


კერძო სახლი თუ ბინა? - იქნებ ორივე ერთ სივრცეში?
დუპლექსის ტიპის ბინები ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ბევრი თვლის, რომ სულ მალე ისინი საუკეთესო საინვესტიციო უძრავი ქონების რანგში იდგებიან. დუპლექსი წარმოადგენს საცხოვრებლის ტიპს, რომელიც ანტრესორით იყოფა და შიდა კიბის მეშვეობით ორი სართული ერთმანეთს უკავშირდება. პრაქტიკულად ის წარმოადგენს კერძო სახლს კორპუსში.
როგორც წესი, დუპლექსები კორპუსის ბოლო სართულზეა, ბევრს ეს მოსწონს, ბევრიც კი ნაკლად მიიჩნევს. "სოლუმ დეველოპმენტი" გთავაზობთ დუპლექსის ტიპის ბინებს პირველ სართულზე! ეს ხელს შეუწყობს ჰარმონიულ შერწყმას კერძო სახლსა და კორპუს შორის, რომელიც მოგცემთ დიდ კომფორტს გარემოსთან სიახლოვის სახით.
დუპლექსი საშუალებას გაძლევთ გქონდეთ პირადი სივრცე ოჯახის თითოეული წევრისთვის. ამისთვის პირველ სართულზე შეგიძლიათ განათავსოთ საერთო მოხმარების სივრცეები როგორიცაა: მისაღები, სამზარეულო და სააბაზანო, ხოლო მეორე სართულზე კი საძინებლები ან კაბინეტი.
დუპლექსი გაძლევთ დიზაინის თავისუფლებას. იდეალურია მათთვის, ვისაც ინდივიდუალური და გამორჩეული ინტერიერი სურს. მაღალჭერიანი სივრცეები, ღია კონცეფციის ოთახები - ყველაფერი შესაძლებელი ხდება ამ ფორმატში. ორი სართული ვიზუალურად დიდ სივრცეს აჩენს, ასევე ხელს უწყობს ბინას იყოს უფრო ნათელი და მყუდრო.
გარდა ამისა, დუპლექსის ბინები ხშირად იძლევა უკეთეს თერმულ იზოლაციას. ორსართულიანი სტრუქტურა ქმნის დამატებით ბარიერს გარე ტემპერატურის ცვლილებებისგან, რაც ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვასა და კომფორტული მიკროკლიმატის შექმნას. ამასთან, ხშირად გთავაზობთ გაუმჯობესებულ ბუნებრივ ვენტილაციას, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნას.
რეკომენდებულია, რომ ოთახის საერთო სიმაღლე იყოს მინიმუმ 4.5 მეტრი. ეს აზღვევს იმას, რომ ანტრესორსა და ძირითადი იატაკის დონეს შორის არ შეიქმნას სიმჭიდროვე.
დუპლექსის ტიპის ბინები ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სეგმენტად ითვლება. მისი იშვიათობა და ფუნქციური ღირებულება უზრუნველყოფს, როგორც ფასის სტაბილურ ზრდას, ისე გაქირავების მაღალ სარგებელს.
თუ აქამდე დუპლექსი მხოლოდ პრემიუმ სეგმენტთან ასოცირდებოდა, სოლუმის პროექტი ამ სტერეოტიპს ამსხვრევს. დუპლექსის ტიპის ბინა პირველ სართულზე არა მხოლოდ ინოვაციური, არამედ ბიუჯეტურად ხელმისაწვდომი არჩევანიც არის.