popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ ოცნების ბინას💙
გახსენი პირველი მაღაზია ახალ კორპუსში - იქ, სადაც კონკურენტი არ გყავს!
23.06.2025

გახსენი პირველი მაღაზია ახალ კორპუსში - იქ, სადაც კონკურენტი არ გყავს!

წარმოგიდგინეთ უნიკალური შეთავაზება, ვისაც სურს გააფართოოს საკუთარი ბიზნესი, ან დაიწყოს სუფთა ფურცლიდან - სწორად შერჩეულ, მზარდ ლოკაციაზე, სადაც კონკურენცია ჯერ კიდევ არ არსებობს.

მთავარი უპირატესობა – შენ ხარ პირველი!

ავჭალის ახალ საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც უკვე დასრულებულია და რომელშიც უკვე ცხოვრობს 80 ოჯახი, არცერთი კომერციული ობიექტი არ ფუნქციონირებს 500 მეტრის რადიუსში. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – შენ შეგიძლია გახსნა პირველი მაღაზია, აფთიაქი, სალონი, კაფე ან სხვა ნებისმიერი კომერციული სივრცე და გახდე მთელი უბნის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციური ნაწილი.

ავჭალის უბანი გამორჩეულია სიმშვიდით, მწვანე გარემოთი და მზარდი ინფრასტრუქტურით. "სოლუმ დეველოპმენტის“ საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს ზუსტად იმ ნაწილში, სადაც უკვე არსებობს მაღალი მოთხოვნა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე და მომსახურებაზე - თუმცა ამ დრომდე არ არსებობს არცერთი მაღაზია.

ფართები: 39 კვ.მ-დან 162.3 კვ.მ-მდე - შენ ირჩევ, რისი გაკეთება გსურს.

ჭერის სიმაღლე:

  • A და B ბლოკი - 4.7 მ. - იდეალურია შოურუმისთვის, ბარში ან კაფეში მეორე სართულის პლატფორმის დასამატებლად;
  • C ბლოკი - 2.8 მ. - ოპტიმალურია მომსახურების ობიექტისთვის, მაღაზიისთვის, აფთიაქისთვის;

ფართები ჩაბარდება შემდეგ მდგომარეობაში:

  • ალუმინის ვიტრაჟებით;
  • ამოყვანილი ტიხრებით (20 სმ ბლოკი);
  • მიყვანილი კომუნიკაციებით - წყალი, კანალიზაცია, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია;
  • დამონტაჟებული და აბონირებული მრიცხველებით (თელმიკო, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, თბილისი ენერჯი).

გადახდის პირობები:

  • ერთიანი გადახდა – 1600 $/კვ.მ;
  • შიდა განვადება – 1750 $/კვ.მ (მთავარი ბლოკებისთვის – A და B);
  • C ბლოკში კომერციული ფართები იყიდება მხოლოდ ერთიანი გადახდით.

ვისთვის არის ეს შეთავაზება იდეალური?

  • მეწარმეებისთვის, ვისაც სურს იყოს პირველი უბანში და შექმნას მუდმივად დატვირთული მაღაზია;
  • ინვესტორებისთვის, რომელთაც სურთ კომერციული ფართი გაზრდილი გაქირავების პოტენციალით;
  • ბრენდებისთვის, რომლებსაც სურთ გაფართოება არაკონკურენტულ ზონაში.

რატომ "სოლუმ დეველოპმენტი“?

  • მზარდი უბანი - საცხოვრებელი მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად, იზრდება კომერციული საჭიროება;
  • არაკონკურენტული გარემო;
  • ხარისხიანი მშენებლობა და გამართული ინფრასტრუქტურა;
  • მოქნილი გადახდის პირობები.

მომენტი ახლაა – სივრცე მზად არის და შენ გელოდება!

დაგვირეკე დღესვე - 0322 12 11 11

ბიზნესი იწყება სწორი ადგილის შერჩევით – და შენ უკვე იპოვე ის.