დაგვიტოვე ნომერი
🚀 დაგვიტოვე ნომერი, აქ ოცნებები ხდება 🥰 ჩვენ დაგეხმარებით არჩევანის გაკეთებაში 💙

2023 წელს "სოლუმ დეველოპმენტმა" და საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია NEXIA ს საქართველოს წარმომადგენელობამ ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა.

NEXIA TA-მ დღემდე განახორციელა "სოლუმ დეველოპმენტის" 2021-2023 წლების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.

„ნექსიას აუდიტორული მომსახურება ჩვენი კომპანიისთვის ნიშნავს საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრას, ფინანსური ანგარიშგებების გამჭირვალეობასა და სანდოობას. აქამდეც კომპანიის ფინანსური ანგარიშგებები კეთდებოდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ქვეყნდებოდა აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშგების პორტალზე. თუმცა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიასთან თანამშრომლობა განვითარების ახალი ეტაპია კომპანიის ფინანსური მონიტორინგის დახვეწისა და კომპანიის ფინანსური ანგარიშგების სანდოობის მხრივ, რაც ამარტივებს ურთიერთობებს, როგორც ჩვენს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე არსებულ თუ პოტენციურ ინვესტორებთან“ - აღნიშნავს "სოლუმ დეველოპმენტის" გენერალური დირექტორი ლევან დევაძე.