popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ ოცნების ბინას💙
გაქირავება თუ გაყიდვა — რომელი უფრო მომგებიანია 2025 წელს?
03.06.2025

გაქირავება თუ გაყიდვა — რომელი უფრო მომგებიანია 2025 წელს?

2025 წელს, თბილისის უძრავი ქონების ბაზარი კვლავ აქტიური და მრავალფეროვანია, რაც მფლობელებს აყენებს მნიშვნელოვან არჩევანის წინაშე: გააქირავონ ბინა და მიიღონ სტაბილური შემოსავალი, თუ გაყიდონ და ერთჯერადად მიიღონ მოგება. ორივე ვარიანტს აქვს თავისი უპირატესობები და რისკები, რაც დამოკიდებულია ბაზრის ტენდენციებზე, ლოკაციასა და საკუთრების ტიპზე.

ბაზრის მიმოხილვას თუ შევხედავთ გაქირავების კუთხით - საშუალო წლიური გაქირავების სარგებელი ასე გამოიყურება:

  • თბილისში 2025 წლის პირველ კვარტალში საშუალო გაქირავების სარგებელი შეადგენს 7.8%-ს. 
  • ზოგიერთ უბანში, როგორიცაა მაგალითად გლდანი, სარგებელი აღწევს 8.4%-ს;
  • სარგებელი (ROI) 7–9% წლიურად.

2022 წლის პიკის შემდეგ, 2024 წელს გაქირავების ფასები ოდნავ შემცირდა, თუმცა 2025 წელს მოსალოდნელია სტაბილიზაცია $9–10/მ² ფარგლებში. Airbnb-ისა და სხვა პლატფორმების მეშვეობით, მოკლევადიანი გაქირავება შეიძლება უფრო მომგებიანი იყოს, თუმცა მოითხოვს მეტ მენეჯმენტს.

უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები სტაბილურად იზრდება, 2025 წლის აპრილში 3200-ზე მეტი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. გასულ წელს, თბილისის უძრავი ქონების ფასები გაიზარდა 11.6%-ით, რაც მიუთითებს ბაზრის სიმტკიცეზე. 

უახლესი მონაცემებით თბილისში 1 კვ.მ. ბინის საშუალო ღირებულება 1300 დოლარს აღწევს და ის მუდმივად იზრდება, რაც მიუთითებს მის მაღალ მომგებიანობაზე. ბინის გაყიდვა მოგცემთ ერთბაშად დიდ შემოსავალს და აქტივს, რომელიც შეგიძლიათ გონივრულად დააბანდოთ ან საინვესტიციოთ გამოიყენოთ.

თუმცა უნდა გაითვალისწინოთ ბაზრის პოტენციური რყევები, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს გაყიდვის ფასზე. გახსოვდეთ, გაყიდვის შემდეგ, შესაძლოა, რთული იყოს მსგავსი ქონების შეძენა იგივე ფასად.

თუ გსურთ სტაბილური, გრძელვადიანი შემოსავალი და მზად ხართ უძრავი ქონების მართვისთვის, გაქირავება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი. მეორეს მხრივ, თუ გსურთ ერთჯერადი დიდი შემოსავალი და არ გსურთ აქტიური მონაწილეობა ქონების მართვაში, გაყიდვა შეიძლება იყოს უკეთესი არჩევანი.