


გლდანი დღეს - საინვესტიციო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვა
თბილისის ურბანული სივრცე მუდმივად განიცდის ცვლილებას - ძველი უბნები გარდაიქმნება, ახალი ცენტრები ჩნდება და მოთხოვნები სწრაფად იცვლება. ამ დინამიკაში გლდანი, თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე თვითკმარი უბანი, გარდაიქმნა თანამედროვე ცხოვრების, ურბანული განვითარებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების გამორჩეულ სივრცედ.
ძლიერი საზოგადოებრივი სერვისები, განათლების, ჯანდაცვის დაწესებულებები, მწვანე ზონები, თეატრი, სპორტული და სავაჭრო ცენტრები - გლდანს თავის რიტმს ანიჭებს. ახალგაზრდა უბანის ისტორია 1970-იანი წლებიდან იწყება, საბჭოთა გეგმარების პრინციპების გათვალისწინებით შექმნილი უბანი თავიდანვე გამოირჩეოდა სტრუქტურითა და ფუნქციონალურობით.
ბოლო წლებში გლდანი გადაქცეულია ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბნად თბილისში, როგორც ბინის ყიდვის, ასევე გაქირავების თვალსაზრისით. მაღალია უბნის საინვესტიციო პოტენციალი. ფასები კომერციულ თუ საცხოვრებელ ქონებაზე იმაზე მეტად გაიზარდა ვიდრე ფართო ცენტრში. მოთხოვნა ახალ პროექტებზე მაღალია - განსაკუთრებით იმ მიკრორაიონებში, რომლებიც მეტროსა და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურასთან ახლოსაა.
რატომ ირჩევენ ინვესტორები გლდანს?
- კარგად განვითარებული სატრანსპორტო კავშირი - ორი მეტროსადგური, განვითარებული გზები და სწრაფი წვდომა ქალაქის სხვა უბნებზე;
- დაბალანსებული ფასები და მზარდი ღირებულება - შედარებით დაბალი ფასი ცენტრთან შედარებით და მაღალი პოტენციალი ღირებულების ზრდისთვის;
- აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება - თეატრი, პარკი, სპორტული არენები, სკვერები და სავაჭრო ცენტრები ზრდის უბნის „ცოცხალ“ სტატუსს;
- ახალი თაობის საცხოვრებელი პროექტები - ენერგოეფექტური კორპუსები, კეთილმოწყობილი ეზოები და თანამედროვე არქიტექტურა.
ახალი პროექტი - ახალი შესაძლებლობები
სწორედ ასეთ კონტექსტში ჯდება სამშენებლო კომპანია „სოლუმ დეველოპმენტის“ ახალი პროექტი გლდანის V მიკრორაიონში. ეს არის:
- 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი თანამედროვე სტანდარტებით;
- ენერგოეფექტური მასალები და 41-ე დადგენილებით გათვალისწინებული მშენებლობა;
- ბინის ფართი იწყება 42 კვ.მ-დან;
- მეზობლად - ახმეტელის მეტრო, საფეხბურთო ცენტრი, სკვერები და სავაჭრო ობიექტები.
ეს არის იდეალური შეთავაზება მათთვის, ვინც ეძებს პირველ ბინას, დამატებით საინვესტიციო ქონებას ან მყარ საფუძველს მომავალისთვის.