასთან სწორად მისვლაში:
- როცა იცი უკვე რა გინდა;
- როცა არ გინდა ყველაფერი თავიდან აგიხსნან;
- როცა გინდა, რომ დიალოგი იყოს შედეგიანი და არა ქაოტური.
სწორედ ეს არის სოლუმის მიდგომა - ტექნოლოგია ადამიანის გვერდით, და არა მის ნაცვლად.
სოლუმ დეველოპმენტი მხოლოდ ბინებს არ აშენებს, ის ქმნის სისტემას, სადაც მომხმარებლის გამოცდილება არის მთავარი ღირებულება. ტექნოლოგია აღარ არის „მომავლის საქმე“, ის უკვე აქაა.