რა უნდა გაითვალისწინოთ რემონტის დროს
07.12.2023

რა უნდა გაითვალისწინოთ რემონტის დროს

რემონტი საკუთარი სივრცის შექმნის და განახლების პროცესია, რომელიც ხშირად თვეების განმავლობაში მიმდინარეობს და ყოველ ეტაპზე დაკვირვებას საჭიროებ. ნებისმიერ ტიპის რემონტს დრო და ძალისხმევა სჭირდება. ამ შემთხვევაში ორი ვარიანტი არსებობს: თქვენ შეგიძლიათ საქმე სპეციალისტებს ანდოთ ან ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოთ.

მეტობით შეძენა 

ხარჯთაღრიცხვის შედგენის დროს, მნიშვნელოვანია ეს დეტალი გაითვალისწინოთ, რათა გაუთვალისწინებელი ხარჯი თავიდან აიცილოთ და ყველაფერი წინასწარ განსაზღვროთ. ზოგიერთი მასალის შეძენა თავიდანვე მეტობით უნდა მოხდეს. მაგალითად: ლურსმნები, გრუნტი, საღებავები, ლამინატი და შპალერი.

გააფრთხილეთ მეზობლები

აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ მეზობლები დაგეგმილი რემონტის შესახებ. ასე ისინი სარემონტო პროცესებს უფრო მშვიდად შეხვდებიან და თქვენც თავიდან აიცილებთ მაკონტროლებელი ორგანოების მოულოდნელ ვიზიტს.

მისაღები

გააანალიზეთ ვადები 

ბინის რემონტი უამრავი კომპონენტის ერთობლიობაა და  ბევრ დროს მოითხოვს. სტატისტიკის თანახმად რემონტი იმაზე 30%-ით დიდხანს გრძელდება, ვიდრე ეს თავდაპირველ ჩანაფიქრშია. ამიტომ რემონტის დასრულების დადგენილ თარიღს ნუ ჩათვლით მისი ჩაბარების რეალურ დროდ.

დაუთმეთ დრო კონტროლს

განსაკუთრებული ყურადღება ფინანსებს მიაქციეთ, რადგან თქვენი კონტროლის გარეშე ხარჯების პუნქტი არაკეთილსინდისიერ შემსრულებლებთან შესაძლოა გაიზარდოს. მხოლოდ ის შეიძინეთ, რაც თავდაპირველად გქონდათ განსაზღვრული. იაფია და ამიტომ უნდა ვიყიდო“ - ეს ნამდვილად არაგონივრულია. ეცადეთ გააკონტროლოთ ყველაფერი დაგეგმილი ვადის მიხედვით მიმდინარეობს თუ არა და როგორი ხარისხით მიმდინარეობს რემონტის პროცესი.

ყველაფერი გონივრულად შეარჩიეთ

რემონტის დაწყებისას გონებაში შექმენით სასურველი სახლის პროტოტიპი  და  ყველაფერი სწორად იმის მიხედვით შეარჩიეთ, რათა შექმნათ თქვენი ოცნების ინტერიერი. მაგალითად: ოთახისთვის ფერის შერჩევისას, დარწმუნებული იყავით, რომ ამ გადაწყვეტილებას მალე არ ინანებთ. შეარჩიეთ ფერის შესაბამისი ავეჯი და დეკორი, რათა ოთახში ქაოსი თავიდან აიცილოთ.

მისაღებიჩაერთეთ რემონტში

რემონტი უამრავ დეტალს მოიცავს, პროცესის მსვლელობისას კი გვხვდება საქმეები, რომლის შესრულებას პროფესიონალური ცოდნა არ სჭირდება. ასე რომ თქვენთვის საქმე აუცილებლად გამოჩნდება და შეძლებთ ამ პროცესის წარმართვაში  თქვენი წვლილიც შეიტანოთ.

ნაგვის გატანა

რემონტზე საუბრისას თითქმის ყველას ავიწყდება, რომ მისი დასრულების შემდეგ საკმაოდ რთული პროცესი რჩება - ნაგვის გატანა. თუ თქვენ ძველ ავეჯსა და დეკორს ნაგვის ბუნკერებთან დატოვებთ, შესაძლებელია საკმაოდ ძვირად დაჯარიმდეთ. ამიტომ უმჯობესია ნაგვისთვის წინასწარ სპეციალური ტომრები შეიძინეთ და ამით პრობლემაც მოგვარდება.